იასმინ როსიმ სამოდელო კარიერა მაშინ დაიწყო, როცა სუპერმოდელები უკვე პენსიაზე გადიან.
ფრანგული წარმოშობის ამერიკელმა ცხოვრება ბავშვების აღზრდას მიუძღვნა, ამიტომ პროფესიონალური გადაღებები მხოლოდ 40 წლის ასაკში დაიწყო. ახლა იასმინი 61 წლისაა და ძველებურად პოპულარობის პიკზეა - უმსხვილესი სამოდელო ბრენდები არასტანდარტულ მოდელთან კონტრაქტის დადებაზე ოცნებობენ.
გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, რაში მდგომარეობს იასმინ როსის მარადიული ახალგაზრდობისა და თავბრუდამხვევი წარმატების ფენომენი.
შეიძლება დაგაინტერესოთ: 56 წლის ქალმა დაამტკიცა: ასაკთან ერთად სილამაზე არ ქრება
ბუნებრივი სილამაზე
სამოდელო ინდუსტრია დაიღალა იდეალური პარამეტრებითა და მსგავსი სახეებით - სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში არასტანდარტულ მოდელებზე დიდი მოთხოვნაა. იასმინა როსი პირველი "ასაკიანი" მოდელი არ არის - თავის პოზიციებს ძველებურად არ თმობს 85 წლის კარმენ დელორეფიჩე და სამოდელო ბიზნესიდან წასვლაზე არც ფიქრობს. თუმცა, თუ მისი სილამაზე უამრავი ქირურგიული ოპერაციის დამსახურებაა, 61 წლის იასმინის ბუნებრივი სილამაზე მის საწინააღმდეგოდ მეტყველებს. თავად მოდელის აღიარებით, ის, ზედმეტ წამლებზეც კი უარს ამბობს, რომ არაფერი ვთქვათ პლასტიკასა და ქირურგიულ ჩარევაზე. განაგრძეთ კითხვა
შეიძლება დაგაინტერესოთ: 59 წლის ბებია – დღემდე სუპერმოდელია და 20 წლის გოგოსავით სექსუალურია (+ფოტო)