40 წელი სწორედ ის ზღვარია, როდესაც შესაძლოა სხვადასხვა დაავადება გაჩნდეს, განსაკუთრებით, ისეთი, რომელსაც გენეტიკური მიდრეკილება გააჩნია. ამის თავიდან ასარიდებლად, უნდა გამონახოთ დრო 5 მნიშვნელოვანი გამოკვლევისთვის.
1. გინეკოლოგიური კვლევა
თუ ახალგაზრდა გოგონებისთვისაც კი არის რეკომენდებული ყოველწლიურად გინეკოლოგთან ვიზიტი, ასაკოვანმა ქალებმა ეს წელიწადში ორჯერ მაინც უნდა გააკეთონ. ეს მიდგომა დაეხმარება ახალი წარმონაქმნების გამოვლენაში. სტატისტიკის მიხედვით, საშვილოსნოს ყელის კიბო ყველაზე ხშირად ქალებს 35 წლის მერე უვლინდებათ. ამიტომ მნიშვნელოვანია, დროულად შეიტყოთ შესაძლო დაავადებებზე და შესაბამისად, მიიღოთ დადებითი შედეგი.
2. მამოლოგის კონსულტაცია, მამოგრაფია
რაც უფრო ასაკოვანია ქალი, მით უფრო მაღალია რისკი, რომ ქალს სარძევე ჯირკვლის კიბო გამოუვლინდეს. მაგალითად, 65 წლის ასაკში ეს რისკი 150-ჯერ მაღალია, ვიდრე 30 წლის ასაკამდე.
3. ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, სისხლში გლუკოზის დონის ანალიზი
დღეს დედამიწის მოსახლეობის 10%-ს დიაბეტი აწუხებს. გარდა იმისა, რომ ეს დაავადება თავადვე საშიშია, ის ავადმყოფის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სისტემებსაც აზიანებს, მაგალითად, მაღალია ინფარქტისა და ინსულტის რისკი.
თუ თქვენთვის ცნობილია ცხოვრების არაჯანსაღი წესი ან დიაბეტისადმი გენეტიკური მიდრეკილება გაქვთ, პერიოდულად ჩააბარეთ სისხლის ანალიზი ან ჩაეწერეთ ენდოკრინოლოგთან. მასთან გამოავლენთ, რა ტიპის დიაბეტია თქვენთვის განსაკუთრებით საშიში, ასევე, ამ დაავადებასთან დაკავშირებული რაიმე რისკი და ანომალია ხომ არ გაგაჩნიათ.
4. კარდიოლოგის კონსულტაცია
მაღალი ქოლესტერინი, მავნე ჩვევები, ფიზიკური დატვირთვების არქონა - ყველაფერ ამას შეუძლია ორგანიზმის მნიშვნელოვანი პროცესების შენელება. ყოველწლიურად გულის დაავადებებით 18 მილიონამდე ადამიანი იღუპება. ამ დაავადებების უმეტესობის დროულად გამოვლენის შემთხვევაში მათი მკურნალობა შესაძლებელია. ამიტომაც ექიმების სიაში, რომლებსაც წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ეწვიოთ, უნდა ჩართოთ კარდიოლოგი.
5. დენსინომეტრია
40 წლისთვის ადამიანის ძვლების სიმყარე იკლებს, რასაც მედიცინაში ოსტეოპოროზი ეწოდება. ქალის ორგანიზმის აგებულების თავისებურების გამო ეს დაავადება მათ 3-ჯერ უფრო ხშირად აწუხებს, ვიდრე მამაკაცებს.
ოსტეოპოროზის გამოვლენა კომპლექსური კვლევების შედეგად შეიძლება, რასაც დენსინომეტრია ეწოდება.