50 წლის სელმა ჰაიეკი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ და მოთხოვნად მსახიობად ითვლება. წელს მისი მონაწილეობით 4 ფილმი გამოვა.
ერთ-ერთ ინტერვიუში სელმა აღნიშნავს, რომ ასაკის საწინააღმდეგო ინიექციების წინააღმდეგია და ბუნებრივად დაბერება სურს.
„ბოტოქსის არ მჯერა. მის შემდეგ სახე ნორმალურ მიმიკას კარგავს და მთელი ცხოვრება სულ უფრო მეტი ნემსის კეთება გიწევს. ეს რომ რეალურად მეხმარებოდეს იმაში, რომ კარგად გამოვიყურებოდე, გამოვიყენებდი, მაგრამ მე მიყვარს ჩემი ქმარი და მინდა 70 წლის ასაკშიც მომხიბვლელი ვიყო. მინდა იფიქროს: „ჰო, ჩემი გოგონა დაბერდა, მაგრამ კვლავ ლამაზია“ - განაცხადა მსახიობმა. განაგრძეთ კითხვა