შეიძლება მისი წელი წვრილია, სხეული გარუჯული, მკერდი ლამაზი და საერთოდაც, ერთი 10 წლით ახალგაზრდად გამოიყურება, მაგრამ მის ასაკს ამხელს... მუხლები.
სხეულის ამ ნაწილის გამყიდველობის დამადასტურებელი მაგალითი იყო ბრიტანელი მსახიობის, კეტრინ ზეტა-ჯონსის გამოჩენა ფილმი Rock of Ages-ის ჰოლივუდურ პრემიერაზე. როგორც ყველა ქალს, რომელიც ფატალურ ზღვარს - 40 წელს უახლოვდება - კეტრინ ზეტა ჯონსსაც შეექმნა მსგავსი პრობლემები.
ცნობილი ქალბატონების ნაოჭები და დაკიდული კანი მუხლებს ირგვლივ იმის დასტურია, რომ ისინიც კი ვერაფერს უხერხებენ ასაკს.
მუხლების პრობლემა უნივერსალურია და მისგან უამრავი ლამაზმანი ვარსკვლავი იტანჯება. ამობურცული მუხლები 37 წლის ანჯელინა ჯოლის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია, ევა ლონგორიამ კი ამდენი დიეტისგან თავისი მუხლები კანიდან გამოვარდნილ ძვლებს დაამსგავსა.
"ძირითადი ინსტინქტის" 54 წლის ვარსკვლავს, შერონ სტოუნს სიამაყით შეუძლია გამოაჩინოს თავისი სხეულის ნებისმიერი ნაწილი, ოღონდ მუხლები ურჩევნია, დამალოს.
ზოგიერთს მუხლების ირგვლივ ნაოჭები ადრეულ ასაკშიც უჩნდება, როგორც ეს 33 წლის შერონ ჰოლმსს დაემართა.
48 წლის კორტნი კოკსი მთელ ცხოვრებას სატრენაჟორო დარბაზებში ატარებს, მაგრამ მის მუხლებს არანაირი ვარჯიში არ შველის. მსგავსი პრობლემები უჩანთ ნიკოლ კიდმანს, ჯენიფერ ენისტონს, დემი მურსა და კეიტ მოსს.
მუხლების ირგვლივ ნაოჭების "შეკეთება" შესაძლებელია. განსაკუთრებული სიხშირის რადიოტალღების გამოყენებით მინიმალურს, მაგრამ შედეგს მაინც მიიღებთ, ხოლო ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც კანს ბარძაყიდან ჭიმავენ -12 ათასი დოლარი დაგიჯდებათ, თუმცა ამის მერე შესაძლოა, ბარძაყზე შესამჩნევი იარა დაგრჩეთ.
იხილეთ ფოტოგალერეა
მასალის წყარო: WENN, Daily Mail