ფოტოგრაფი არი სეტ კოენი გემოვნებიან მოხუც ქალბატონებს იღებს. თავის მოდელებს ის ქუჩაში ეძებს. ყველაზე ახალგაზრდა 59 წლისაა, უფროსი - 102-ის. მათ იციან, რომ ნამდვილ სილამაზეს დრო ვერაფერს აკლებს.
ხოლო სტილი და გემოვნება წლების მატებასთან ერთად კიდევ უფრო მატულობს.
კოენის მოდელები ასაკსა და ჭაღარას არ მალავენ, პლასტიკურ ოპერაციებზე ფულებს არ ხარჯავენ. ისინი ცხოვრების გზაზე თავაწეულები მიაბიჯებენ და არც უკვირთ, რომ ახალგაზრდა უცნობი ფოტოგრაფი ფოტოს გადაღებას სთხოვს. ისინი მიჩვეულები არიან, რომ ქუჩაში ყველა მათ აყოლებს თვალს.
კოენის მოდელებიდან რამდენიმე ”ვოგის” ფოტოსესიისთვისაც გადაიღეს.
აი, ზოგიერთი მათგანის ფოტო