1. შეიძინეთ ველოსიპედი. ამ რკინას შეუძლია გადაიქცეს დროის მანქანად, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი მეშვეობით ბავშვობისდროინდელ ადგილებში იმოგზაურებთ.
2. ეკეკლუცეთ თქვენზე პატარა ბიჭებს. არაფერს ისე არ მოჰყავს სხეული ტონუსში, როგორც სურვილს, მოსწონდე ვინმეს.
3. დაიკელით წონაში. ასაკთან ერთად, ადამიანის წინაშე გარდაუვალი არჩევანი დგება – სახე თუ სხეული. სხეულის ფორმის შენარჩუნება შესაძლებელია, სახის – არა; ყოველ შემთხვევაში, პლასტიკური ქირურგიისა და კოსმეტოლოგიის გარეშე.
4. ნუ შეხედავთ სკეპტიკურად მათ, ვინც იკეთებს ბოტოქსის ნემსებს.
5. ნუ მიირთმევთ გვიან. ტომ ფორდი სამართლიანად ამბობს: "40 წლის ასაკში 6-ის შემდეგ მხოლოდ გლეხები და პლებეები მიირთმევენ".
6. გამორიცხეთ ალკოჰოლი, ღვინოც კი. ამბობენ, ფრანგები ყოველდღე სვამენო, მაგრამ ისინი ფრანგები არიან. ყველა დანარჩენი ერთი ბოთლიდან 500 კალორიას იღებს. ცოდნისთვის: დღიური ნორმა – 1500 კკალ-იაა, ანუ ერთი ბოთლი ღვინის გარდა, გრჩებათ მხოლოდ ერთი ნაჭერი ხორცი და რამდენიმე ფოთოლი სალათის ფურცელი. თუ გაწყობთ ასეთი მენიუ, დალიეთ.
7. ნუ შეგშურდებათ.
8. იძინეთ არანაკლებ 8 საათისა (გარდა მე-18 პუნქტში მოცემული შემთხვევებისა).
9. ხარჯეთ ფული თავისუფლად და სიამოვნებით. გააკეთო დანაზოგი – ისეთივე ნიშანია სიბერის, როგორც თმა ყურებში.
10. აუცილებლად იარეთ ცეკვებზე, დაკავდით იოგით და ფიტნესით.
11. როცა კომპლიმენტებს გეტყვიან, ნუ შეიშმუშნებით და ნუ იმართლებთ თავს. სწორი იქნება – მოკრძალებული მადლობა.
12. დაისვენეთ. მინიმუმ წელიწადში 2-ჯერ. აუცილებელია ზღვა.
13. დაინტერესდით სხვებით. ადამიანი, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებს, მალე სიამოვნებით მოყვება მხოლოდ საკუთარ დაავადებებზე.
14. ნუ აურევთ ერთმანეთში ფუფუნებასა და კომფორტს ბედნიერებით. უბრალოება და სისადავე – ახალგაზრდობის თანმდევია.
15. ნუ იწუწუნებთ ცხოვრებაზე. საერთოდ ნუ იწუწუნებთ.
16. არასოდეს თქვათ: "მეშინია".
17. დაესწარით ან უყურეთ სასაცილო შოუებს.
18. თუ მოგიწიათ ღამით სადმე წასვლა, წადით. სჯობს, მეორე დღეს გააცდინოთ სამსახური, ვიდრე ცხოვრება.
19. იყავით ხელგაშლილი.
20. მსუბუქი იყავით გადაწყვეტილებების მიღებისას. არ არის საჭირო ყველაფრის აწონ-დაწონვა, ტვინის ჭყლეტა და ღრმად წვდომა. იმოქმედეთ.
21. არ დაგავიწყდეთ, რომ ყვავილების ჩუქება უმიზეზოდ ჯობია.
22. ნუ შეგრცხვებათ სულელური სმს-ების გაგზავნის. მაგალითად: "კარგ დღეს გისურვებ, ბიჭუნა!"
23. მიბაძეთ ბავშვებს. მით უმეტეს, რომ "დიდი გამყინვარება" – ძალიან კარგი მულტფილმია.
24. იყავით ჩიტივით, ანუ იცხოვრეთ დღევანდელი დღით – არც გუშინდელით და არც ხვალინდელით.
25. ნუ ეცდებით, გამოიყურებოდეთ ახალგაზრდად – სასაცილო გამოჩნდებით. უნდა გამოიყურებოდეთ შესანიშნავად, მაგრამ ასაკის შესაფერისად.
ასევე იხილეთ:
15 წესი იმისათვის, რომ ბებრუხანად არ იქცეთ!
გლამურული სიბერე - გემოვნება, რომელიც არ ბერდება
სიბერის მოახლოებაზე ფიქრი - შუახნის ასაკის კრიზისი ქალებში
ვებრძოლოთ ასაკს!
როგორ ვიგრძნოთ 50 წლის ასაკში თავი ისე, როგორც 35-ისამ?