ერთ დროს ბრაზილიური სერიალები ტელეეკრანების წინ ყველას ერთად შეგვკრებდა ხოლმე.
დღეს ბრაზილიური სერიალების ყველაზე პოპულარულ მსახიობებს გავიხსენებთ და გაგაცნობთ, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი დღეს.
ანა პაულა აროზიუ - 41 წლის
ცოტამ თუ იცის, რომ მსახიობობამდე ანა პაულა მოდელად მუშაობდა. მისმა მომხიბვლელმა ცისფერმა თვალებმა და შავმა თმამ რეჟისორები მონუსხა. დღეს ანა პაულა სერიალებში გადაღებას განაგრძობს. პირადი ცხოვრება ცოტა ხნის წინ ააწყო. 2010 წელს მსახიობი არქიტექტორ ენრიკე პინეირუს გაჰყვა ცოლად და ქორწინებაში ბედნიერია.
რეინალდო ჯანეკინი - 44 წლის
რეინალდო ჯანეკინი მაყურებელმა სერიალით "ოჯახური ურთიერთობა" გაიცნო და დიდი აღიარება მოუტანა, მსახიობი ბრაზილიის სექს-სიმბოლოდ დასახელდა. იურიდიული განათლების მიუხედავად, ის დიდი ხნის მანძილზე მოდელად მუშაობდა. 2006 წლამდე რეინალდომ ცნობილ წამყვანზე, მარილი გაბრიელზე იქორწინა. სამწუხაროდ ჯანეკინი ამჟამად იშვიათად თამაშობს სერიალებში, რადგან მძიმე დაავადებას ებრძვის - 2010 წელს მას სიმსივნე აღმოუჩინეს.
ანტონიო ფაგუნდესი - 67 წლის
მსახიობს უამრავ სერიალში მიუღია მონაწილეობა. ამჯამად ის 67 წლისაა, თუმცა პენსიაზე გასვლას არ აპირებს და გადაღებებს აგრძელებს.
რაულ კორტესი
რაული სამშობლოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი იყო. მან უამრავ სერიალსა და ფილმებში ითამაშა, გაცილებთ მეტს კი თეატრში მუშაობდა. ის სიკვდილამდე გადასაღებ მოედანზე იყო. მსახიობი 2006 წლის 18 ივლისს გარდაიცვალა.
რეჟინა დუარტე - 70 წლის
ამჟამად მსახიობი 70 წლისაა და სერიალებში აღარ თამაშობს, ძირითადად დაკავებულია პოლიტიკით, ხოლო თავისუფალ დროს შვილიშვილებთან ერთად ატარებს. ეკრანზე მის საქმიანობას ქალიშვილი, გაბრიელა დუარტე აგრძელებს. განაგრძეთ კითხვა