პენელოპა კრუსი, როგორც ესპანურ, ისე - ინგლისურ ენოვან ფილმებსა და სპექტაკლებში მონაწილეობს. ის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობია, მას ასევე საოცარი აღნაგობა და შესანიშნავი იმიჯი აქვს.
კრუსი 1974 წლის 28 აპრილს მადრიდში დაიბადა. მას ორი უმცროსი და ჰყავს.
ის ცხრა წლის განმავლობაში დადიოდა ნაციონალურ კონსერვატორიაში ბალეტის შესასწავლად, მოგვიანებით ქრისტინა როუთის ესპანური ბალეტისა და თეატრის სკოლაში მივიდა.
1989 წელს, როცა ის მხოლოდ 15 წლის იყო, "ნიჭიერში" გაიმარჯვა . გამარჯვებული ესპანურმა პოპ ჯგუფმა მუსიკალურ ვიდეოში "La Fuerza del Destino" გადაიღო.
1991 წელს, მან უმასპინძლა ესპანურ სატელევიზიო შოუს "La Quinta Marcha". ის, ასევე, გამოჩნდა ფრანგულ ეროტიკულ სერიალში "Série Rose."
1992 წელს შედგა კრუსის დებიუტი ესპანურ კომედიაში "Jamón, Jamón". მისი, როგორც ახალგაზრდა ორსული ქალის წარმოდგენა, კრიტიკოსებმა აღიარეს "მთავარ სექს სიმბოლოდ". მან მიიღო გოიას ჯილდო საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში.
ამავე წელს, მან, ასევე, მონაწილეობა მიიღო ეროტიკულ დრამაში "Belle Époque," რომლისთვისაც, მან მიიღო ესპანელი მსახიობების კავშირის ჯილდო საუკეთესო წარმოდგენისთვის. განაგრძეთ კითხვა