"მზე დროზე ადრე აბერებს ქალი" - ამბობდა მერილინ მონრო. იმ დროს, როცა თქვენ ცდილობთ, ოქროსფერი შეფერილობა მიიღოთ, ჩვენი სტატიის გმირები ფაიფურის კანით იწონებენ თავს და მზის სხივებს ემალებიან.
1. გვენ სტეფანი
ცეცხლისფერი პომადა, პლატინისფერი დალალები და ფითქინა კანი... გვენ სტეფანი მერილინ მონროს თაყვანისმცემელია და მასავით არ იღებს ნამზეურს.
2. ენი ჰეთეუეი
თეთრი კანი და ჭორფლი აქვს. არასდროს იღებს ნამზეურს და "წითელ ხალიჩაზე" გამოსვლამდე სხეულსა და სახეზე ბრონზატორს ისვამს.
3. დიტა ფონ ტიზი
ფაიფურის კანი დიტას სავიზიტო ბარათია. ეპატაჟის დედოფალი არასდროს ირუჯება. უფრო მეტიც, მზიან ამინდში სახლიდანაც კი არ გამოდის.
4. ჯულიანა მური
ფითქინა კანი აქვს, ჭორფლი და პიგმენტური ლაქები. ყოველდღიურად ისვამს მზისგან დამცავ კრემს. სანაპიროზე კი გრძელსახელოიანი მაისურით გადის.
5. შარლიზ ტერონი
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობა სამხრეთ აფრიკაში გაატარა, მზეს მაინც ვერ დაუმეგობრდა. 40-გრადუსიან სიცხეშიც კი დახურული სამოსი აცვია.
6. ნიკოლ კიდმანი
ავსტრალიელი ლამაზმანი უფრთხილდება თეთრ და ნაზ კანს. მუდამ ისვამს მზისგან დამცავ კრემს და არასდროს ირუჯება.
7. ლედი გაგა
სტეფანი ჯერმანოტას მსოფლიო ლედი გაგათი იცნობს. ერთხელ მომღერალმა განაცხადა, რომ არ უყვარს რუჯი, რადგან მისი სახე ულამაზოდ გამოიყურება.
8. სკარლეტ იოჰანსონი
ბიუთ-რიტუალები აქვს თავის მოსავლელად, რძისფერ კანს განსაკუთრებულად უვლის. აკრძალული აქვს ულტრაიისფერი სხივების მიღება.