მიმდინარე წლის აპრილში ჯანეტ ჯექსონი ქმარს, მილიარდერ ვისამ ალ-მანას გაეყარა.
ქორწინება 5 წელს გაგრძელდა. განქორწინების შესახებ არავითარი ჭორი არ გავრცელებულა. ჯანეტი შოუბიზნესიდან წავიდა, იშვიათად ჩნდებოდა და წონაში 50 კგ მოიმატა. განქორწინების შემდეგ კი მომღერალი საჯარო სივრცეს დაუბრუნდა.
„დიახ, ეს მე ვარ, იმ შემთხვევაში, თუ ვერ მიცანით, რადგან მართლაც შევიცვალე. დიახ, მე ქმარს დავშორდი. ახლა განქორწინების პროცესში ვართ. ყველაფერი ღმერთის ხელშია. მე მისი მადლიერი ვარ ჩემი შვილისთვის: ის ისეთი ჯანმრთელი, ლამაზი, საყვარელი, მოსიყვარულე და ბედნიერი ბავშვია“ - საუბრობს ჯანეტი "ინსტაგრამზე" განთავსებულ ვიდეოში.
მან შემოდგომაზე დაგეგმილ ტურსა და სცენაზე დაბრუნებაზეც ისაუბრა.
რამდენიმე დღის წინ ვისამ ალ-მანა და ჯანეტი ლონდონის სამეფო სასამართლოში იმყოფებოდნენ, რა დროსაც პაპარაცებმა დააფიქსირეს. როგორც ამბობენ, მომღერალმა 25 კგ დაიკლო და მშვენივრად გამოიყურებოდა.
„ჯანეტი შესანიშნავ ხასიათზე იყო, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში 6 საათი გაატარა. მას ძალიან უხაროდა მთელი თავისი ჯგუფის ნახვა“ - ჰყვება წყარო. ამ დროს კი ალ-მანა მოღუშული ჩანდა.
გაგრძელება + ფოტო და ვიდეო