ბავშვი ცხოვრებას რადიკალურად ცვლის, მაგრამ ამან თქვენი სექსუალური ცხოვრება არ უნდა დაანგრიოს. ახალშობილი ბავშვი ხშირად მშობლების სექსისგან თავშეკავების მიზეზი ხდება, რაც თვეები, ხანდახან კი ერთ წელსაც გრძელდება. ახალგაზრდა ოჯახისთვის ახალ რეალობასთან შეგუება ხშირად რთულია, ბავშვზე გადამეტებულ ენერგიას ხარჯავენ და პარტნორი ავიწყდებათ.
გადახედეთ, რა არის სექსი
საქმე მხოლოდ სქესობრივ აქტს არ ეხება. შეგიძლიათ ეს 5 წუთშიც გააკეთოთ, მაგრამ ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებთ. ეროტიკული ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია - პარტნიორთან სიახლოვე, სიამოვნება, დინამიურობა, გრძნობები და ემოციები. სწორედ მსგავსი ეროტიკული სიახლოვის დაკარგვის გამო წყვილი სექსით აღარ კავდება. ამიტომ, გამოასწორეთ მიზეზები და არა შედეგი.
ადამიანებს სექსის უფრო მეტი რომ ესმოდეთ, ბავშვის გაჩენის შემდეგ სექსუალური კონტაქტის დამყარება აღარ გაუჭირდებოდათ.
შეისწავლეთ ეროტიკული შემადგენლობა
ეს არის სილაღე, სიახლე, გარეგნობა, ინტერესი, შეხება. თუ არ იქნებით ყურადღებიანი, ამ ყველაფერს ბავშვზე გადაიტანთ.
მთავარი პრობლემა ისაა, რომ მთელი თქვენი ენერგია, რომელიც ერთმანეთისთვის უნდა გაგეზიარებინათ, ბავშვს მიეცით. აი, როგორ გამოიყურება ეს:
სილაღე - ლაღი ხართ, მაგრამ მხოლოდ ბავშვთან;
სიახლე - გამუდმებით გსურთ ბავშვს რაღაც ახალი აჩვენოთ, თქვენს პარტნიორთან კი ყველაფერს
ძველებურად აკეთებთ. გაგრძელება