"შეიძლება კი მამაკაცის შეფასება სექსიდან რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ?"- იკითხავთ თქვენ, შეიძლება და ეს რეალურიცაა. იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევა მამაკაცი სექსის შემდეგ შეგიძლიათ განსაზღვროთ მისი ხასიათი და დამოკიდებულება თქვენდამი.
სწრაფად იცვამს
მორიდებული მამაკაცია, საკუთარ თავში დარწმუნებული არაა. მის აჩქარებას მიზეზი არა აქვს, მას არსად არ აგვიანდება. ის მიეკუთვნება მამაკაცების იმ კატეგორიას, რომლებიც `გაურბიან სერიოზულ ურთიერთობას და ეშინიათ ქალთან მიჯაჭვის". ამ მაჩოში ღალატის რისკი მაღალია. ეგოისტია და იშვიათადაა რომანტიკული.
იძინებს სექსის შემდეგ
თავს ყველგან კომფორტულად გრძნობს. საკუთარ პერსონაზეა ჩაციკლული. "როგორც გინდა, ძვირფასო" - ფრაზა, რომლითაც მთელ პასუხისმგებლობას თქვენ გადმოგაბარებთ. ამასთანავე, წვეულებაზე სიარული არ ეყვარება. საღამოებს შინ გაატარებს და დროთა განმავლობაში თავსაც მოგაბეზრებთ.
სააბაზანოსკენ გარბის
უნდა ვივარაუდოთ, რომ სპორტდარბაზში ვარჯიშობს, მოვლილი და ეგოისტურია. კარგი გემოვნება აქვს ჭამა-სმაში, კარგი საყვარელიცაა. უყვარს, როცა აქებენ, სურს, მუდამ ყურადღების ქვეშ იყოს. სექსის შემდეგ ალბათ ჰკითხას პარტიორ ქალს, რა მოეწონა და სასიამოვნო ღიმილიც აღებეჭდება სახეზე. მას უამრავი მეგობარი ჰყავს, თქვენთვის კარი ურთიერთობა ექნება, სანამ მისით აღფრთოვანებული იქნებით, მერე შემცვლელს მოგიძებნით.
გეხუტებათ და გკოცნით
რომანტიკული და სენტიმენტალური მამაკაცია. ადვილად ეჩვევა პარტნიორს. ცდილობს ისე მოიქცეს, რომ მუდამ ასიამოვნოს მას. ურთიერთობის დასაწყისში ასეთი მამაკაცი საჩუქარია, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ თავს მოგაბეზრებთ, ურთიერთობის დასასრული სამყაროს აღსასრულად მოეჩვენება. თუმცა, თუ თავადაც რომანტიკული და სენტიმენტალური ხართ, ერთად ბედნიერები იქნებით.
უყვარს ლაპარაკი სექსის შემდეგ
სამსახურის საქმეებზე, ყოველდღიურ პრობლემებზეც კი შეუძლია ლაპარაკი. ეს მამაკაცი ამბიციური და პატივმოყვარეა. სექსის შემდეგ მომენტალურად გადაერთვება საქმეზე, ბიზნესზე. მზად იყავით იმისთვის, რომ უქმეებს სამსახურში, საქმიან შეხვედრებზე გაატარებს. რომანტიკა მისთვის უცხო თემაა. მასთან ერთად ეროტიკულ ფანტაზიებს ვერ განახორციელებთ. სექსი მისთვის ბუნებრივი სურვილის დაკმაყოფილებაა.
სიგარეტს ეწევა
ან სტუდენტია, ან გამოუცდელი, რადგან სექსის შემდეგ ნერვიულობის დასაფარავად სიგარეტის მოწევა საკუთარ თავში დაურწმუნებელ მამაკაცს ახასიათებს. მკაცრად ნუ განსჯით, ის ჯერ ცხოვრების შესწავლის პროცესშია. ერთადერთი, რაც ადარდებს სექსი და გამოცდილების მიღებაა. დატკბით ურთიერთობით.
სამზარეულოში მიდის საჭმელად
არ უყვარს ტყუილი, თუმცა, სიურპრიზებსაც ნუ ელით მისგან. ეს არის მამაკაცი, რომლისთვისაც არსებობს წესი: :ძილი-ჭამა-სამსახური-სექსი". შვებულებას ერთსა და იმავე ადგილას გაატარებთ წლების მანძილზე. დღესასწაულზე შეხვდებით იმ ნათესავებს, რომლებთან ერთადაც შარშანაც იზეიმეთ. არაფერი შეიცვლება. ერთადერთი ცუდი თვისება, რაც თქვენს "მჭამელა" მამაკაცს აქვს ეჭვიანობაა, რომელიც ცხოვრებას გაგიმწარებთ.
საკუთარ თავში იკეტება
მისგან ტყუილსა და ღალატს უნდა ელოდეთ. თავში ერთდროულად მილიონი აზრი უტრიალებს. თუ ჰკითხავთ: "რაზე ფიქრობ?" გიპასუხებთ - "შენზე", მაგრამ ეს სიმართლე არაა. უმნიშვნელო სიტუაციას ისე გადმოგცემთ, რომ მეტად დაგაინტერესოთ საკუთარი პერსონით. შეიძლება რთული მამაკაცის ნიღაბიც მოირგოს, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია. სინამდვილეში ტყუილებს თავს ვერ აბამს.