რატომ არის სექსი სასარგებლო? სექსი ფიზიკურ ვარჯიშს ცვლის და ასტიმულირებს იმ ჰორმონების გამომუშავებას, რომლებიც გუნება-განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.
თუმცა, როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ნებისმიერ სექსს როდი მოაქვს კმაყოფილება. მათ ჩაატარეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა სექსუალურად აქტიური 544 ქალი და მამაკაცი. მოხალისეებს სექსუალურ დაკმაყოფილებასა და მოტივაციაზე კითხვარის შევსება შესთავაზეს. სექსუალური აქტის შესაძლო მიზეზებიდან ჩამოთვლილი იყო: აღგზნება, ექსპრესია, შურისძიება, სტრესის მოხსნის სურვილი, პარტნიორის სოციალური სტატუსი, თვითშეფასების ამაღლება, ორგაზმის განცდის სურვილი, კალორიების დაწვა, ახალი მეთოდების გამოცდა, სიყვარული და ცოლქმრული მოვალეობა.
შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა მეტ კმაყოფილებას განიცდიდა, როდესაც სექსი ჰქონდათ სიყვარულით ან მოვალეობის გრძნობით და არა მატერიალური სარგებლის მისაღებად ან წარმატების მისაღწევად. მეცნიერების აზრით, სექსი რამდენიმე მიზეზით არის სასარგებლო: ის ყოველდღიურ ცხოვრებას ნაკლებად მონოტონურს ხდის, სექსი ასტიმულირებს ენდორფინების, კარგი განწყობის ჰორმონის გამომუშავებას, სექსი წამალზე ეფექტურად ამშვიდებს ნერვებს. ორგაზმის წინ ტვინი გამოიმუშავებს ოქსიტოცინს - ნერვების დამაწყნარებელ ჰორმონს. გაგრძელება