მოხიბვლის თეორია: გავრცელებული მითები და რეალობა
მოხიბვლის თეორია: გავრცელებული მითები და რეალობა
სოციალურ ქსელში და სხვადასხვა ინტერნეტსაიტზე უხვადაა რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ გავხდეთ მიმზიდველნი და მომხიბვლელნი და როგორ დავიპყროთ საყვარელი მამაკაცის გული.
მაგრამ ვცადოთ გავერკვეთ - რომელი "რჩევა-დარიგება" "მუშაობს" რეალურად?


1. ამბობენ, რომ აუცილებელია რომანტიკული გარემოს შექმნა.
ეს მითია... მამაკაცი არ დააფასებს თქვენს მონდომებას. სანთლები, მუსიკა, შამპანური... მისთვის ეს არასაჭირო "დეკორაციაა", რომელშიც ის ვერანაირ აზრს ვერ ხედავს. ქალისგან განსხვავებით, მამაკაცს დრო არ სჭირდება, რომ მოდუნდეს და ინტიმისთვის განეწყოს. კაცები ბუნებით მებრძოლნი არიან, ესე იგი, ყველგან და ყოველთვის "ფხიზლად" არიან, ფიზიკური სიახლოვის დროსაც კი! თუმცა ის მზადაა აიტანოს თქვენი რომანტიკული გამოხდომები, რადგან ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქალისთვის. მაგრამ არა სანთლების და არომატების სახით!


2. მამაკაცებს მოსწონთ გრძელი თმა. სიმართლეა! გრძელი თმა ტრადიციულად ითვლება ქალური ენერგიის, შინაგანი სიძლიერის, უფრო ზუსტად - ქალურობის და მომხიბვლელობის სიმბოლოდ. როდესაც მამაკაცი ქალის თმას ეხება, ის თითქოს ძალაუფლებას იძენს, იმორჩილებს მას.


3. ეროტიკული საცვალი აღაგზნებს. ეს უფრო მითია, ვიდრე რეალობა. თუ მაცდუნებელ პოზაში დაჯდებით და თან თქვენი საცვლების დემონსტრირებას დაიწყებთ, მამაკაცი გულგრილი ნამდვილად არ დარჩება და მაშინვე გაუჩნდება მისი გახდის სურვილი. და მისთვის აბსოლუტურად სულერთია, რა გეცმევათ! ასე რომ, ლამაზი საცვლები ქალებს უფრო სჭირდებათ, რომ თავი მომხიბვლელად და სექსუალურად იგრძნონ.


4. აფროდიზიაკები საოცრებას ახდენს...
სიმართლის მარცვალი ამაში არის. აფროდიზიაკი არის ნივთიერება, რომელიც აძლიერებს სქესობრივ ლტოლვას და სექსუალურ აქტივობას. აფროდიზიაკებს მიეკუთვნება ზოგიერთი სასმელი, არომატი, პროდუქტი. მათგან ყველაზე პოპულარული - ოხრახუში, ნიახური, ჯანჯაფილი, მარწყვი, ზღვის პროდუქტი, თხილეულია. თუმცა ნუ გეგონებათ, რომ როგორც კი ამ რომელიმე პროდუქტით გამოკვებავთ მამაკაცს, ის უცბად შეუდარებელ საყვარლად გადაიქცევა. აფროდიზიაკებს შეუძლია მხოლოდ აღგზნების გაძლიერება და არა მისი გამოწვევა. კვლევების თანახმად, ამ პროდუქტებს გააჩნია დაგროვებითი ეფექტი და მათი მისაღებ დოზებში რეგულარულად გამოყენება დადებითად აისახება მამაკაცის პოტენციასა და ქალის ენერგიაზე და შედეგად, ქრება უმნიშვნელო ჰორმონული დარღვევები. ერთჯერადი გამოყენების შემთხვევაში აფროდიზიაკი "უძლურია"!


5. მამაკაცი ჭკუიდან იშლება სექსუალურად ჩაცმული ქალების დანახვაზე... მართალია, მაგრამ... ფსიქოლოგების აზრით, ყოველი მამაკაცისთვის ქალის სამოსში რაღაც განსაკუთრებული, მომხიბვლელი ელემენტი არსებობს, რომელიც პირდაპირ დამოკიდებულია მის ფსიქოტიპზე. ღრმა დეკოლტე განსაკუთრებით ხიბლავს ინფანტილურ მამაკაცებს, სამოსი ღია ზურგით ხიბლავს რომანტიკოსებს: მათ წარმოსახვაში მაშინვე იხატება აღმგზნები "სურათები". ვიწრო, მოტმასნილი ტანსაცმელი, რომელიც კარგად წარმოაჩენს სხეულს და ქალის პლასტიკის შეფასების საშუალებას იძლევა, იპყრობს საკუთარ თავში დარწმუნებული მამაკაცების მზერას. ხოლო რეალისტები, რომელთა დევიზია "ნუ დავხარჯავთ დროს სენტიმენტებზე", არც ერთ მოკლე კაბას არ ტოვებენ უყურადღებოდ.


6. ძლიერი სქესის მოსაზიდად ქალებმა უნდა გამოიყენონ პარფიუმი ფერომონებით.
სქესობრივი ფერომონები - მფრინავი ნივთიერებებია, რომლებიც გამოიყოფა ზოგიერთი ცხოველის და ადამიანის მიერ. მათ აქვთ ძლივს შესამჩნევი სურნელი და გზავნიან "სიგნალებს" თავიანთი სახეობის მდედრებთან, რომ სექსის სურვილი აღძრან. მაგრამ ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანების მიერ ფერომონების ყნოსვის და აღქმის სისტემა არ ითვლება ძირითად საშუალებად საპირისპირო
You must have Flash Player installed in order to see this player.
სქესის მოსაზიდად. "სიგნალის" მიღების შემდეგ ჩვენი ტვინი იწყებს შერჩევის მექანიზმის ჩართვას: ჩვენ ვიწყებთ პარტნიორის შეფასებას... ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ნამდვილი ფერომონები ძვირად ღირებულია და მიუწვდომელია მასობრივი მომხმარებლისთვის. ამიტომ "სუნამოს ფერომონებით" პლაცებოს ეფექტი აქვს, რომელიც აიძულებს ქალს, თავი მეტად თავისუფლად იგრძნოს მამაკაცის საზოგადოებაში. თუმცა ეს თავად გადაწყვიტეთ. ოღონდ გახსოვდეთ! მამაკაცები არცთუ კარგად აღიქვამენ უცხო სუნს ინტიმური კონტაქტის დროს. უმჯობესია მათი მოზიდვა სუფთა კანის ბუნებრივი სურნელით - სწორედ თქვენი საკუთარი იდუმალი ფერომონებით!


7. სწორი მიდგომის შემთხვევაში ნებისმიერი მამაკაცის მოხიბვლას შეძლებთ!
ამ საკითხზე კამათი შეიძლება. თუ მიზნად დაისახავთ კონკრეტული მამაკაცის მოხიბვლას, სავარაუდოდ, ამ ამოცანას თავს გაართმევთ. ყველაზე ძნელი მისი შენარჩუნებაა და მუდმივად უნდა გააღვივოთ სიყვარულის ნაპერწკალი. ეს უკვე ხელოვნებაა, რომელიც უნდა შეისწავლოთ და სრულყოთ. ყური დაუგდეთ საყვარელ მამაკაცს, დააკვირდით - რა მოსწონს, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი, იყავით მისთვის სასურველი პარტნიორი და ერთგული მეგობარი!


კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
12:01 / 22-06-2017
ვინ იცის, იქნებ ასეთ პრინცს აღარ შეხვდეთ ცხოვრებაში. ამიტომ დროს ნუ დაკარგავთ, გაეცანით მამაკაცების ტიპებს და დააგვირგვინეთ ურთიერთობა.
13:26 / 12-06-2017
1. ნუ ისაუბრებთ სოციალურ სტატუსზე! ნუ იტრაბახებთ შეყვარებულის ახლად გაცნობილ მშობლებთან თქვენი სოციალური სტატუსით ან პირიქით, ძალიან სიტყვაძუნწიც ნუ იქნებით.
12:47 / 09-06-2017
ყოველ ჩვენგანს აქვს მომენტები ან დღეები, როცა თავს ვარიდებთ ვინმესთან ურთიერთობას, არ ვპასუხობთ ზარებს, შეტყობინებებს და გზის მეორე მხარეს გადავდივართ შემთხვევითი შეხვედრისას.
12:28 / 14-05-2017
პარფიუმი, ღიმილი, მომხიბვლელი მზერა? რამ შეიძლება მამაკაცი ჭკუიდან გადაიყვანოს? 11 მინიშნება, რომ მამაკაცს მოეწონოთ და პაემანი დაგითქვათ.
11:46 / 04-05-2017
ატყობთ, რომ სიახლოვის სურვილი სულ უფრო იშვიათად გიჩნდებათ? ეძებეთ ამის მიზეზი!
11:29 / 01-05-2017
მამაკაცის ზოგიერთი საქციელი ჩვენში ხშირად გაოცებას და უსამართლობის განცდას იწვევს.
13:05 / 27-04-2017
იდუმალი გეიშები, ელეგანტური ფრანგები, ეგზოტიკური იაპონელები... როგორ ხიბლავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალები ძლიერი სქესის წარმომადგენლებს? საინტერესოა, არა?
12:31 / 05-04-2017
ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდაა მშობლებისთვის - არ დაკარგონ პირადი ინტიმური ცხოვრება ბავშვების გამო.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ზოდიაქოს სამი წყვილი, რომელიც იდეალურად ეწყობა სექსში ერთმანეთს
10:44 / 16-06-2017
ასტროლოგია და სექსუალური პოტენციალის დონე ერთმნიშვნელოვნად კავშირშია.
ეროტიკული სიზმარი: მკითხაობა ფროიდის მიხედვით
13:00 / 12-06-2017
1895 წელს ზიგმუნდ ფროიდმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა: სიზმარი - სურვილების ერთგვარი სიმბოლური ახდენაა.
სად ქრება ვნება? 3 ვარჯიში, რომელიც ლტოლვას გააძლიერებს
11:46 / 04-05-2017
ატყობთ, რომ სიახლოვის სურვილი სულ უფრო იშვიათად გიჩნდებათ? ეძებეთ ამის მიზეზი!
ვნების გეოგრაფია - მსოფლიოს ყველაზე მომხიბვლელი ლამაზმანების სექს-საიდუმლოებები
13:05 / 27-04-2017
იდუმალი გეიშები, ელეგანტური ფრანგები, ეგზოტიკური იაპონელები... როგორ ხიბლავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალები ძლიერი სქესის წარმომადგენლებს? საინტერესოა, არა?
მოულოდნელი მოწმე: 6 სასაცილო ისტორია, როგორ შეუშალეს ხელი ბავშვებმა მშობლების სექსს
12:31 / 05-04-2017
ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდაა მშობლებისთვის - არ დაკარგონ პირადი ინტიმური ცხოვრება ბავშვების გამო.
5 ფაქტი ქალწულობის დაკარგვაზე: აი, რა უნდა იცოდე!
10:56 / 04-04-2017
პირველი სექსი ერთდროულად რომანტიკის საბურველშიცაა გახვეული და რაღაც საშინელებასთანაც ასოცირდება.
სექსი ანტიკურ სამყაროში - არ იკრძალებოდა პროსტიტუცია და სქესობრივი ცხოვრება გათხოვებამდე
13:30 / 01-04-2017
ანტიკური ქვეყნების მკვიდრნი სამყაროს განსხვავებულად აღიქვამდნენ, და არა მხოლოდ დედამიწის ფორმას...
სექსი და უსექსობა სსრკ-ში - ვინ იყო ქალი, რომელიც საბჭოთა სექსუალურ რევოლუციას ედგა სათავეში
14:20 / 27-03-2017
"ჩვენთან სექსი არ არის" - ეს ლეგენდარული ფრაზა 1986 წელს "ლენინგრადი-ბოსტონის" ტელეხიდის დროს გაისმა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი