ახლახან აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა: ქალების უმრავლესობა სქესობრივი აქტის დროს იმიტომ კვნესის, რომ პარტნიორი ორგაზმამდე მიიყვანოს, ან, უბრალოდ, მოწყენილობა დაფაროს.
კვლევები 710 სექსუალურად აქტიურ 18-დან 48 წლამდე ქალს შორის ჩატარდა.
კვლევის მონაწილეთა 66% გამოტყდა, რომ სექსის დროს იმიტომ კვნესის, პარტნიორს ორგაზმის მიღწევაში რომ დაეხმაროს; 87% მხოლოდ იმიტომ კვნესის, რომ მამაკაცს თავი სექსუალურად შემდგარ პიროვნებად აგრძნობინოს; ხოლო 27%-მა აღიარა, საწოლში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ კვნესის, რომ პარტნიორისგან დაფაროს მოწყენილობა, დაღლილობა, ხანდახან კი უსიამოვნო შეგრძნებები, რომელიც თან ახლავს სექსს.
ამასთან, კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ საწოლში კვნესის სწორად შერჩეულმა სტრატეგიამ ქალის სექსუალურ ცხოვრებაში შესაძლოა არსებითი წვლილიც შეიტანოს. საქმე ისაა, რომ დროთა განმავლობაში ქალები სწავლობენ საკუთარ სექსუალურ მოთხოვნებს და კვნესისა და ოხვრის მეშვეობით შეუძლიათ მიუთითონ პარტნიორს, რა ანიჭებს მას სიამოვნებას და რა ჰგვრის უსიამოვნო შეგრძნებებს.
ასე რომ, ოხვრა-კვნესა, რომელიც თან ახლავს სქესობრივ აქტს, ქალისთვის შესაძლოა იყოს დელიკატური საშუალება, უსიტყვოდ მისცეს პარტნიორს მსგავსი მითითებები: "შეჩერდი!" "გააგრძელე!" "არ გაჩერდე!" ასე რომ, ნუ იქნებით საწოლში ჩუმად.