ხშირად სხვადასხვა მიზეზის გამო ქალები სურვილის გარეშე ინტიმურ ურთიერთობაზე თანხმდებიან. ექიმების აზრით, ეს "სულგრძელობა" ქალებს შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი მიაყენონ.
სურვილის გარეშე სექსის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შედეგი - ტრავმებია. აღგზნების გარეშე არ გამოიყოფა ბუნებრივი სითხე, რაც იწვევს სასქესო ორგანოს ფიზიკურ დაზიანებებს და ინფექციებისთვის გზას ხსნის.
ასეთი სექსი ასევე იწვევს ქალურ დაავადებებს - საშვილოსნოსა და საკვერცხეების ფუნქციების მოშლას.
სურვილის გარეშე სექსის დროს არ გამოიყოფა ენდორფინი, რაც ჰორმონალური დისბალანსის საფრთხესაც ქმნის.
"სექსი მამაკაცის ხათრით" - ქალს ემოციურად არ აკმაყოფილებს და თუ ეს რეგულარულად ხდება, ქალს შესაძლოა, დაემართოს ემოციური აშლილობა და დეპრესია.