ვნების გეოგრაფია - მსოფლიოს ყველაზე მომხიბვლელი ლამაზმანების სექს-საიდუმლოებები
ვნების გეოგრაფია - მსოფლიოს ყველაზე მომხიბვლელი ლამაზმანების სექს-საიდუმლოებები
იდუმალი გეიშები, ელეგანტური ფრანგები, ეგზოტიკური იაპონელები... როგორ ხიბლავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალები ძლიერი სქესის წარმომადგენლებს? საინტერესოა, არა?

არანაკლებ სასარგებლოა მათი ცოდნის გაზიარება ამ სფეროში. მათი გამოცდილება კი, ადვილი შესაძლებელია, პირადი ცხოვრების მოგვარებაში დაგეხმაროთ.

საფრანგეთი

ნომინაციაში "მსოფლიოს საუკეთესო საყვარლები", ინდუსების შემდეგ, ფრანგები საპატიო ადგილს იკავებენ. ინდუსების მსგავსად, ფრანგების სექსუალურობის საიდუმლო მათ ეროვნულ სამზარეულოში უნდა ვეძებოთ, რადგან იგი უმეტესწილად აფროდიზიაკებისგან შედგება.

ფრანგები საყვარელი მამაკაცის გულის მოგებას არა მხოლოდ გაბუტული ტუჩებით ახერხებენ, მათი მთავარი საიდუმლო ფრანგულ კოცნაში მდგომარეობს. არსებობს ასევე ცნება "ფრანგული სექსი", რაც სინამდვილეში ორალურ სექსს გულისხმობს.

როგორ გავიმეოროთ ფრანგების გამოცდილება შინ? ჩართეთ ფრანგული მუსიკა და ერთი ბოკალი წითელი, მშრალი ღვინის მირთმევის შემდეგ პარტნიორთან ფრანგული კოცნა სცადეთ. მისი ტექნიკა მარტივია და კოცნისას პარტნიორთან ენით კონტაქტს ითვალისწინებს.

ტაილანდი

ტაილანდელი ქალბატონები მთელ მსოფლიოში ცნობილები არიან ეროტიკული მასაჟის საიდუმლოს ფლობის წყალობით. რა იმალება ამ მასაჟს მიღმა, ამის გაგება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ მამაკაცს აინტერესებს.

მასაჟის პირველი ნაწილი სხეულის აქტიურ დამუშავებას ეთმობა, რომელიც ყველა კუნთს ადუნებს; არომატული ზეთების სურნელი კი გამაბრუებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. მასაჟის მეორე ნაწილი კი იმაში მდგომარეობს, რომ მასაჟისტი ქალბატონი საკუთარი სხეულით აგრძელებს პარტნიორის სხეულის დამასაჟებას და ამისთვის აქტიურად იყენებს მკერდს.

როგორ გავიმეოროთ ტაილანდელების გამოცდილება შინ? პარტნიორს ეროტიკული მასაჟი თავად შეგიძლიათ გაუკეთოთ. მერე რა, თუ მასაჟის ტექნიკას სრულყოფილად არ ფლობთ. იყიდეთ სასიამოვნო სუნის მქონე ეთერზეთი, არომატული სანთლები, ჩართეთ ლამაზი მუსიკა და გამოიჩინეთ იმპროვიზაციის უნარი. ამის შემდეგ კი განუმეორებელი საღამო გარანტირებული გაქვთ.

არაბული ქვეყნები

ამ ქვეყნებში მცხოვრებ ქალებს ბავშვობიდან აჩვევენ კაცის მორჩილებას. ამაში კი უკვე არის რაღაც ეროტიკული. ამ ყველაფერს კი მეტ იდუმალებას არაბი ქალების მუდმივად შენიღბული სახე და სხეული მატებს. მისი საბურველის ქვეშ კი არაბი ქალები ნამდვილად დიდ საგანძურს მალავენ, საკუთარი სხეულის სახით.

გაგიკვირდებათ და, ისინი ძალიან დიდ დროს უთმობენ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას. მათი ყველაზე დიდი საიდუმლო კი მუცლით ცეკვაში მდგომარეობს.

როგორ გავიმეოროთ არაბი ქალების გამოცდილება შინ? ინტერნეტის ან კერძო კურსების დახმარებით ისწავლეთ მუცლით ცეკვა და გარდა იმისა, რომ მუდამ ფორმაში იქნებით, პარტნიორის მოხიბვლასაც ყოველთვის ძალიან მარტივად შეძლებთ.

ინდოეთი

ინდოელებს პარტნიორში ვნების ცეცხლის გაღვიძება რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგაც კი შეუძლიათ. მათ ამაში არამხოლოდ გარეგნობა და სარის ტარების განსაკუთრებული მანერა ეხმარებათ. ამაში მთავარი წვლილი ინდურ სამზარეულოს მოუძღვის, რომელშიც უხვად გამოიყენება დარიჩინი და წიწაკა ჩილი. ეს სანელებლები შეიცავს ნივთიერებას - კაპსაიცინს, რომელიც აძლიერებს გულისცემას და სისხლს ენდორფინების გამოყოფაში უწყობს ხელს.

როგორ გავიმეოროთ ინდოელი ქალების გამოცდილება შინ? შესთავაზეთ პარტნიორს, ერთად გადახედოთ "კამასუტრას". შესაძლოა, თქვენთვის სასურველი რამდენიმე პოზაც აღმოაჩინოთ. შემდეგ კი თავად სცადეთ ინდური კერძების მომზადება. იქირავეთ ინდური კოსტიუმი ან სარი და მოაწყვეთ ინდოეთი თქვენს საძინებელში.

იაპონია

ამომავალი მზის ქვეყნის ქალებმა იციან, როგორ მოხიბლონ მამაკაცი მხოლოდ ღიმილის საშუალებით. გეიშებმა კი ყველა საიდუმლო იციან, რომლებმაც შესაძლოა, მამაკაცი გააბედნიეროს. გეიშები ამას თავიანთი განათლებით, მოსმენის საოცარი კულტურითა და სხვა მრავალი თვისების წყალობით ახერხებენ.

როგორ გავიმეოროთ გეიშების გამოცდილება შინ? თავდაპირველად ყოველდღიურად მოგიწევთ კეგლით ვარჯიში, რათა კუნთები სასურველ ფორმაში მოიყვანოთ. შემდეგ კიდევ ერთხელ უყურეთ ფილმს "გეიშას დღიურები" და მოუწყვეთ პარტნიორს თავბრუდამხვევი ღამე.
კომენტარები (17)
კოკო
აქ ყველა მაიაკი შემოდის თუ რა ხდება, რა სიტყვებია, ამაზრზენები ხართ ხალხნო!
ლელას მეზობელი
კი კი MIMI სექსაობისასაც თავის ქებაში იქნება "მაგარი ვარ კიდე კიდე ..." :) და ასე კვენსა ოხვრაში დაწერა გაჭირვებული და გაუგებარი კომენტარი :)
ლელას მეზობელს ვიხმობ :D
რა გინდათ, ეგება და სექსაობის დროს დაწერა და იმიტომაცაა ასე არეული მისი კომენტარი :D
მად
ვიღაც ჩემს ნიკს იყენებს :D......
დიტო
რატო ჩხუბობენ და მყვირალობის პერიოდი აქვთ და ჩხუბობენ;;;))))
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
"სელფშოტები"... სექსის შემდეგ - ახალი ტრენდი სოციალურ ქსელში (ფოტო+ ვიდეო)
10:34 / 03-04-2014
სოციალურ ქსელში ახალი ტრენდი შეინიშნება - "სელფშოტები" სექსის შემდეგ. ბოლო დროს მამაკაცები და ქალები "ინსტაგრამში" ტვირთავენ ფოტოებს წარწერით: "სექსის შემდეგ".
რაზე ფიქრობენ ქალები პირველი სექსის დროს?
16:10 / 01-04-2014
ფიქრის თემა იმ მამაკაცთან სექსის დროს, ვისთან ერთადაც უკვე ფუთი მარილი გაქვს ნაჭამი, უკვე ცნობილია – ეს კოსმიური რემონტია. მაგრამ კლასიკურ აზრზე - "შევათეთროთ ჭერი თუ არა" – ლაპარაკიც კი ზედმეტია, როცა ინტიმური სიახლოვე ორ სქესს შორის პირველად ხდება.
ყველაზე სექსუალური რეკლამები (+ფოტო)
12:29 / 29-03-2014
სექსი ყიდის – ამას კამათი არ უნდა. ეროტიკული სახეები რეკლამაში – კომპანიის წარმატების გარანტია, რადგან ყურადღებას სექსუალური რეკლამა აუცილებლად მიიპყრობს.
ცნობილი პოლიტიკოსები სექსზე - რჩეული ციტატები
14:08 / 27-03-2014
რონალდ რეიგანი: "არასოდეს დაწვე ქალთან, რომელთან ერთადაც ქუჩაში გასვლის შეგრცხვება."
რა ღირს ამერიკაში ქალწულობის დაკარგვა?
14:34 / 20-03-2014
ქალების დიდი ნაწილი ქალწულობას სიყვარულის გამო კარგავს, მაგრამ არსებობენ გოგონები, რომლებისთვისაც ეს ფულის დაბანდების საუკეთესო საშუალებაა.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს სექსი მხოლოდ სასტუმროებში აქვთ
11:06 / 13-03-2014
ექვსი მცირეწლოვანი ბავშვი – ალბათ, სექსზე უარის თქმის ის მიზეზია, რომელიც კონკურენციას მხოლოდ პოპულარულ თავის ტკივილს თუ გაუწევს.
როგორ ამოვიცნოთ მამაკაცში კარგი საყვარელი, ცხვირის ფორმის მიხედვით
16:54 / 11-03-2014
იმის გაგება, კარგი საყვარელია თუ არა თქვენი რჩეული, იქამდეა შესაძლებელი, ვიდრე მასთან ერთად სარეცელს გაიყოფთ. თურმე, ამისათვის საკმარისია მისი ცხვირის ფორმის სათანადოდ შეფასება.
კითხვები სექსის შესახებ, რომლებზეც ხმამაღლა საუბრის გვრცხვენია
13:15 / 10-03-2014
თუ ოდესმე გაგჩენიათ ინტიმური ხასიათის კითხვები, რომელთა გამხელაც თვით საუკეთესო მეგობრისთვისაც კი არ შეგეძლოთ, იცოდეთ - მარტო არ ხართ, ასეთი კითხვები სხვებსაც უტრიალებთ ენის წვერზე.
ხუთი კოქტეილ-აფროდიზიაკი, რომელიც სექსუალურობას და მგრძნობელობას მოგიმატებთ
16:30 / 03-03-2014
ეს კოქტეილი სამხრეთის ტემპერამენტს ნამდვილად გამოავლენს. ის ნამდვილი ბომბია მათთვის, ვინც არ არის გულგრილი პიკანტური კომბინაციების მიმართ.
ევროპის ყველაზე სექსუალურად ბედნიერი ქვეყნები
11:24 / 26-02-2014
სააგენტო Yougov-ის მიერ მასშტაბური გამოკითხვის შედეგად, რომელშიც ევროპის 13 ქვეყანა მონაწილეობდა, გაირკვა, რომ სექსუალურობის მხრივ, ყველაზე ბედნიერები შვეიცარიელები არიან.
არქივის კალენდარი