როგორც ჩანს, ზოგიერთ ადამიანს სიკვდილის შემდეგ სექსისაც სჯერა. სხვა ახსნა არ აქვს ამბავს, რომელსაც ახლავე გიამბობთ.
იტალიური ქალაქის, ტრევიზოს სექს-შოპის მფლობელმა ბრიტანულ გამოცემა Metro-ს ერთი უცნაური შეკვეთის ისტორია უამბო. 50 წლის მამაკაცმა მაღაზიაში თავისი გარდაცვლილი მეგობარი ქალის ფოტო მიიტანა და მეწარმეებს სთხოვა, რომ დაემზადებინათ მისი ასლი, ნატურალური სიდიდის თოჯინა.
თოჯინას უნდა ჰქონოდა იგივე ფერის თმა, სახის ნაკვთები და რა თქმა უნდა, "ორიგინალის" ანალოგი სხეულის პროპორციები.
შეკვეთის დამზადებას მთელი 18 თვე და 18 ათასი ევრო დასჭირდა. სამაგიეროდ, 58-კილოგრამიანი (წონაც ზუსტად ემთხვევა გარდაცვლილი ქალისას) თოჯინა საოცრად ჰგავს (კანის ფერითაც კი) ნამდვილ ქალს.
"ეს ყველაზე ძვირად ღირებული თოჯინაა, რომელიც ჩვენ ოდესმე გაგვიყიდია. მას არაფერი აქვს საერთო ტრადიციულ გასაბერ ქალებთან", - განმარტავს მაღაზიის მფლობელი დიეგო ბორტოლინი. "დარწმუნებული ვარ, რომ ამ უჩვეულო შეკვეთის მიღმა ნამდვილი ტრაგედია დგას. თანამშრომლებიც დამეთანხმებიან ამაში. შესაძლოა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, რომელშიც ორივე მოყვა..." - დასძენს იტალიელი. ამ ეჭვის საფუძველი კი ის გახლდათ, რომ მაღაზიაში მისულ ანონიმურ შემკვეთს სახესა და ხელებზე დამწვრობების კვალი აღენიშნებოდა.