იმის გაგება, კარგი საყვარელია თუ არა თქვენი რჩეული, იქამდეა შესაძლებელი, ვიდრე მასთან ერთად სარეცელს გაიყოფთ. თურმე, ამისათვის საკმარისია მისი ცხვირის ფორმის სათანადოდ შეფასება.
მითი იმის შესახებ, რომ ცხვირის სიდიდით მამაკაცის ღირსების ზომის გარკვევაა შესაძლებელი, დიდი ხანია დაიმსხვრა. მიუხედავად ამისა, სახის ყველაზე "თვალსაჩინო" ნაწილზე ყურადღების მიქცევა მაინც ღირს – ამით ცხვირის პატრონის სექსუალური შესაძლებლობების შეფასება მარტივად არის შესაძლებელი, - ამტკიცებს საიმონ ბრაუნი, ავტორი წიგნისა "სახის წაკითხვის საიდუმლოებები" (The Secrets of face Reading)
დიდი, კეხიანი ცხვირი: სექს-მუდო
ამ ადამიანს შეგიძლიათ ენდოთ – ის მშვიდია, ამტანი და ყველაზე დაძაბულ მომენტშიც კი თავშეკავებული. მაგრამ სექსში ძალიან იშვიათად ბედავს რაიმე ახლის შეცნობას და უპირატესობას "ნაცად" მისიონერულ პოზიციას ანიჭებს. სავარაუდოდ, 69 მისთვის – მხოლოდ ციფრია, რომელიც 70-ის წინ მდებარეობას და მეტი არაფერი.
ზომიერი ცხვირი, რომლის წვერიც მოკაუჭებულია: გმირი-საყვარელი
ფრთხილად, თქვენ წინაშე კლასიკური გულთამპყრობელია, ეგოისტი, მაგრამ ამის გამო არანაკლებ ამაღელვებელი და მიმზიდველი. მისი "სისუსტეებია" – ეროტიკული თამაშები და სექსი ყველაზე უჩვეულო ადგილებში.
პატარა და განიერი ცხვირი: გამომგონებელი საყვარელი
ზოგადი ტენდენცია ასეთია – რაც უფრო განიერია ცხვირი, მით კრეატიულია მისი პატრონი. ის სექსუალური ექსპერიმენტების მიმართ დაუცხრომელ ჟინს განიცდის – მას სულ რაღაც ახალი სჭირდება. კარგი სიახლეები: ვერ მოისვენებს, სანამ პარტნიორი ქალი ორგაზმს არ მიაღწევს.
კარტოფილის ცხვირი: არაჩვეულებრივი საყვარელი
ამ ალერსიან და მგრძნობიარე მამაკაცს საწოლში ყველაფერი შეუძლია... ნუ, თითქმის ყველაფერი. ჩვეულებრივ ყოფაში – ის, როგორც წესი, საიმედო ადამიანია, რომლისთვისაც "ოჯახი" და "ოჯახური ფასეულობები" ფუჭი სიტყვები არ არის. ავანტიურებისადმი ვნებას კი ის ეროტიკულ სარბიელზე ახორციელებს და ეს მას საუკეთესოდ გამოსდის.
გრძელი, წვეტიანი ცხვირი: სექსუალური მარათონელი
სექსუალური აქტის ხანგრძლივობა – ამ მამაკაცის ყველაზე ძლიერი მხარეა. დიახ, შესაძლოა, ის ეროტიკული ფანტაზიებით არ ბრწყინავს და მას ვერც კოცნის ოსტატს დავარქმევდით, მაგრამ ყველა-ყველა და, "ამის კეთება" დაუსრულებლად მხოლოდ მას შეუძლია.
აპრეხილი (ე.წ. კურნოსა) ცხვირი: სექს-აგრესორი
კონფლიქტები, გარჩევები და სკანდალები – ეს მისი სტიქიაა. ასეთ სიტუაციებში ის თავს, როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობს. ასეთი მამაკაცი საწოლში, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ფიქრობს, ხოლო შემდეგ – პარტნიორ ქალზე, ან საერთოდაც არ ფიქრობს მასზე.