ძვირფასო ქალბატონებო! სექსი - საყვარელ მამაკაცთან არც მოვალეობაა და მით უმეტეს, არც სამსახური. ამიტომ ამ საკითხში მკაცრი გრაფიკის დაწესება არ ღირს. გრაფიკით ხომ მხოლოდ მატარებლები და თვითმფრინავები მოძრაობენ...
აქედან გამომდინარე, გირჩევთ, რაოდენ დიდიც უნდა იყოს დედობის სურვილი, ნუ აგრძნობინებთ მამაკაცს, რომ მის მიმართ სექსუალური ინტერესი მხოლოდ ბავშვის ჩასახვისთვის ხელსაყრელ დღეებში გიმძაფრდებათ. ისე მოიქეცით, რომ სექსისგან სიამოვნებაც მიიღოთ და დედობის ბედნიერებასაც ეზიაროთ.
ჩქარა, დავწვეთ!
თქვენი ფიქრები მხოლოდ პატარას ირგვლივ ტრიალებს... მაგრამ წარმოიდგინეთ, რა დღეშია ამ დროს მომავალი მამიკო. იგი თავის საქმეებშია ჩაფლული, მაგრამ ვინ აცდის? თქვენ მას ურეკავთ, იბარებთ სახლში და ახსენებთ, რომ ახლა გრაფიკით სექსის დროა.
მამაკაციც სასწრაფოდ რეაგირებს "გამოძახებაზე" და თავქუდმოგლეჯილი გამორბის შინ. იმის შიშით, რომ "ვერაგი" კვერცხუჯრედი არ დაუსხლტეს. მით უმეტს, ზუსტად იცის, რომ ამას არასდროს აპატიებთ!
თუ მამაკცს რეპროდუქცის მხრივ პრობლემები აქვს, ნუ გაუმახვილებთ ამაზე ყურადღებას. სტრესი უარყოფითად მოქმედებს პოტენციაზე და თავისთავად ბავშვის ჩასახვის შანსიც მცირდება.
ნუ გამოსტაცებთ ამაკცს ხელიდან ლუდის კათხას და ნუ დასდებთ ბრალს იმაში, რომ არ ზრუნავს თქვენი მომავალი შვილის ჯანმრთელობაზე. ტაქტიანად აუხსენით, რომ ალკოჰოლის სუნი ერთად ყოფნის სურვილს გითრგუნავთ.
თუ ოვულაციის დღეს მამაკაცი პასიურია და სექსისგან თავის არიდებას ცდლობს, ნუ დაესხმებით თავს მტაცებელივით და "ძალას" ნუ იხმართ. სჯობს გემრიელი ვახშამი მოუმზადოთ, ესაუბროთ მისთვის საინტერესო თემებზე... მცირე ხნის შემდეგ სურათი შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს.
მხოლოდ "კლასიკა"?
როდესაც ბავშვის ჩასახვა ესოდენ მნიშვნელოვანია, თქვენ იძულებული ხდებით უარი თქვათ გარკვეულ პოზებზე და "კლასიკას" დასჯერდეთ.
სიახლოვის შემდეგ, ერთი სული გაქვთ გათავისუფლდეთ საყვარელი მამაკაცის მკლავებისგან და მოხაროთ ფეხები. რა გასაკვირია, რომ ამის შემდეგ კაცს სულ უფრო და უფრო ნაკლებად ჰქონდეს მამობის სურვილი.
თუ სექსის დროს თქვენ ხელოვნურად დააჩქარებთ პროცესს და მექანიკურად უპასუხებთ პარტნიორს ალერსზე, ეს მხოლოდ სიამოვნებას მოგიტანთ.
მაგრამ ნურც იმას ეცდებით, რომ ჩასახვისთვის ხელსაყრელი ღამე დაუვიწყარი გახადოთ. უმჯობესია, მშვიდ გარემოში იმუშაოთ "პროექტზე".
სიახლოვის შემდეგ ნუ კრავთ ხელს მამაკაცს. რადგან სანამ თქვენ იმის ფიქრში იქნებით, განხორციელდა თუ არა თქვენი ჩანაფიქრი, პარტნიორი შეიძლება დაკომპლექსდეს და საკუთარ შესაძლებლობებში შეეპაროს ეჭვი. თუ უკეთესი ეფექტისთვის ხელსაყრელი პოზის მიღებასაც მოისურვებთ, მამაკაცს მიაღებინეთ მონაწილეობა და დახმარება სთხოვეთ.
"ცოტათი" ფეხმძიმე
ოვულაციის პერიოდი დასრულდა, მაგრამ ამით მამაკაცის "სასიკეთოდ" არაფერი შეცვლილა. მას წინ ახალი გამოცდა ელის. მისი საყვარელი ქალი ახლა სულ სხვა საქმითაა დაკავებული.
ის დარბის აფთიაქიდან აფთიაქში და ბითუმად ყიდულობს ორსულობის შწსამოწმებელ ტესტებს.. თან დაჟინებით აკვირდება თავს, შემთხვევით უკვე ხომ არ მიუწევს გული მჟავე კიტრისკენ.
ეგ კიდევ არაფერი... ქალს სრულიად გაუქრა სექსისადმი ინტერესი. რაში მჭირდება სექსი, თუ ბავშვი უკვე ჩაისახა. თუ არადა, მომავალ ოვულაციამდე კიდევ ბევრი დროა! - ფიქრობს ის. მაგრამ ქალბატონებო, ასეთი მსჯელობით (თუნდაც გულში) ბევრს წააგებთ!
იფიქრეთ და გააანალიზეთ, რამდენი მოთმინება სჭირდება თქვენს საყვარელ მამაკაცს, რომ თვიდან თვემდე თქვენი ხასიათის ცვალებადობა აიტანოს! დააფასეთ მისი მოთმინება. იყავით მის მიმართ მოსიყვარულე და ალერსიანი.
მალე თქვენ მშობლები გახდებით და ბევრ დროს ვეღარ დაუთმობთ ერთმანეთს. ასე რომ, დატკბით ერთად ყოფნით, ნუ გაუშვებთ ხელიდან თქვენი ცხოვრების უბედნიერეს წუთებს.
ნუ დაკარგავთ დროს გამოთვლებში; გიყვარდეთ ერთმანეთი და განიცადეთ ამ სიყვარულით ტკბობის სიამოვნება.