13 წლის ანასტასია სივოვა, ქალაქ ტულადან, სილამაზის კონკურსის - "პატარა მის პლანეტა- 2013"-ის გამარჯვებული გახდა.
საერთაშორისო კონკურსი "პატარა მის პლანეტა-2013" ბულგარეთის ქალაქ ბურგასში 16-დან 23 ივნისის ჩათვლით იმართებოდა. მასში მონაწილეობას 70 ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ, მათ შორის - საფრანგეთიდან, უკრაინიდან, სინგაპურიდან, ბრაზილიიდან და ბულგარეთიდან. გოგონები ერთმანეთს, გარდა სილამაზისა, ცეკვასა და სიმღერაშიც ეჯიბრებოდნენ; ასევე, პოდიუმზე ულამაზეს კოსტიუმებში პოზირებდნენ.
ნასტია სკოლის მოსწავლეა და პროფესიონალური ქორეოგრაფიით არის დაკავებული. გოგონას ბებია და ბაბუა ზრდიან.
ეს პატარა ლამაზმანის პირველი ჯილდო არ არის. ნასტია მონაწილეობას იღებდა და იმარჯვებდა კონკურსებში: "პატარა მის რუსეთი 2011", "მიჰრიბის (ტუნისი) დედოფალი", "ბროლის პირამიდა" (პარიზი), "რუსეთის ნიჭიერი ბავშვები 2012".
მიუხედავად მრავალრიცხოვანი გამარჯვებებისა, ნასტია ძალიან მოკრძალებული და გულღია ბავშვია.