წელიწადის მთავარი დღესასწაული ბევრი სიხარულის მომტანია, თუმცა ბევრ საზრუნავსაც გიჩენთ. იმისათვის, რომ დაზოგოთ დრო წინასაახალწლოდ დალაგების პროცესზე, „მარაო“ გიზიარებთ რჩევებს.
ჩაინიშნეთ!
არ დახარჯო ზედმეტად ბევრი ენერგია დალაგებაზე
- დღესასწაულამდე და მის შემდეგაც ყველაზე მნიშვნელოვანი საუკეთესო განწყობაა. ამ პერიოდს ნამდვილად ჯადოსნური შეიძლება ვუწოდოთ. დატკბი საჩუქრების შეძენით, მეგობრებთან შეხვედრით, განათებულ ქუჩებში სეირნობით, ხოლო სახლის დასალაგებლად გამოყავი ისეთი დღე, როცა ენერგიით და ძალ-ღონით სავსე იქნები. მაგალითად, შაბათი დღის პირველი ნახევარი - სამუშაო კვირა დასრულდა, ხოლო წინ კიდევ ერთი დასვენების დღეა.
დალაგდი საბოლოოდ
- მანამ, სანამ შეუდგები სახლის დალაგებას, მიალაგე ყველაფერი, რომ იცოდე, სად რა დევს და არ დაკარგო ბევრი დრო ნივთების თავის ადგილას დაწყობაში. ეს ჩვენთვის საკმაოდ ნაცნობია: გადაწყვიტე იატაკის მორეცხვა სამზარეულოში, როცა შენიშნე მტვერი მისაღებში; ამ დროს დასარეცხი ჭურჭელიც მოგროვდა ნიჟარაში, შენმა საყვარელმა მამაკაცმა სააბაზანოში ისევ გადაანაცვლა დაწყობილი ჰიგიენის საშუალებები. უმჯობესია, დაიწყო დალაგება ზემოდან ქვემოთ, ანუ ჯერ დაალაგო ზედაპირზე რაც დევს ყველაფერი და ბოლოს მორეცხო იატაკი.
დაასუფთავე სივრცე
- მოიშორე ყველაფერი ზედმეტი - ახალი წლის დადგომამდე ეს ყველაზე აქტუალური რჩევაა. მოაგროვე ყველა ნივთი, რომელსაც აღარ იყენებ და გადაეცი საქველმოქმედო ორგანიზაციას ან გადასამუშავებელ ქარხანაში მიიტანე. ბოლოს და ბოლოს, ცუდი იდეა ნამდვილად არ არის 5 წლის წინ გამოყენებული პარფიუმის ცარიელი ბოთლებისგან კარადის გათავისუფლება. მოიშორე თავიდან მოძველებული ჩაის სერვიზი. ასეთი დასუფთავების მეთოდი სახლში ბევრ ადგილს გამოგითავისუფლებს და როგორც იტყვიან, უფრო თავისუფლად შეძლებ სუნთქვას.
გაატარე ახალი წლის დღეები ახლობლებთან
- ახალი წელი ითვლება საოჯახო დღესასწაულად, მაშინაც კი, თუკი მეგობრებთან ან შენს შეყვარებულთან ერთად გადაწყვეტ დროის გატარებას, გამონახე დრო ოჯახის სანახავად. მშობლებთან შეხვედრა სითბოსა და მზრუნველობას გაგრძნობინებს, ხოლო დედისთვის შერჩეული საჩუქრის გაცემა კი მიღებაზე მეტად სასიამოვნოა.
არ დატოვო ნაძვის ხე გაზაფხულამდე
- საბოლოოდ წელს მაინც გათვალე, რომ ფუმფულა ნაძვის ხისგან გამხმარი ტოტები არ დარჩეს; არ დაგავიწყდეს, ნაძვის ეკლები როგორ იფშვნება მთელ სახლში და გხვდება ყველაზე მოულოდნელ ადგილას. არ დაგავიწყდეს, რომ ეს განსაკუთრებით საშიშია შინაური ცხოველის ყოლისას, რომელსაც შეუძლია დაიზიანოს თათი ან ცუდ შემთხვევაში გადაყლაპოს გამხმარი ტოტები.
წყარო