დაამთავრე ცრემლის ღვრა!
თვითგვემა! შეწყვიტე უკმაყოფილება, დაინდე საკუთარი თავი. მუდმივად კუთხეში ნუ აყენებ!.. შენ გამორჩეული ხარ, არავის ჰგავხარ, მხოლოდ ერთი ხარ, სხვა შენი მსგავსი არ არსებობს! ერთი ცხოვრება გაქვს, არა მრავალი...
გაარღვიე ის ნაჭუჭი, რაც სინათლის სხივებს გართმევს, გაითავისე ცხოვრება, ის შენია... შენი! ხელს ნუ ჰკრავ, ყოველი დღე გადაგდებულია, როცა არ ებმები სიცოცხლის ფერხულში. შეიძლება დღეს გიჭირს, მაგრამ მაინც ცოცხალი ხარ! ფერფლად ნუ აქცევ დღეებს, თითოეული დღე შეაგროვე, როგორც უფლის გამოგზავნილი საჩუქარი ციდან. შეესიე წუთებს ისე, როგორც პეპელა ესევა ლამაზ ყვავილებს.
დაეწაფე და შეიგრძენი ცხოვრების გემო. სამი დღით მოსული პეპელა როგორი აქტიურია, საოცარიაა... შენ კი, ადამიანო, რა მოგდის? - რატომ ვარდები დაჭრილი მგელივით ძირს? არ დაეცე! უნდა ადგე!
მუდმივად საკუთარ მე-ს ხედავ, ან მხოლოდ სხვას, შუალედი ვერ მოგიძებნია შენსა და სხვას შორის! გაავლე ზღვარი., არც მხოლოდ საკუთარი თავის დანახვა გარგებს და არც მხოლოდ სხვისი, შუალედი უნდა მოძებნო.
წარმოიდგინე, ამზადებ საჭმელს. კერძს ყველაფერი ზომიერად უნდა გაუკეთო. არც დაამლაშო, არც დაატკბო. შენი ცხოვრებაც ისე უნდა მოამზადო, რომ ზომიერება არ დაივიწყო.
ცხოვრება თუ იქნებოდა საჭმელი, ისე უნდა შეაზავო, ზომიერება არ დაივიწყო. სიხარულით, სევდით, ბედნიერებით, სინანულით, ცრემლით, მაგრამ არ გადაამეტო!შეწყვიტე შენი ცხოვრების ფეხით გათელვა. შენ ბედნიერი ხარ, შენ ცოცხალი ხარ, შენ ერთადერთი ხარ, შენ უფლის რჩეული ხარ...
გრძელდებაა დღეები, წლებიი, შენ კი ამოკლებ, ისედაც მოკლე დღეეებს. პირიქით, უნდა გააბევროო, გაახანგრძლივოოო, გაადიადო. შენ კი აუბრალოებ. მოიშორე ფლეგმა. შეცურე ნირვაანაში. გაათბე სამყარო, იყავი კმაყოფილი, მონახე მიზეზი ბედნიერების.
ცხოვრება გატარებს ხანდახან ჯოჯოხეთს,
რას აღარ განახებს, სევდას და ორღობეს,
მტერსაც არ დაგაკლებს, ბოროტს და ეშმაკებს,
შავ დღეებს დაგაყრის, ცრემლებსაც არ მოგწმენდს,
წამით არ მოუდრკე, გული არ გადასცე,
სული არ გაყიდო, ილოცეე, იომე..
დაკარგულ წუთებზე პასუხს ვინ აგებს?!
გახსოვდეს, საწუთრო დროს აღარ შეგარჩენს.
დრო მიდის, წუთები, წამები ელავენ,
შენ კიდევ რა მოგდის, რად ჰკარგავ მწვერვალებს?!
გახსოვდეს, გზის ბოლოს დაგიცდის უფალი,
წვიმიან დღეებსაც შეგიცვლის მზიანით.
საკუთარ თავს ბევრჯერ უნდა გაუმეორო, რომ რაც უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, ყველაფერი დროებითია. ყოველი დაცემის მერე იზრდები, ძალას იკრებ და ახლებურად იწყებ ცხოვრებას. ახლებურად და შენებურად.
არ დაყარო ფარ-ხმალი. შენ უფლის გეგმა ხარ. რადგან დაიბადე, ე. ი. საჭირო ხარ. ჰოდააა, სანამ სჭირდები დღეებს, შენც იბედნიერე. გააგრძელეე სვლა... წინ სასწაული გელის. დაიმახსოვრე, ცხოვრება ლატარიაა. შენც მოიგებ, მთავარია, ითამაშო, თამაშში აჰყვე ცხოვრებას!
ავტორი ლანა ბიბილურიძე