ბლოგი

5 რამ, რაც წარსულიდან მობრუნდა, როგორ გამოიყურებოდნენ ისინი ადრე და როგორ გამოიყურებიან ახლა

5 რამ, რაც წარსულიდან მობრუნდა, როგორ გამოიყურებოდნენ ისინი ადრე და როგორ გამოიყურებიან ახლა
„ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“ – ალბათ, ხშირად გვსმენია ეს სიტყვები. ძველი სტილის გაცოცხლება ახალ ერაში – სწორედ მასშია განსაკუთრებული ხიბლი, მაგრამ ახალი ყოველთვის უნდა ეხმიანებოდეს თანამედროვე ეპოქას. ეს კი ნიშნავს ძალიან საინტერესო და გემოვნებიან პროდუქტს.

გთავაზობთ 5 ნივთს წარსულიდან, რომლებიც კვლავ დაბრუნდა და დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი თანამედროვე ეპოქაში.

1. პოლაროიდი – აპარატი, რომელიც მყისიერად ამჟღავნებდა სურათებს. ედვინ ლედს მისი გამოგონების იდეა გაუჩნდა მაშინ, როდესაც მისმა გოგონამ ფოტოების გადაღებისას ჰკითხა, რატომ არ შეეძლო მათი ნახვა
მაშინვე. ამ გამოგონებამ ფოტოგრაფიაში ნამდვილი გარდატეხა მოახდინა.

პოლაროიდი დიდი პაუზის შემდეგ კვლავ გახდა პოპულარული. შეიქმნა მისი თანამედროვე ვარიანტები, რომლებიც გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და კომპაქტურობით.


2. მოდა და, რა თქმა უნდა, მოდა – თემა, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალურობას.

დამაინც, რა არის ის, რაც მუდამ იყო, არის და იქნება მოდური? რა თქმა უნდა, ჯინსი. რთული წარმოსადგენია, რომ ის ოდესმე მოდიდან გაქრება.

შლაქსმა – შარვალმა, რომელიც 70-იანების მოდის სიახლე იყო, ბოლო რამდენიმე წელია ისევ იჩინა თავი ჩვენს ქუჩებში.

თან, იცოდით? მაღალწელიანი შლაქსის შარვალი ქმნის მაღალი ფეხების ილუზიას. განსაკუთრებით მაშინ, თუ მას მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად მოირგებთ.


3. ხავერდი – როგორც არისტოკრატიული სამოსი

თავდაპირველად, ეს ნაჭერი ძვირფასეულობაზე არანაკლებ ფასობდა, რადგან იქმნებოდა მხოლოდ ბუნებრივი აბრეშუმისგან, ოქროსა და ვერცხლის ძაფებისაგან.
დიდი ხნის განმავლობაში, ხავერდოვანი ნივთების რაოდენობით, შესაძლებელი იყო დასკვნების გაკეთება ოჯახის სოციალურ სტატუსსა და მის ფინანსურ მდგომარეობაზე.

სამეფო ძალაუფლება თანდათანობით ქრებოდა და ხავერდიც დავიწყებას მიეცა. ის პერიოდულად ჩნდებოდა 1920-30-იან წლებში, მაგრამ ძალიან მალე გაქრა.


კრისტიან დიორმა სცადა ხავერდის აღორძინება, როგორც ქალურობის სიმბოლო, თუმცა მისი მოდის სამყაროში საბოლოოდ დაბრუნება პრინცესა დაიანამ შეძლო. თანდათან ხავერდი გამოჩნდა წითელ ხალიჩაზეც.

ხავერდოვანი ტანისამოსის ყველაზე წარმატებული კომბინაციების შესანიშნავ მაგალითებს უხვად შეხვდებით მოდის მიმდევრებთან და ქუჩის სტილის დიზაინებში.

4. ქართული ორნამენტები და თანამედროვეობა – ალბათ, დაგვეთანხმებით, ქართული ორნამენტები ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიო ორნამენტთა შორის. ის სათავეს მეხუთე საუკუნიდან იღებს. საბედნიეროდ, დღეს ისევ დაბრუნდა მოდაში ძველი ელემენტები, რა თქმა უნდა, თანამედროვე ტანისამოსსა და აქსესუარებში. გვხვდება სხვადასხვა ინტერპრეტაცია და გემოვნებიანი გარდასახვები.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წარმატებული ქართველი დიზაინერებიც ეწევიან ქართული ელემენტების პოპულარიზაციას სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორისაა დევიდ კომა, რომელმაც ლონდონში, მოდის კვირეულზე, ჭარბად გამოიყენა ქართული ჩოხის ორნამენტები.




5. დაბოლოს, რა არის ყველაზე ემოციური, გულისამაჩუყებელი და სენტიმენტალური ნივთი, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას? ამავდროულად, საუკეთესო საჩუქარი საყვარელი ადამიანებისათვის. წარმოიდგინეთ, თქვენ შეგიძლიათ ადამიანს აჩუქოთ ფოტოწიგნი, სადაც აკინძულია მთელი მისი მოგონებები და ემოციები.

რაოდენ დიდ სიამოვნებას გვანიჭებს ხოლმე ბებიის ფოტოალბომის თვალიერება და გარდა ამისა, რამდენი ინფორმაციის მოცემა შეუძლია მას – ეპოქაზე, ადამიანებზე.


ამ გზით, ფოტოები ხელშესახები ხდება და იძენს მეტ დატვირთვას.

საბედნიეროდ, ეს ტრადიცია დღემდე ნარჩუნდება და არ გადადის მოდიდან. ადამიანები ხშირად, საჩუქრის შეძენისას, არჩევანს სწორედ მასზე აჩერებენ.

და მართლაც, რაოდენ კრეატიულია, ადამიანს აჩუქო მთელი თავისი ცხოვრება ერთ წიგნად. მით უმეტეს, ახლა, როდესაც ფოტოწიგნმა გარდატეხა განიცადა და თანამედროვე ელემენტები შეიძინა.
რაც გინდა ისურვე, მისი რეალიზება შეგიძლია ფოტოწიგნში. ფოტოწიგნის შეკვეთისას შეგიძლიათ სრული თავისუფლება იგრძნოთ და არ შეზღუდოთ თქვენი ფანტაზია, არჩევანი მართლაც მრავალფეროვანია. შეგიძლიათ იდეებისთვის www.pinterest.com დაათვალიეროთ და შემდეგ ის საკუთარი ფოტოებით რეალობად აქციოთ. როგორც „პრინტარეაში“ განმარტავენ, მათ აქვთ სტანდარტული ფოტოწიგნები, თუმცა, ამავდროულად, მუშაობენ ნებისმიერ ინდივიდუალურ შეკვეთაზეც. რბილყდიანი და მყარყდიანი, ტყავით ან სხვა ლამაზი მატერიით გაფორმებული ყდა, პრიალა და გლუვი, დეკორატიული ქაღალდი და ორიგინალური დეტალები, ტექსტებისა და ფოტოების საინტერესო კომბინაცია, ფოტოების განსხვავებული განლაგება, გასაშლელი გვერდები და 3D ჩანართები... შეგიძლიათ ფოტოწიგნს ხელნაკეთის ეფექტი შემატოთ და ფოტოებს თქვენი ხელით დაწერილი ტექსტები დაურთოთ. ასევე შესაძლებელია მისი სხვადასხვა გზით, მათ შორის, ძაფებითა და რგოლებით აკინძვა. ფოტოწიგნის დაბეჭდვისას შეგიძლიათ ფოტოების გვერდით სპეციალური სივრცეები დატოვოთ ამა თუ იმ დღის დასამახსოვრებელი ნივთების შესანახად. მაგალითად, თუ ნათლობის ფოტოების ფოტოწიგნს აკეთებთ, შეგიძლიათ პატარას თმა შეინახოთ ან თუ ქორწილის ფოტოწიგნია, თაიგულიდან ერთი ღერი ყვავილი ჩააყოლეთ ფოტოებს. იდეები მართლაც მრავალფეროვანია. მათი საშუალებით კი თქვენი ფოტოები გაუძლებს დროს და დარჩება ხელშესახებ მოგონებად, რომელიც თქვენც და თქვენს შვილებსაც დღეებს გაგილამაზებთ და პოზიტივით დაგტვირთავთ.











FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93