ნებისმიერ ტყვეობას შეუძლია, რომ გაანადგუროს ადამიანის სხეულიც და გონებაც. რატომ დაატყვევა ახალგაზრდა ლამაზმანი საკუთარმა დედამ და რა მოუვიდა მას ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ - წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში.
”ბატონო გენერალურო პროკურორო, მაქვს პატივი გაცნობოთ უკიდურესად სერიოზული ვითარების შესახებ.
მე გესაუბრებით ქალზე, რომელიც მადამ მონიეს სახლში არის გამოკეტილი.
ქალს ეძინა დამპალლეიბიან საწოლზე, საკუთარ ფეკალიებთან ერთად”, - ნათქვამია ანონიმურ წერილში, რომელიც საფრანგეთში 1901 წელს გაგზავნეს. წერილმა ყველა გააოგნა, რადგან მადამ ლუიზა მონიე და მისი შვილი მარსელ მონიე ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ და სანიმუშო მოქალაქეებად ითვლებოდნენ: იყვნენ მორწმუნეები, გულუხვად გასცემდნენ დახმარებას, ჩართულები იყვნენ საქველმოქმედო საქმიანობაში...
მაგრამ ამ ფასადის მიღმა საშინელი სიმართლე იმალებოდა.
გამომძიებლებს ჯერ კიდევ არ დავიწყებოდათ 25 წლის წინ, მონიეების ოჯახში როგორ გაქრა მათი ახალგაზრდა, ლამაზი ქალიშვილი - გოგონა საოცარი თმით და ლამაზი ფიგურით, რომლის გზა-კვალიც გამოძიებამ ვერ გაარკვია.
როდესაც მონიეების სახლში პოლიცია მივიდა, ქვრივი ქალი ღირსეულად იქცეოდა. მაშინაც კი, როდესაც ოფიცრებმა საიდუმლო ოთახი იპოვეს, რომლის საკეტიც გატეხეს, ლუიზა მონიეს წარბი არ შეუხრია.
ოთახში სრული სიბნელე სუფევდა: ფანჯრები იმდენად მაღლა იყო, რომ შუქი თითქმის არ შემოდიოდა. დამპალ, ჩალის ლეიბზე, საკუთარ ექსკრემენტებსა და საკვების დაობებულ ნარჩენებს შორის გაძვალტყავებული, მოხუცი ქალი იწვა, რომლის სხეულიც მუქი ფერის ხვეული თმით იყო დაფარული.
მშვენიერი ბლანშის ამოცნობა რთული იყო. ის ახლა 49 წლის იყო, მისი სიმაღლე 166 სანტიმეტრი გახლდათ, წონა კი - დაახლოებით 26 კილოგრამი.
ოთახში ყველგან ვირთხები დარბოდნენ. ისინი ბლანშის ერთადერთ თანამგზავრად იქცნენ, მის ხანგრძლივ პატიმრობაში.
მათ ამ ყველაფრისგან სარგებელი ჰქონდათ - დედა ქალიშვილს საკუთარი კერძის ნარჩენებს აძლევდა, რომლებსაც ბლანში თავის "მეგობრებს" უნაწილებდა.
როდესაც გაძვალტყავებული ქალი სახლიდან გამოიყვანეს, ლუიზა მონიე მისაღებში იჯდა და ყავას სვამდა.
ბლანში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას მძიმე უკმარისობა დაუდგინდა. ჭორების თანახმად, იგი მშვიდად იქცეოდა - თანახმა იყო ჭამაზე, აბაზანის მიღებაზე და თქვა კიდეც: „რა კარგია!“
დაიწყო გამოძიება, რომლის მიზანი იყო გაერკვიათ - რით დაიმსახურა ბლანშმა ასეთი ჯოჯოხეთი?
მიუხედავად იმისა, რომ მონიეები გულუხვები და კეთილშობილები ჩანდნენ, დიდგვაროვანთა ოჯახიდან, ისინი მაინც უცნაური ადამიანები იყვნენ.
თვითონ ლუიზა ჭირვეული და ხარბი ქალი გახლდათ. მან უგულებელყო ჰიგიენის წესები და მოსამსახურის თქმით, სულ ერთი და იგივე ბინძური კაბა ეცვა.
ბლანშს ჰყავდა უფროსი ძმა, მარსელ მონიე, რომელიც ასევე განიცდიდა საკმაოდ უცნაურ მიდრეკილებებს. გაზეთ Temps-ის ჟურნალისტმა მარსელ მონიე სწორედ ასე აღწერა: „ის გახლავთ პატარა, ღარიბი კაცი, რომლის წვრილი კიდურები ზედმეტად განიერ სამოსში იკარგება.
ღია ყავისფერი წვერი აქვს, მონაცრისფრო თმა, დიდი ლოყები. მუდმივად ატარებს ცხვირსახოცს, სათვალეს. მკვეთრი პროფილი და დაბნეული გამომეტყველება აქვს. აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ მას სუფთად ეცვა.
გაუგებარია, რა ესაქმებოდა ამ ოჯახში ჩარლზს, რომელიც ძალიან განათლებული ადამიანი იყო, თუმცა მას მერყევი ხასიათი ჰქონდა. იგი მსახურობდა პუატიეს ლიცეუმში, სადაც ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი გახლდათ.
ბლანში მარსელის გაჩენიდან მალევე დაიბადა. მას ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, ბევრს თამაშობდა თავის ძმასთან, მაგრამ ხშირად ვარდებოდა კრუნჩხვებში, საკმაოდ ისტერიკული და ნერვიული იყო.
ასაკის მატებასთან ერთად მდგომარეობა გაუარესდა: ყველგან მოჩვენებებს ხედავდა, უმიზეზოდ იცინოდა, კაბას იწევდა და ასეთ მდგომარეობაში ფანჯარასთან დგებოდა.
დედასთან ურთიერთობაც გაუარესდა და ალბათ, ბლანშის ასეთი ისტერიკული ქმედებები იმით იხსნება, რომ გარემო, რომელშიც გაიზარდა, შორს იყო მხიარულებისა და სიმწვანისგან.
ბლანშს შეუყვარდა ადვოკატი, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა, მაგრამ გოგონას დედამ თქვა, რომ ის არ იყო მისი შესაფერისი და არ დაუშვებდა, რომ ერთად ყოფილიყვნენ. მაგრამ ამის მიუხედავად, ბლანშმა განაგრძო მასთან შეხვედრები. იმასაც კი ამბობდნენ, რომ მონიე დაორსულდა და თითქოს შვილიც კი გააჩინა - ან ის უკვე გარდაცვლილი იყო, ან მოკლეს.
ბოლოს, უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, ლუიზამ ქალიშვილი ბნელ, ვიწრო ოთახში ჩაკეტა. მან წინააღმდეგობა არ გაუწია - უბრალოდ არ ეგონა, რომ მისი პატიმრობა 25 წელს გაგრძელდებოდა.
ბლანშის გათავისუფლება მამამისს არასდროს უცდია. ისე გარდაიცვალა, რომ მას ეს მცდელობა არასდროს ჰქონია. ბლანშს მხოლოდ მოახლეები უვლიდნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო ქალი, რომელიც მონიეების ოჯახს 45 წლის განმავლობაში ემსახურებოდა. იგი ყოველთვის თბილად ეპყრობოდა ბლანშს. როცა ეს მოახლე გარდაიცვალა, შემდგომში დაქირავებულ მოახლეებს არ სურდათ ფსიქიკურად დაავადებულს დახმარებოდნენ.
იგივე ითქვა ბლანშის ძმაზეც, რომელიც სიჩუმეს ამჯობინებდა და თავს აჩვენებდა, რომ არაფერი იცოდა ჩაკეტილი დის შესახებ.
ასე რომ, თანდათან ბლანშმა საერთოდ დაკარგა იმის შესაძლებლობა, რომ ოდესმე გარეთ გასულიყო, რომ არა ანონიმური წერილი. ფიქრობენ, რომ მას შემდეგ, რაც ლუიზა მონიე დაავადდა, მარსელმა პოლიციას წერილი მისწერა იმის შიშით, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა ყველაფერს.
1901 წლის 24 მაისს მარსელ მონიე და დედამისი დააკავეს.
15 დღის შემდეგ მადამ მონიე ციხეში გარდაიცვალა და სასამართლო პროცესამდე ვეღარ იცოცხლა. სასამართლო პროცესზე ჟურნალისტთა მთელი ბრბო შეიკრიბა.
მეზობლებმა თქვეს, რომ ზოგჯერ მათ ესმოდათ ყვირილი მონიეების სახლის მხრიდან და ცალკეული სიტყვებიც გაიხსენეს: „წყალობა“, „თავისუფლება“, „პოლიცია“ და „მე ვეხვეწები“. ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ 1892 წლის 16 აგვისტოს მან მოისმინა ქალის ყვირილი: „რა ვქნა, აქ რომ გამომკეტე? მე არ ვიმსახურებ ასეთ საშინელ წამებას! ღმერთი არ არსებობს. ის რომ ყოფილიყო, ჩემნაირ არსებებს ამდენ ხანს ტანჯვა არ შეეძლებოდათ. რატომ არავინ მოვა ჩემ დასახმარებლად?“ საინტერესოა, რომ პოლიციაში არცერთი მოწმე არ გამოცხადდა.
მარსელს 15 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ხალხს ეს უსამართლობად მიაჩნდა. მარსელმა მიმართა ადამიანებს და დაჟინებით მოითხოვა, სიმშვიდე შეენარჩუნებინათ.
დღის ბოლომდე ბლანშ მონიე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დარჩა. იქ თმა თითქმის მთლიანად გადაპარსეს, რადგან შეუძლებელი იყო მისი თმის დავარცხნა - იმდენად იყო ჩახლართული მისი ოდესღაც მშვენიერი კულულები. თმას ეშველა, მაგრამ ფსიქიკური მდგომარეობა არ გამოსწორებულა.
წყარო: Cosmopolitan