ბლოგი

როგორ გადავიღოთ ლამაზი საახალწლო ფოტოები და შევქმნათ ჯადოსნური განწყობა (+ ფოტო)

როგორ გადავიღოთ ლამაზი საახალწლო ფოტოები და შევქმნათ ჯადოსნური განწყობა (+ ფოტო)

სად და როგორ გარემოში სჯობს საახალწლო ფოტოების გადაღება? ვიღაცისთვის ეს თემა პირდაპირ სტუდიურ გადაღებასთან ასოცირდება, სხვებისთვის კი თბილ სახლთან და ლამაზად მორთულ ქუჩებთან.

თბილისი საახალწლოდ ყოველთვის ლამაზად არის განათებული, რაც ხელს გვიწყობს, ჯადოსნური ფოტოები გადავიღოთ. განსაკუთრებით გამოვარჩევდი განახლებული მარჯანიშვილის ტერიტორიას. თუ ფოტოების გადაღებას ტელეფონით აპირებთ, ეცადეთ გამოიყენოთ პორტრეტის რეჟიმი, რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ გქონდეთ ფოტოები, სადაც თქვენ წინა ფონზე ხართ, უკანა ფონი კი დაბლარულია.


მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, თუ ჯადოსნური, საახალწლო გ
ანწყობის შექმნა სახლში ან სტუდიაში გვსურს?


  • ამისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ნივთები: ლამაზი სანთლები, შანდლები, კედლის ან დეკორატიული საათი, ფერადი საახალწლო წინდები, საახალწლო სათამაშოები და ბრჭყვიალა დეკორაციები.


კარგი იქნება, თუ რამე საინტერესო ფორმაც გექნებათ, მაგალითად, ფიფქიის ან თოვლის ბაბუის. მსგავსი ქმედებით ფოტოს უფრო საინტერესოს გახდით და მისი დაბეჭდვაც შეიძლება მოგინდეთ. როგორც ხედავთ, მე სწორედ ფიფქიის ფორმა მოვირგე, იმისთვის, რომ ფოტოები უფრო ფერადი გამოსულიყო.


საახალწლო ფოტოებს ძალიან უხდება დეკორატიული ფიფქები, გირჩები და სხვადასხვა სახის მცენარე, რომლებსაც წითელი ნაყოფი აქვს.
წითელი და თეთრი ფერი ყოველთვის მომგებიანია. ოღონდ უნდა ვეცადოთ, რომ ფოტოებში მხოლოდ თეთრი ფერი არ დომინირებდეს, რომ კადრი უფრო მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი იყოს.

ახალი წელი სწორედ ის დროა, როცა აუცილებლად უნდა გადაიღოთ ახალი ფოტოები, რომ თქვენი ემოციები ამ გზით სამუდამოდ შეინახოთ.
თუ სტუდიაში გადაღების შესაძლებლობა არ გეძლევათ, ამ შემთხვევაში სწორად შერჩეული განათების წყალობით, სახლშიც მშვენიერ შედეგს მიიღებთ. მთავარია, კადრში მინიმალური დეტალები მაინც ჩანდეს, რაც საახალწლო თემატიკისაა.


და ყველაზე მთავარი, არ დაგავიწყდეთ გაღიმება, რომ ახალ წელს დადებითი მუხტით შეეგებოთ და თქვენი მშვენიერი ფოტოებიდან გადმოსული პოზიტივი გარშემომყოფებსაც გაუნაწილოთ.


მე იმდენად მიყვარს ახალი წელი, რომ ჩემი საკუთარი საახალწლო ფოტოწიგნის დაბეჭდვა გადავწყვიტე. ფოტოწიგნის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. მე ამჯერად რბილყდიანი ავარჩიე. დიზაინს თავად აწყობ საიტზე photobooks.ge და ონლაინ უკვეთავ, რაც ძალიან მოსახერხებელია. ვფიქრობ, ფოტოწიგნი ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია. არაფერი აცოცხლებს ისე მკაფიოდ განსაკუთრებულ მოგონებებს, როგორც ალბომი.


ჯადოსნურ შობა-ახალ წელს გისურვებთ!
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93