წლის დასრულებამდე რამდენიმე კვირა დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის წიგნის სიახლეების გაცნობის დროა. ჩაინიშნეთ 4 ახალი რომანი, რომლებიც წლის ბოლომდე უნდა წაიკითხოთ.
"God Emperor of Dune" Frank Herbert
- ყველაზე მოულოდნელი სიახლე 2020 წელს - ფრენკ ჰერბერტის მეოთხე წიგნი სერიიდან „დიუნის ქრონიკები“, რომელმაც პოპულარობით რეიტინგებში უკან ჩამოიტოვა „ბეჭდების მბრძანებელი“. მანამ, სანამ ფანტასტიკური ჟანრის მოყვარულები ტიმოთი შალამეს მორიგ ეკრანიზაციას ელოდებიან, რომლის პრემიერაც 2021 წლის შემოდგომაზე შედგება, შეუძლიათ დატკბნენ საგის გაგრძელებით, ახალი რომანით - „ღმერთი - დიუნის იმპერატორი“. ისტორია წარსულზე ფიქრის საშუალებას გვაძლევს. სამი ათასი წლის წინ ღმერთი იმპერატორი არაკისეს ცენტრში გიგანტური კოსმიური იმპერიას მართავს. ამ პერიოდში დიუნა უდაბნოდან საცხოვრებელ ადგილად გადაიქცა, გაქრნენ ქვიშის მატლებიც, მმართველმაც განიცადა ცვლილებები, თუმცა ტრანსფორმაცია არ დასრულდება მანამ, სანამ არ მიიღებს ადამიანის სახეს. ქალი, სახელად სიონა, ამზადებს შეთქმულებას, თუმცა, რამდენად მოახერხებს ღმერთი იმპერატორის დამარცხებას, ამას რომანში წაიკითხავთ.
"The Red Address Book" Sofia Lundberg
- შვედმა მწერალმა სოფია ლუნდბერგმა თავისი სადებიუტო რომანით მკითხველების გული მოიგო მსოფლიოს 28 ქვეყანაში და გახდა ნამდვილი აღმოჩენა სკანდინავიელ ავტორებს შორის. მისი წიგნი ნოსტალგიას აღვიძებს და სენტიმენტალურ განწყობაზე დაგაყენებთ. დოროსი მშვიდად ცხოვრობს, თუმცა სიბერეში რაც დარჩა, მისი ნათესავი ჯენია, რომელთანაც ყოველ კვირას „სკაიპის“ მეშვეობით საუბრობს. მას წითელი ბლოკნოტიც აქვს, სადაც ყველა მოგონებას წერს, ბლოკნოტი მამის საჩუქარია, რომლის ფურცლებზე ბევრი ახლობელი ადამიანის ისტორიაა თავმოყრილი. როგორც ჩანს, დოროსი ყველაფერს წერს ბლოკნოტში, თუმცა რატომ აკეთებს ამას, ვისთვის აპირებს ჩანაწერების დატოვებას? რა თქმა უნდა, მისი საყვარელი ჯენისთვის...
"Moonglow" Michael Chabon
- „მთვარის შუქი“ მაიკლ შეიბონის პულიტცერიის პრემიის ახალი რომანის ლაურეატია, რომელიც New York Times და Amazon-ის ყველაზე გაყიდვადი წიგნი გახდა, აღიარებულია ათწლეულის საუკეთესო რომანებს შორის. რომანის იდეა შეიბონს 10 დღეში გაუჩნდა, მაშინ, როცა მომაკვდავი ბაბუის სასთუმალთან იჯდა. ბაბუა უყვება შვილიშვილს არა მარტო თავის ისტორიას, არამედ მთელი მეოცე საუკუნის ამბებს ამერიკაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, თუმცა მაიკლმა ფანტაზიასაც მოუხმო და შექმნა რომანი „მთვარის შუქი", სადაც გააერთიანა ომი და სიყვარული, ოჯახის საიდუმლოებები და რომანტიკული მოგონებები. სიუჟეტი მიმდინარეობს მეოცე საუკუნის გერმანიასა და ამერიკაში.
"The Institute" Stephen King
- საკულტო მწერლის, სტივენ კინგის ახალი რომანი 2019 წელს გამოიცა, რომელმაც გამოსვლისთანავე Publishers Weekly-სა და Kirkus Reviews-ის რეიტინგების მოწინავე პოზიციები დაიკავა. სინოფსისი საკმაოდ ბოროტულად ჟღერს. „იმ ღამეს დაიწყო კოშმარები, ლუკის მშობლები დახოცეს, ხოლო ბიჭი მანქანის საბარგულში ჩააგდეს და უცნობი მიმართულებით გაიტაცეს. ის გონს მოდის უცნაურ ადგილას, რომელსაც „ინსტიტუტს“ უწოდებენ, სრული გეტო უჩვეულო ბავშვებით თავმოყრილი. ლუკის ახალი ნაცნობი ამბობს, რომ იქიდან გაქცევა შეუძლებელია, თუმცა მთავარ გმირს სურს, მაინც მოსინჯოს უცნაური ადგილიდან გაქცევა.“ თუკი სიუჟეტმა არ მიგიზიდათ, მაშინ გეტყვით, რომ სულ მალე „დიდი პატარა მატყუარების“ და „სოპრანოს კლანის“ რეჟისორებმა - დევიდ კელიმ და ჯერ ბენდერმა გადაწყვიტეს ტელესერიალის გადაღება.