45-50 წლის ასაკში თითქმის ყველა ქალს აქვს ჰორმონების (ესტროგენებისა და პროგესტერონების) დეფიციტი. ამის გამო კანში კოლაგენის დონე მცირდება, ნაოჭები ჩნდება. არსებობს საკვები, მდიდარი ფიტოესტროგენებით, მცენარეული ნივთიერებებით, რომლებიც თავისი სტრუქტურით ჰგავს ქალის სასქესო ჰორმონებს – ესტროგენებს. მათში შედის სხვადასხვა ნაერთი, როგორებიცაა იზოფლავონები, ლიგნანები, სტილბენები. რომელ საკვებშია ისინი?
სელის თესლი
ეს პატარა თესლი, ოქროსფერი ან ყავისფერი ფერის, წარმოუდგენლად მდიდარია ქიმიკატების ჯგუფით, რომლებსაც ლიგანებს უწოდებენ და ფიტოესტროგენების მსგავსად მოქმედებენ. სელის თესლი შეიცავს 800-ჯერ მეტ ლიგანანს, ვიდრე სხვა მცენარეული საკვები. ყოველდღიურად დაამატეთ სალათებს, წვნიანებსა და მოხარშულ ცხელ კერძებს სელის თესლი.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სელის თესლში აღმოჩენილ ფიტოესტროგენებს შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს ძუძუს კიბოს რისკის შემცირებაში, განსაკუთრებით, პოსტმენოპაუზის პერიოდში ქალებში.
ნიორი
სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ ნიორი წარმოუდგენლად ჯანსაღი საკვებია. იგი მდიდარია ფიტოესტროგენებით, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სისხლში ესტროგენების დონეზე. გარდა ამისა, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნივრის ზეთმა შეიძლება დაიცვას ესტროგენის უკმარისობასთან და ძვლების გათხელებასთან დაკავშირებული პრობლემებისაგან.
სოიო
მაღალი მცენარეული ცილისა და ფიტოსტროგენების შემცველობით ისინი ლიდერობენ. შეუძლიათ გააკონტროლონ სისხლში ესტროგენების დონე - გაზარდონ ან შეამცირონ საჭიროების მიხედვით.
იხილეთ სრულად