ეს წერილი „გემრიელიას“ ჯგუფში გამოქვეყნდა. წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"ხვალ დიდი დღეა, დიდი!
ავდგებით, თვალს მოვავლებთ ქმარ-შვილის მიყრილ-მოყრილ ნივთებს, კომპიუტერთან დაყრილ ნაჭამ თეფშებს და ჭიქებს და შევძახებთ" მომჭამეთ ჭირი, დღეს არაფერს ვაკეთებ"! მოვიმარჯვებთ პულტს და ყავის ჭიქას , ჩავეშვებით კრესლოში და გადავიდებთ ფეხი ფეხზე.
ამ დღეს გამოლაგდებიან შვილები. პატარები სიყვარულით სავსე თვალებით შემოგხედავენ და საკუთარი ხელით მოხატულ მისალოცს მოგართმევენ. საშუალოები ბუფეტის ფულიდან მოგროვილი თანხით ნაყიდ ყოჩივარდის ან იის კონას მოგაჩეჩებენ ხელში. უფროსები წაიბურტყუნებენ "8 მარტი რაღა გოიმობაა", ცოტას იწრიალებენ, "გილოცავ დეე" გეტყვიან და გაუპარსავი წვერით ლოყას დაგიჩხვლეტენ. ბავშვების შეკითხვაზე რა გვაქვს საჭმელი, "დედითქვენისაა" ჩაილაპარაკებს მეუღლე (რაზეც ყურს ვიყრუებთ) და სამზარეულოსკენ გაეშურება, საიდანაც ერთ წუთში გაისმება ყვირილი"ხახვი სად გიდევს , გოგო "...
ამ დღეს იხსნება ჯადო, ხდება სასწაულები და ერთი წყვილი ჩუსტი არიგებს დამდურებულ რძალ-დედამთილს...
ამ დღეს აივნებზე სარეცხივით გადმოეკიდებიან ქალები და ატყდება მილოცვების კორიანტელი. "ვისაც რა გვაქვს წამოვიღოთ და ვიქეიფოთ" წამოაყენებს წინადადებას რომელიმე. ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც რემონტი გააკეთა ან ახალი ნივთი იყიდა და ერთი სული აქვს როდის გაჩვენებთ შენაძენს და ის დაგპატიჟებთ თავისთან.
იხილეთ გაგრძელება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>