ამერიკელი ბლოგერი თავის სიყვარულის ტრაგიკულ და სასაცილო ისტორიას ჰყვება, მისი ამბავი ამტკიცებს რომ ბევრი მამაკაცი ქალების მოსახიბლად კვლავ იყენებს ტყუილებს.
"ჩემმა შეყვარებულმა ერთი წლის განმავლობაში მაფიქრებინა, რომ იმაზე 10 წლით პატარა იყო, ვიდრე ის რეალურად არის. ჩემი ისტორია სასაცილო და ამავდროულად, დამაბნეველია. ერთი წელი დიდ სიცრუეში ვიცხოვრე ისე, რომ ეჭვები არ გამჩენია.
ჩემი ყოფილი შეყვარებული რობერტი ბარში გავიცანი. როდესაც თვალებით ერთმანეთს შევეჯახეთ, ვერც ვიფიქრებდი, რომ რობერტი ჩემზე დიდი ან პატარა იქნებოდა, ასაკით ჩემხელა მეგონა. მაშინ მის სახეზე არც ნაოჭები შემიმჩნევია. ხელზე საათი ეკეთა, ძვირად ღირებული საათი იყო. ჩემი რამდენიმე თვის ბინის ქირა უნდა შემეკრიბა, მისნაირი საათი მეც რომ მეყიდა.
მოვიდა, გამეცნო და დიდხნიანი საუბრის შემდეგ გასეირნებაზე დამითანხმა. ვსეირნობდით და გაოგნებული ვიყავი, ღვინოსა და კლასიკურ კინოებზე ყველაფერი იცოდა, აშკარად განათლებული ადამიანი შემხვდა. ლოს-ანჯელესში კინოპროდიუსერი იყო, 12 წლით ჩემზე უფროსი და გამოცდილი. სიხარულისგან ჭკუაზე არ ვიყავი, მეგონა, მეც გამიმართლა, გამოცდილი, საქმიანი და მზრუნველი ბიჭი ვიპოვე, თუმცა 35 წელი ცოტა მაფიქრებდა. ალბათ, მეგონა, დიდი იყო ჩემთვის.
მეორე დღეს დამირეკა და რამდენიმე კვირაში ჩვენი ურთიერთობა ისე აეწყო, რომ ოჯახის წევრებიც გავაცანი, მე მის მეგობრებს შევხვდი. მეგობრებთან ერთად დიდი ვახშამი მოაწყო, ყველა ერთად დაპატიჟა და ჩემი თავი გააცნო. სუფრასთან ჩემით არავინ დაინტერესებულა, თითქოს ისინი უკვე მიცნობდნენ კიდეც.
ერთ საღამოს რობერტმა დამირეკა. მთხოვა, მასთან სახლში მივსულიყავი და აიპადში რაიმე რომანტიკული ფილმისთვის გვეყურებინა. რა თქმა უნდა, მივედი. რობერტი კინოსთვის საჭმელს ამზადებდა მე კი ფილმი უნდა ამერჩია. ავიღე აიპადი. პაროლი მომთხოვა. მახსოვდა, რომ რობერტს პაროლად მისი დაბადების დღის ციფრები ეყენა, თუმცა ზუსტად ვერ ვიხსენებდი რიცხვს და ქურთუკის ჯიბიდან საფულე ამოვიღე, რომ პირადობა მენახა.
საფულეში მართვის მოწმობა ვნახე და ჯიბეში პირადობასაც მივაგენი. აიპადზე ციფრები მექანიკურად ავკრიფე და გავშეშდი. უცბად, ცივმა ოფლმა დამასხა. დაბადების მოწმობის მიხედვით, რობერტი 45 წლის კაცი იყო, თუმცა მე 35 წლის ბიჭად გამეცნო.
მივედი და პირადობა სახეზე ავაფარე, ვუყვიროდი, ვეჩხუბებოდი და სიმართლის მოყოლას ვთხოვდი. რობერტმა თავი გაიმართლა, თითქოს პირადობა არასწორად იყო დაბეჭდილი და გამოსაცვლელად დრო ვერ მონახა. თავიდან დაშორებას არ ვაპირებდი, მე 23 წლის ვიყავი, ის 45-ის. იქნებ ამხელა ასაკობრივ სხვაობას ბევრი დადებითი მხარეც ჰქონოდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამხელა ტყუილის შემდეგ შეიძლება რობერტს კვლავ მოვეტყუებინე, თუ მაშინ კიდევ არ მატყუებდა რამეს.
ავდექი, ქურთუკი ავიღე და წამოვედი. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში ახალ ბიჭს შევხვდი. თავიდან უარზეც ვიყავი, მაგრამ მარტო დიდხანს რატომ უნდა ვყოფილიყავი. პაემანზე წასვლას დავთანხმდი და როდესაც კაფეში შევედი, პირველად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა დავუსვი: - შეგიძლია პირადობის მოწმობა მანახო?"