ამერიკის დედოფალი, სტილის და ქალურობის ეტალონი... ამერიკელებს ის უყვარდათ და თვლიდნენ ერის სიამაყედ. 60-იანების ამერიკელები კი მას ეჯიბრებოდნენ. მასზე ათეულობით წიგნი შეიქმნა და უამრავი ფილმის ეკრანიზაცია შედგა. საუბარი განუმეორებელ ჯეკიზეა, რომელმაც ბევრი გასაიდუმლოებული ფაქტი დატოვა თავის გარშემო.
ჟაკლინ ბუვიე ჟურნალ "ვოგის" უმცროს რედაქტორად მუშაობდა
კენედის ცოლობამდე ბუვიე ჟურნალისტიკით იყო გატაცებული. 21 წლის ასაკში ჟურნალ "ვოგის" უმცროსი რედაქტორის პოზიცია დაიკავა, ნახევარი წელი იმუშავა ამერიკული ჟურნალის რედაქციაში და შემდგომ გადავიდა ფრანგულ "ვოგში".
ჟაკლინს არ მოსწონდა თავისი საქორწილო კაბა
საქორწილო კაბა ჯეკის ენ ლოუმ შეუკერა. ჟაკლინს ის არ მოსწონდა და ამბობდა, რომ მორთულ ჭაღს ჰგავდა, რაზეც ათასობით ამერიკელი არ დაეთანხმა. ქორწილის შემდეგ მთელმა მსოფლიომ მისი კაბის ინსპირაციით დაიწყო თავისთვის იდენტურის შექმნა. ვინტაჟური ფატა კი ჟაკლინის ბებიას ეკუთვნოდა, რომელიც შვილიშვილმა მოირგო საკუთარ ქორწილში. ჯონ კენედი თვლიდა, რომ მისი მეუღლე ნამდვილ ფერიას ჰგავდა ქორწილის დღეს. სწორედ ასე შეარქვეს ქორწილის შემდეგ ჯეკის - თეთრი სახლის ფერია.
ჟაკლინი ქმრის ყოველდღიურ ღალატს ითმენდა
ქორწილის შემდეგ იდეალურად ეჩვენებოდა ჯეკის ყველაფერი, მაგრამ სულ მალე გაიგო თავისი ქმრის ღალატის შესახებ არაერთ ქალთან, რომელთა შორის იყო მერლინ მონრო. ერთხელ მონრომ თეთრ სახლშიც დაურეკა მისის კენედის და უთხრა, რომ მის მეუღლესთან, ჯონთან ჰქონდა ურთიერთობა. ჯეკიმ კი მშვიდად უპასუხა: „მშვენიერია, მე გადავდივარ აქედან და თქვენი პრობლემები თავად გადაწყვიტეთ“.
ჟაკლინ კენედიმ უარი თქვა ქმრის მკვლელობის შემდეგ კოსტიუმის გამოცვლაზე
ჯონ კენედის მკვლელობა დალასში მთელი ქვეყნისთვის შოკი იყო. ჯონი პირდაპირ ჟაკლინის ხელებში გარდაიცვალა. მისი ვარდისფერი კოსტიუმი "შანელისგან" მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი. მაშინაც კი, როცა მომავალი პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი (კენედის მკვლელობიდან რამდენიმე საათში) ფიცის დასადებად მიიყვანეს, ჯეკიმ უარი განაცხადა სისხლიანი კოსტიუმის გამოცვლაზე. „ყველამ ნახოს, რა ჩაიდინეს“ - თქვა მან. მას შემდეგ ჯეკის ვარდისფერი კოსტიუმი ნოემბრის საბედისწერო დღის მწუხარების და გლოვის სიმბოლოდ იქცა.
იხილეთ სრულად