რადიაციაზე ფიქრისას, ბევრ ჩვენგანს დაუყოვნებლივ წარმოუდგენია ბომბი ან ბირთვული ელექტროსადგური, მაგრამ ზოგჯერ ეჭვი არ გვეპარება, რადიოაქტიური კვალის მიგნება ყველაზე ჩვეულებრივ საგნებშიც კი შესაძლებელია.
- ბრაზილიური კაკალიბრაზილიის კაკალი შეიცავს უამრავ ვიტამინს, მაკრო და მიკროელემენტებს, არსებულ ამინომჟავებს და ასევე რადიოაქტიურ გამოსხივებას. ეს პროდუქტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რადიოაქტიურად ითვლება, რადგან იგი შეიცავს 1000-ჯერ მეტ რადიუმს, ვიდრე სხვა კაკალი. თუმცა ყველაფერი არც ისე საშიშია, როგორც ჩანს, რადგან თუ ზომიერად მიირთმევთ ბრაზილიურ კაკალს, ეს თქვენს ორგანიზმს ზიანს არ მოუტანს.
- ნიუ-იორკის ცენტრალური სადგურიცოტამ თუ იცის, რომ ნიუ-იორკის მატარებლის სადგურში რადიაციის დონე იმდენად მაღალია, რომ იგი ატომურ ელექტროსადგურებში დასაშვებ ზღვარსაც კი აღემატება. ამის მიზეზი ბუნებრივი გრანიტისგან დამზადებული კედლებია. ამის მიუხედავად, ჩვეულებრივი გამვლელების და მგზავრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
- აშშ - დენვერიკიდევ ერთი ადგილი ამერიკაში, სადაც რადიაციის დონე მაღალია. კოლორადოს კულტურული და თვალწარმტაცი დედაქალაქი ოფიციალურად აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რადიოაქტიური დასახლება დედამიწაზე. სავარაუდოდ, ეს მოხდა იმის გამო, რომ დენვერი ზღვის დონიდან 1,5 კილომეტრზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობს და ასევე, ამ რეგიონში არის საკმაოდ თხელი ოზონის შრე, რომელიც მზის სხივების გამოსხივებისგან ცუდად იცავს ზედაპირს.
- ტრიტიუმის ფირფიტებიიგი გამოიყენება საათების, გასაღების, ბეჭდების და სხვა სამკაულების შესაქმნელად.
- ბანანიერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილი შეიცავს კალიუმ -40 იზოტოპის გარკვეულ რაოდენობას. ამ პროდუქტის რადიოაქტიურობის გამო სპეციალური ტერმინიც კი გამოჩნდა - ბანანის ექვივალენტი, რომელიც განსაღვრავს სხვა ნივთების გამოსხივების დონეს ბანანთან შედარებით. ზოგიერთი ექიმი ამბობს, რომ თუ ათი ცალი ბანანი მიირთვით, ეს ნიშნავს დაახლოებით გულმკერდის რენტგენის დროს მიღებულ რადიაციულ დოზას. მაშინაც კი, თუ მთელი ცხოვრება ბანანს მიირთმევთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოთ რადიაციული დაავადება.
- გრანიტის სამზარეულომიუხედავად იმისა, რომ გრანიტის სამზარეულო ძალიან ლამაზად გამოიყურება, ის ბუნებრივი ქვისგან არის დამზადებული. ამიტომაც შესაძლოა შეიცავდეს რადიოაქტიურ გამოსხივებას.
- კერამიკული ჭურჭელიკერამიკული ჭურჭელი, რომელიც დამზადებულია ნათელი მინანქრით, შეიძლება შეიცავდეს ურანის მარილებს. ასეთი ჭურჭლის საკვებისთვის გამოყენება არ არის რეკომენდებული.