რა თქმა უნდა, დაკარგული ნივთის საპოვნელად უმარტივესი გზა ბინის ზოგადი დალაგებაა, მაგრამ ზოგჯერ ეს არ შველის, რომ იპოვო საყვარელი ბეჭედი ან პასპორტი.
მკითხველებმა გაგვიზიარეს რამდენიმე გამოსავალი, თუ როგორ ახერხებენ ისინი დაკარგული ნივთების პოვნას. შეიძლება ზოგიერთ მათგანზე გაგეცინოთ კიდეც, მაგრამ ამ მეთოდების უამრავ ადამიანს სჯერა. თავად სცადეთ და დაწერეთ კომენტარებში, იპოვით თუ არა დაკარგულ ნივთს.
მეთოდი პირველი: წარმოთქვამთ ვინმე ახლობელის სახელს და გაიმეორებთ სამჯერ "...მე გაძლევთ ამ (დაკარგულ ნივთს)". ამ დროს ხდება გონებრივად დაკარგულ საგანზე კონცენტრირება. არ უნდა გაგეცინოთ, მოახდინეთ კონცენტრაცია და აუცილებლად იპოვით დაკარგულს.
მეთოდი 2: ჩაიცვით ხალათი უკუღმა, შემოიჭირეთ წითელი ქამარი, აიღეთ ცოცხი და დაიწყეთ იატაკის დაგვა. ამ დროს სულ დაკარგულ ნივთზე იფიქრეთ და როდესაც მორჩებით დასუფთავებას, გაგახსენდებათ, თუ სად დაკარგეთ.
მეთოდი 3: აიღეთ შარფი, ცხვირსახოცი ან უბრალო წითელი ძაფი და შემოახვიეთ მაგიდის ფეხს (ამ მეთოდს ბებიები ეშმაკის წვერის შეკვრას უწოდებენ). შემდეგ კი მკაცრად ვამბობთ: "ჩურ-ჩურ, ითამაშე და დააბრუნე". ჩვეულებრივ, ორიოდე საათის შემდეგ დაკარგულ ნივთს იპოვით.
მეთოდი 4: დააგდეთ პურის პატარა ნაჭერი სამზარეულოს კუთხეში და თქვით: "ბრაუნი, ბრაუნი, ითამაშე და დააბრუნე". შემდეგ დაასხით ჯამზე რძე და თქვით: "თაგუნა, თაგუნა, იპოვე ეს ნივთი (სახელი) გთხოვ!"
მეთოდი 5: ეს მეთოდი ჩვენს მკითხველს ყაზახმა გოგონამ ასწავლა, რომელიც თავის მხრივ, ბებიას უსწავლებია.
"თვალებო, თვალებო, მაჩვენეთ გთხოვთ (დაკარგული ნივთის სახელი)". ამ დროს თქვენს ქვეცნობიერს აიძულებთ გაიხსენოს, თუ სად დაკარგეთ ეს ნივთი.