ბლოგი

წვეულება მომავალი დედებისთვის - როგორ მოვაწყოთ baby Shower-ი

წვეულება მომავალი დედებისთვის - როგორ მოვაწყოთ baby Shower-ი
baby Shower-ი ახალი, სასიამოვნო და ლამაზი წვეულებაა, რომელიც მომავალ დედას და მის პატარას ეძღვნება. ამ დღის ორგანიზებას, როგორც წესი, მომავალი დედის მეგობრები იღებენ საკუთარ თავზე.

baby Shower-ი ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან აქტუალური გახდა. ალბათ, არაერთი ვიდეო გინახავთ სოციალურ ქსელებში სქესის გაგების მომენტებისა, როდესაც წყვილი მონაცვლეობით ხეთქავს ბუშტებს, ჭრის ტორტს, ხსნის ყუთებს, რომ გაიგონ, გოგონა შეემატება მათ ოჯახს ახლო მომავალში თუ ბიჭი. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს ძალზე სახალისო და გულისამაჩუყებელი სცენაა, რომელიც მომავალი დედიკოს და
მამიკოს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.

როდის გაჩნდა ეს დღესასწაული და რატომ აქვს ასეთი სახელწოდება?

მომავალი დედისთვის და მისი პატარასთვის წვეულების მოწყობის ტრადიცია მე-19 საუკუნის ბოლოს, ეგვიპტეში გაჩნდა. მანამდე წვეულება ბავშვის გაჩენის შემდეგ ტარდებოდა, რადგან ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ ორსულებისთვის არ შეიძლება წვეულებებზე სიარული. ამერიკაში baby Shower-ი მეორე მსოფლიო ომის დროს შემოვიდა და ნელ-ნელა ეს ტრადიცია მთელ ევროპაში გავრცელდა. baby Shower-ი სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ახალშობილის შხაპი“. მომავალ დედას „ესვრიან“ ტკბილეულს და საჩუქრებს. ტრადიციის მიხედვით, წვეულება დედის დაქალის სახლში ეწყობა და წყვეულების მთავარმა გმირმა ბოლო წუთამდე არ იცის, სად იქნება წვეულება. baby Shower-ზე აუცილებლად უნდა იყვნენ გამოცდილი დედები და ის ქალებიც, რომელთაც ჯერ არ ჰყავთ შვილები. გამოცდილი დედები საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ დანარჩენებს. ტრადიციის მიხედვით, წვეულება ორსულობის 7-8 თვეში ეწყობა და მის ორგანიზებას მთლიანად მომავალი დედის მეგობრები იღებენ საკუთარ თავზე.


როგორ მოვაწყოთ baby Shower?

დეკორაციები ამ დღისთვის განსხვავებულ სტილში და განწყობის მიხედვით ირჩევა. მაგალითად, ერთ-ერთი პოპულარული ვერსიაა ჰაეროვანი ბუშტები და სინაზე.
აირჩიეთ ნაზი, პასტელის ტონები, რაც სინაზის და სიმშვიდის ატმოსფეროს შექმნის (ვარდისფერი, ატმისფერი, კრემისფერი და ლილისფერი). თუ წვეულებას ცხელ სეზონზე მოაწყობთ, დადგით ლარნაკებით ცოცხალი ყვავილები. დეკორაციები და ტორტი უნდა იყოს საბავშვო თემატიკაზე. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვილის ნივთები: წინდები, კომბინეზონები, სათამაშოები, საწოვარა და ა.შ. ნატურალური ნაჭრები, ბევრი სინათლე და სუფთა ჰაერი აუცილებლად შექმნის სასიამოვნო განწყობას.

gender party

ძალიან საინტერესო ვარიანტია. ამას აწყობენ მაშინ, როდესაც მომავალმა მშობლებმა არ იციან ბავშვის სქესი. baby Shower-ის კულმინაცია სწორედ gender party გახდება, სადაც წყვილი მთავარ საიდუმლოს ახდის ფარდას...
უთხარით კონდიტერს, მოამზადოს ტორტი შესაბამისი შიგთავსით: ვარდისფერი ან ცისფერი. დესერტის გაჭრამდე ინტრიგა დამალული იქნება.

მოამზადეთ ყუთი ვარდისფერი ან ცისფერი ჰელიუმის ბუშტებით, რომლებიც ყუთის გახსნისას ეფექტურად ამოფრინდება. ესეც შეინახეთ კულმინაციისთვის.

საჩუქრები


ყველა სტუმარმა მომავალ მშობლებს საჩუქარი უნდა აჩუქოს. გთავაზობთ საუკეთესო იდეებს:
  1. ჩვილის ტანსაცმელი. ნეიტრალური ფერის, უნისექსი: წინდები, ქუდი, კომბინეზონი.
  2. ჩვილის სათამაშოები: ღრძილების საღრღნელი, საწოლზე დასამაგრებელი სატრიალებელი მუსიკალური სათამაშო, ჩხარუნები.
  3. ბავშვის ჰიგიენის ნივთები: საფენები, რბილი პირსახოცი და სხვ.
  4. ფოტოწიგნი. - გადაიღეთ ბევრი ფოტო და შემდეგ ფოტოალბომად დაბეჭდეთ. ეს საუკეთესო საჩუქარი იქნება წყვილისთვის, რადგან ამ საოცარი დღის მოგონებებს შეინახავს. ფოტოწიგნის დაბეჭდვა სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შეგიძლიათ საიტზე photobooks.ge. სასურველ დიზაინსაც თავად ააწყობთ მარტივად.
  5. ორსულის ბალიში.
  6. წიგნები ბავშვის მოვლასა და კვებაზე.
  7. კენგურუ ან სლინგი.
წვეულების მთავარი მიზანია, მომავალ დედიკოს დაანახოთ თქვენი მზრუნველობა, სიყვარული და მხარდაჭერა. რაც შეეხება საჩუქრებს, გახსოვდეთ, რომ მთავარია აჩუქოთ გულით!
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
პროფესიონალი მთარგმნელი
ყველაფრის ასე ბრმად გადმოღება არ შეიძლება!!! ჯერ მარტო 'ბეიბი შაუერ" -ი რად ღირს!!! ანგლიზმებმა წალეკა ქართული ენა!!!
14:17 / 11-06-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93