მე-20 საუკუნის დასაწყისში ტუჩების გადიდების მსურველი ქალები ჯერ კიდევ ანტიკურ მეთოდს მიმართავდნენ და ტუჩის მოცულობას ჩილი წიწაკის გამოყენებით ზრდიდნენ. 1980-იან წლებში კი ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა, Red Hot Chilly Peppers-მა მუსიკალურ ინდუსტრიაში გადაინაცვლა… საინექციო კოლაგენის შექმნამ კოსმეტიკურ ქირურგიაში გადატრიალება მოახდინა. შეიქმნა ბუნებრივი შემავსებლები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ტუჩის მოცულობის გაზრდა და კორექცია.
ჩვენს ქვეყანაში ამ ინოვაციური მეთოდის დამკვიდრება კლინიკა „მედის“ სახელს უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ "მედიში", სადაც ყოველწლიურად, საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მეტ პაციენტს ემსახურებიან, ტუჩის კონტურული პლასტიკა, ანუ მოდელირება, ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა. ამის ერთ-ერთი მიზეზია ისიც, რომ ჩვენი ტუჩები, ისევე, როგორც თითები, ანაბეჭდების ფორმით, უნიკალურია და მსოფლიოში მას ანალოგი არ აქვს. სწორედ ამიტომ, ტუჩებს განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. ტუჩის მოცულობა, ასაკის მატებასთან ერთად, მცირდება. მის სიმკვრივეს კოლაგენი განაპირობებს, რომელიც ახალგაზრდა ასაკში დიდი რაოდენობით გამომუშავდება, ხოლო წლების მატებასთან ერთად მნიშვნელოვნად იკლებს, რაც ტუჩების დათხელებას იწვევს.
ტუჩის სასურველი ფორმის მისაღებად კლინიკა „მედი“ მომხმარებელს ორი მიმართულების სერვისს სთავაზობს: ტუჩის მოცულობის გაზრდა და ტუჩის კონტურული პლასტიკა (ასიმეტრიის, დეფექტების, კონტურის კორექცია). პროცედურა გრძელდება არაუმეტეს 20 წუთისა და წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს, თუმცა მნიშვენლოვანია, გახსოვდეთ, რომ ტუჩების გადიდება უნდა მიანდოთ მხოლოდ ექიმს, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში.
მნიშვნელოვანი ფაქტები და რჩევები კლინიკა „მედისგან“:
• ტუჩის მოცულობის ზრდისთვის კლინიკა „მედი“ გთავაზობთ საუკეთესო ბიოთავსებად პრეპარატებს, რომლებიც ბოლო თაობის ჰიალურონის მჟავის ბაზაზეა დამზადებული. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ტუჩის კორექცია ყოველთვის ბიოთავსებადი პრეპარატით უნდა ჩატარდეს, რაც პროცედურის გვერდით მოვლენებს აგვარიდებს თავიდან;
• ტუჩის კორექციის პროცედურა რამდენიმე ეტაპს მოიცავს - პირველ რიგში, კლინიკა „მედის“ მაღალკვალიფიციური პერსონალი გაგიწევთ კონსულტაციას, ინდივიდუალურად შეგირჩევენ სასურველ ფორმას და შემდეგ დაიგეგმება პროცედურა;
• ტუჩის გადიდების პროცედურა სულ რაღაც 30 წუთი გრძელდება. ეფექტი პროცედურის დასრულებისთანავეა, რომელიც ნარჩუნდება 6 თვიდან 2 წლამდე;
• კლინიკა „მედიში”, ბოლო თაობის პრეპარატების გამოყენების შემდეგ, თქვენი ტუჩები იქნება სრულიად ბუნებრივი;
• ნიკოლ კიდმანი, მეგან ფოქსი, ჯენიფერ ენისტონი და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავები იმ პრეპარატებზე აჩერებენ არჩევანს, რომლებსაც კლინიკა „მედი“ ტუჩის სასურველი ფორმის მისაღებად და შესანარჩუნებლად იყენებს.