სილამაზის შესანარჩუნებლად თავის მოვლის ინდუსტრიაში უამრავი უცნაური და საშიში პროცედურა არსებობს, ქალები კი საუკუნეების მანძილზე უამრავ დროს ხარჯავდნენ იმისთვის, რომ უფრო მიმზიდევლად გამოიყურებოდნენ. დღეს ზოგიერთი პროცედურა, რომლებსაც წარსულში იყენებდნენ, საშიშად და უცნაურადაც კი შეიძლება მოგვეჩვენოს. აი, რამდენიმე მათგანი:
ჭარბი წონა და ამასთან დაკავშირებული პრობლემები თანამედროვე სამყაროში უამრავ ქალს აწუხებს. ამისთვის ზოგიერთი მათგანი სპეციალისტს, ზოგიერთი კი სპორტულ დარბაზს სტუმრობს, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ხდებოდა, 1900-იანი წლების დასაწყისში ჭარბწონიანმა ქალებმა დაიწყეს სპეციალური აბების მიღება, რომლებიც დამზადებული იყო მწერებისგან და შეიცავდა პარაზიტულ ცისტებს. ჭია ორგანიზმში იზრდებოდა და იკვებებოდა იმ ყველაფრით, რასაც მისი „პატრონი“ იღებდა. სასურველი წონის მიღების შემდეგ კი ქალები სხვა აბების საშუალებით გამოდევნიდნენ მათ სხეულიდან. სამწუხაროდ, ასეთ "დიეტას" ხშირად მოჰქონდა ბევრი უარყოფითი შედეგი. მაგალითად, პარაზიტს შეუძლია მიაღწიოს ერთ მეტრამდე სიგრძეს და გახდეს სხვადასხვა დაავადების მიზეზი - ეპილეფსიიდან დემენციამდე.
ჭარბი წონის გარდა, ბევრ ქალს ჭარბთმიანობაც აწუხებს. საბედნიეროდ, ზედმეტი თმის მოსაშორებლად დღეს არაერთი სახეობის ლაზერული აპარატი თუ სხვა საშუალება არსებობს. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი, როცა ეს პროცედურები ჯერ ხელმისაწვდომი არ იყო, ქალები თმას რენტგენის სხივებით იშორებდნენ, რასაც თმის გაქრობა, თუმცა არაერთი დაავადების, მათ შორის, კანის კიბოს გაჩენა მოჰყვა.
გარუჯული სხეული ბევრი ქალისთვის საოცნებო და სასურველია, მუქი შეფერილობა კი პოპულარული, დაახლოებით, 1940-იანი წლებიდან გახდა. ამასთან, სულ უფრო მეტი ქალი ცდილობდა, რაც შეიძლება ნაზი და ხავერდოვანი კანი ჰქონოდა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით საინტერესოა აზიური ტექნიკა, რომელიც არაერთ უცნაურ და წარმოუდგენელ მეთოდს გვთავაზობს.
აზიელი ქალები თვლიდნენ, რომ რაც უფრო პატარა ზომისაა ფეხი, მით უფრო ლამაზი და მიმზიდეველია ის. ამისთვის კი ადრეული ასაკიდან იყენებდნენ სპეციალურ სახვევებს, რომლებიც არც ისე კომფორტული იყო და ხშირად ძლიერ ტკივილს, ზოგჯერ კი ქალის დაკოჭლებასაც კი იწვევდა. კიდევ ერთი არაორდინარული ჩვევაა წარბების სრულიად ამოღება და შემდეგ ხელოვნურად მიხატვა. ამისთვის განსაკუთრებული ინსტრუქციაც კი არსებობს აზიაში.
დღეს მსოფლიოშია ცნობილი მაკიაჟის მოშორებისა და კანის მოვლის კორეული მეთოდები, თუმცა აქამდე მისასვლელად აზიელმა ქალებმა რთული გზა გაიარეს - ისინი საუკუნეების მანძილზე სახის გასასუფთავებლად მწერებისა და ფრინველების ნარჩენებს იყენებდნენ. დედოფალი ნეფერტიტი მაკიაჟის სქელი ფენის მოსაშორებლად ხოჭოებს იყენებდა.
ინდოელი ქალები იმისთვის, რომ მათ ტუჩებს ლამაზი შეფერილობა ჰქონოდა, ყველაფერს აკეთებდნენ, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტექნიკა ბეტელის (საღეჭი პილპილი), ცაცხვისა და თამბაქოს თესლსა და ფოთლებს ღეჭავდნენ, რაც კბილის მინანქრის დაზიანებასა და პირის ღრუს კიბოსაც კი იწვევდა, თუმცა ტუჩებს ულამაზეს წითელ ფერს ანიჭებდა.
კიდევ ერთი უცნაური ტრენდი ამჯერად ვეროპაში დამკვიდრდა, რაც ლოყებზე ჩაღმავებული წერტილების არსებობას გულისხმობდა. ამისთვის 1936 წელს იზაბელა გილბერტმა სპეციალური მოწყობილობა შექმნა, რომელიც ქალებს იმდენად დიდ ფიზიკურ ტკივილს აყენებდა, რომ გაყუჩებისთვის მათ ჰეროინის გამოყენება სჭირდებოდათ.
უცნაური ტენდენციები ქალებმა თმისა და ვარცხნილობისთვისაც მოიგონეს. „მაღალი“ ვარცხნილობის დასაყენებლად ისინი ხშირად იყენებდნენ ხისა და მეტალის სპეციალურ კონსტრუქციებს. მას შემდეგ კი, რაც მოდური გახდა ე.წ. სამეფო ხვეულები, ქალებმა გაცხელებული რკინის ნაჭრების გამოყენება დაიწყეს, რათა მათი ვარცხნილობა რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნებულიყო.
საბოლოოდ, თმის საშრობის, დასახვევი და გასასწორებელი საშუალებების გამოგონებამ ქალებს უამრავი პრობლემა მოუხსნა, თუმცა არაორდინარულ და საშიშ ხერხებს სილამაზის შესანარჩუნებლად დღესაც მიმართავენ.