ადამიანების უმრავლესობა თვალყურს ადევნებს მოდის ტენდენციებს და ცდილობს დააკმაყოფილოს მოდის თანამედროვე სამყაროს კრიტერიუმები. ყველა ასაკის მამაკაცები და ქალები ცდილობენ ჩაიცვან ლამაზად და გემოვნებით, მოერგონ ტრენდებს და მოდური აქსესუარები გამოიყენონ. სხვადასხვა ცნობილი ბრენდის ტანსაცმელი აუცილებელი ფაქტორი გახდა თანამედროვე საზოგადოების მოდის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად.
ორიგინალი მწარმოებლების ბრენდული ნივთები, როგორც წესი, საკმაოდ ძვირია და ვისაც გემოვნებით ჩაცმა სურს, ზოგჯერ ნაკლებად ცნობილ ბრენდებს მიმართავს ან შეგნებულად ყიდულობს ყალბ პროდუქციას. თუმცა, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს outlet მაღაზიები, რომლებიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, დიდი ფასდაკლებით შეიძინონ ხარისხიანი, ორიგინალი ნივთები. სამწუხაროდ, ბევრი ონლაინმაღაზია და პლატფორმა ყიდის ყალბ პროდუქციას, როგორც ორიგინალურს. ამიტომ, ნამდვილი და ყალბი პროდუქტის გარჩევის უნარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ფაქტორია ჩვენს ცხოვრებაში.
ლოგო ბრენდის სავიზიტო ბარათია. ყალბი პროდუქციის ლოგოზე ხშირად შეიძლება შეცვლილი იყოს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი. შეიძლება ლოგო იყოს ამოტრიალებული, ამოქარგული/დამზადებული უხარისხო მასალით, შეცვლილი იყოს რომელიმე ასო ან ფერი. ლოგო უნდა იყოს უნაკლო, სწორი და სუფთა კიდეებით. ის ასევე დატანილი უნდა იყოს ფეხსაცმლის ძირზეც და ხშირ შემთხვევაში, უნდა ახლდეს წრეში ჩასმული R.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
"დააკლიკეთ" თქვენი აზრით ორიგინალ ლოგოებს და შეამოწმეთ შედეგი. მიაქციეთ ყურადღება იმ მაღაზიას, სადაც ონლაინ ყიდულობთ ნივთს. დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ შერჩეული საიტი სანდოა. ზოგჯერ ონლაინ მაღაზიის ფართო ასორტიმენტი არ მიუთითებს მასზე გაყიდული საქონლის ორიგინალობაზე. ინტერნეტში ნებისმიერი ბრენდის პროდუქციის შეკვეთამდე რეკომენდებულია შეამოწმოთ, არის თუ არა ის საიტი ოფიციალური წარმომადგენელი.
საქართველოში პირველი ონლაინმაღაზია, რომელიც 60-ზე მეტ ოფიციალურ ბრენდს აერთიანებს, გახლავთ GoOutlet.GE. ონლაინმაღაზია ebay.com-თან თანამშრომლობს, ხოლო მისი გავლით კი ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა:
და სხვა. საიტზე წარმოდგენილია ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, საიუველირო ნაწარმის და სპორტული ეკიპირების პროდუქცია. ჯამში 40-მდე კატეგორია და 40K+ ორიგინალი პროდუქტი. GoOutlet.GE-ზე მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 80%-მდე ფასდაკლებით სხვადასხვა ბრენდზე და მოქნილი გადახდის სისტემით, რომელიც გულისხმობს:შეძენილი პროდუქცია ოფიციალური ბრენდების საწყობებიდან ამერიკაში იგზავნება და საქართველოში მაქსიმუმ 3 კვირის ინტერვალში ჩამოდის. მიწოდება შესაძლებელია როგორც თბილისში, ასევე ნებისმიერ რეგიონში.
ყურადღება მიაქციეთ ფასს. რეპლიკა ორიგინალთან შედარებით გაცილებით იაფია. თუ ხედავთ საეჭვოდ დაბალ ფასს საიტზე, არ გარისკოთ! მოიძიეთ კონკრეტული ნივთის ფასი ჯერ ბრენდის საიტზე, შემდეგ დააკვირდით გადახაზულ ფასს და ფასდაკლების პროცენტს ონლაინმაღაზიაში.
Reebok Women's Meet You There Bralette Tee (იხილეთ დეტალურად)
დიზაინერული და ბრენდული ნივთები ძალიან ლამაზად იფუთება. ნამდვილი პროდუქცია ყოველთვის ორიგინალური შეფუთვით იყიდება. გარედან აქვს ეტიკეტი, რომელზეც დატანილია მთავარი ინფორმაცია პროდუქტზე: მოდელი, ზომა, ფერი, მწარმოებელი ქვეყანა, პროდუქტის კოდი და შტრიხ-კოდი. ნივთის კოდით შეძლებთ შეამოწმოთ მისი ორიგინალობა. თუ პროდუქტი ნამდვილია, მას ეტიკეტზე ცხრაციფრიანი კოდი უნდა ჰქონდეს. პირველი ექვსი ციფრი მიუთითებს მოდელზე, ბოლო სამი - ფერია. საძიებო ველში სრული კოდის შეყვანით, თქვენ შესაბამისი მოდელის ფოტოებს ნახავთ.
ორიგინალ ნივთს ადვილად გაარჩევთ ხარისხით, რომელიც არა მხოლოდ მასალას მოიცავს, არამედ წვრილმან დეტალებსაც: სწორი, თანაბარი ნაკერი, სიმეტრიულად დაკერებული ღილები და ფურნიტურა. ელვაშესაკრავი, ეტიკეტი, შესაკრავები, სახელურები და სხვა. ზედაპირი უნდა იყოს გლუვი, ხარვეზების, დაუდევარი ნაკერების გარეშე. მაგალითად, Nike იყენებს ისეთ მასალებს, როგორიცაა: ზამში, ნუბუკი, ტყავი (ზოგჯერ ხელოვნური), ხარისხიანი ქსოვილები იცვლება ნეილონის, რეზინის და ბრენდირებული სინთეტიკით.
New Balance Women's Fresh Foam 515 Sport v2 Shoes White with Pink & Black (იხილეთ დეტალურად)
ყალბ ფეხსაცმელში, მაგალითად, ტყავის და ზამშის ჩანართები დამზადებულია პლასტმასის / სინთეტიკური იმიტაციის მასალისაგან. ორიგინალური Nike sneakers იკერება ერთიანი ნაკერით, ხაზებს შორის მანძილი 2-3 მმ-ია. ძაფის ფერი შეირჩევა მოდელის დიზაინის შესაბამისად. ყალბი პროდუქტების შემთხვევაში, ძაფები უფრო თხელი, არათანაბარი, გადაბმული ან მუქი იქნება. ეტიკეტი მწარმოებლისთვის ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია.
Reebok Women's Studio Imagiro Bag (იხილეთ დეტალურად)
კომპანიები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ეტიკეტს. ყალბ პროდუქციაზე ის ცუდად გამოიყურება. ორიგინალი სპორტული ფეხსაცმლის ძირი დამზადებულია სპეციალური კომპოზიტური მასალის გამოყენებით. მას გლუვი ზედაპირი აქვს და ოდნავ ბზინავს. ყალბი სპორტული ფეხსაცმელი კი რეზინით, რომელიც არ ბზინავს. დააკვირდით ასევე თასმის ხვრელებს. ყალბ სპორტულ ფეხსაცმელში ის უფრო პატარა ზომისაა.
ცნობილი ბრენდები, როგორც წესი, ტანსაცმელს 3 კატეგორიად ყოფენ: haute couture (მაღალი მოდა), pret-a-porter/ready-to-wear (მზა ტანსაცმელი დამზადებულია სტანდარტული ზომებით ისე, რომ ის მოერგოს ადამიანების უმეტესობას და არა სპეციალურად კონკრეტული ადამიანისთვის) და mass-market (მასობრივი წარმოების ფართო აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი და შედარებით ხელმისაწვდომია. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ისინი ბრენდების ონლაინმაღაზიებში, ონლაინ აუთლეტ მაღაზიებში და მათი ნამდვილობა ჩვენ მიერ ჩამოთვლილი მეთოდების გამოყენებით განსაზღვროთ).
დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ ადვილად დაიცვათ თავი ყალბი პროდუქციის ყიდვისაგან. ყურადღება მიაქციეთ ჩვენ მიერ ჩამოთვლილ პუნქტებს როგორც ონლაინშეკვეთისას, ასევე სხვადასხვა მაღაზიასა თუ სავაჭრო ადგილას ყიდვისას.