მეგან მაიერი კიბერბულინგის პირველ ოფიციალურ მსხვერპლად ითვლება. 13 წლის ასაკში სწორედ მისი თვითმკვლელობის შემდეგ აშშ -ს საზოგადოებამ ხელახლა განსაზღვრა თავისი დამოკიდებულება კიბერბულინგის მიმართ. ქემოთ მოთხრობილია, ვინ მიიყვანა ის თვითმკლელობამდე და რატომ დარჩა დამნაშავე დაუსჯელი.
მეგან მაიერის საქმე გახდა ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო და, რა თქმა უნდა, გახმაურებული დანაშაული აშშ-ში. 13 წლის გოგონამ თავი მოიკლა პოპულარულ სოციალურ ქსელში ბულინგის გამო. კიბერბულინგის სტიმული იყო 16 წლის ჯოშ ევანსი, რომელიც მეგიმ სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე გაიცნო. არც მშობლები და არც პოლიცია არ ელოდნენ, რომ ლორი დრიუ, მეგანის ერთ-ერთი მეგობრის დედა, რომელიც ცხოვრობდა მეზობლად და იცნობდა მის მსხვერპლს ბავშვობიდან, სოციალურ ქსელ MySpace-ზე სწორედ 16 წლის ბიჭის ფოტოს იქნებოდა ამოფარებული.
როდესაც 13 წლის მეგან მეიერმა დედას აჩვენა სიმპათიური ბიჭი, რომელსაც სურდა მისი მეგობრად დამატება MySpace–ში, მან მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
"დედა! შეხედე მას, რა მაგარი" - ძლივს დამალა მეგანმა აღფრთოვანება. ”დიახ, ის საყვარელია,” უპასუხა თინა მეიერმა და განაგრძო სადილისთვის ბოსტნეულის დაჭრა. - "მაგრამ იცნობ მას?" ”არა, მაგრამ ის საოცარია! მას ჰქვია ჯოშ ევანსი, ის 16 წლისაა და ის ... ოჰ, დედა, შემიძლია უბრალოდ ის მეგობრად დავამატო? გთხოვ!“ - ამბობდა მეგანი. თინა მეიერმა თავი დაუქნია და გაიღიმა, როდესაც მისი გახარებული ქალიშვილი გაიქცა თავის ახალ ვირტუალურ მეგობართან შესახვედრად. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ რამდენიმე თვეში ჯოშ ევანსი მეგანს თვითმკვლელობამდე მიიყვანდა.
თინა მაიერი ყოველთვის ფრთხილად იყო. მან თავიდანვე იცოდა რა იყო "ბნელი კიბერსივრცე". უზარმაზარი პორნოგრაფია, ვირუსული ბმულები, ფინანსური თაღლითობა, სპამი... დაწყებით კლასში მშვიდი და გაწონასწორებული მეგან მეიერი მეგობრებთან ერთად ყოფნისას ქმნიდა ყალბ ანგარიშს MySpace-ისთვის. ქსელის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ მომხმარებელი 14 წელზე მეტის ყოფილიყო, თუმცა ეს მისთვის პრობლემას სულაც არ წარმოადგენდა - მოიტყუა! დედამ მეგანის ამ საქციელის შესახებ მალევე შეიტყო და მას სოციალური ქსელის მოხმარება აუკრძალა.
გოგონას გარდაცვალების შემდეგ, სასამართლო სხდომაზე ის იხსენებდა, რამდენად მშვიდი და დაუცველი იყო მისი გოგონა. მესამე კლასში მან პირველმა და ძალიან სერიოზულად ისაუბრა თვითმკვლელობაზე. ის მაშინვე წაიყვანეს ფსიქოლოგთან და დეპრესიისა და ყურადღების დეფიციტის დიაგნოზი დაუსვეს და უამრავი მედიკამენტი დაუნიშნეს.
სერიოზული მკურნალობის გამო, რომელიც არეგულირებს ჰორმონების მუშაობას, თუ გენეტიკური წინასწარგანწყობის გამო, თუ რაიმე სხვა უცნობი მიზეზის გამო, მეგან მაიერმა დაიწყო წონის მომატება. მორცხვი გოგონა, რომელიც ყოველთვის ოცნებობდა საზოგადოების ყურადღებაზე, სასტიკი ბულინგის მსხვერპლი გახდა. ბულინგი, ჩხუბი, შეურაცხმყოფელი მეტსახელები. მსუქანი მეგი! უფრო მეტიც, ეს ბრეკეტები ... მოზარდობის პერიოდში მეგანზე საკუთარი სხეულისადმი სიძულვილის ტალღა დაეცა და მისი ჯანსაღი თვითშეფასებიდან მხოლოდ ფრაგმენტები დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა, რომელშიც მეგანი სწავლობდა, მაღალი რეპუტაციით გამოირჩეოდა, მშობლებმა 2006 წელს სკოლის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
ახალ სკოლაში მეგანს ყველა კარგად ექცეოდა, უსვამდნენ კითხვებს, ცდილობდნენ მასთან დამეგობრებას და MySpace-ზე დამატებაც შესთავაზეს. მეგანი დაიბნა, როგორ უნდა აეხსნა ახალი მეგობრებისთვის, რომ მას სოციალური ქსელი არ ჰქონდა?! ასე ხომ ისინი მასთან მეგობრობას აღარ მოისურვებდნენ... მეგანმა დედას სთხოვა ნებართვა, რომ თავისი ანგარიში აღედგინა: „მეხუთეკლასელებსაც კი აქვთ Myspace-ის ანგარიში და მე რატომ არ უნდა მქონდეს?!“ - ამბობდა ის. დედა მას დასთანხმდა, თუმცა შვილის ანგარიშის პაროლი თავადაც იცოდა.
ჯოშ ევანსი მეგან მაიერის ცხოვრებაში გამოჩნდა ქრისტიანულ სკოლაში გადასვლისთანავე. სიმპათიური, მომხიბლავი ღიმილით, ეს 16 წლის ბიჭი მეგანს ყოველ საღამოს სწერდა. „დედა, მას მე ასეთიც კი მოვწონვარ“ - ეუბნებოდა დედას მეგანი და ის საკუთარ გარეგნობას, სიმსუქნესა და ბრეკეტებს გულისხმობდა.
რამდენიმეთვიანი რეგულაური მიწერ-მოწერის შემდეგ ჯოშ ევანსს მეგან მეიერისთვის შეხვედრა არ შეუთავაზებია. როგორც ის ამბობდა, ახლახან გადავიდა საცხოვრებლად ო'ფალონში და სკოლაში არ დადიოდა, რადგან სახლში სწავლობდა. „7 წლის ვიყავი, როცა მამამ მიგვატოვა. მე და ჩემი ძმები დედასთან დავრჩით. ეს ძალიან რთული იყო. დედა ბევრს შრომობდა, რომ ფეხზე დავმდგარიყავით“ - ასე საუბრობდა ჯოში საკუთარ ცხოვრებაზე.
თინა მეირი ამ მიწერ-მოწერის დროს ბევრ უცნაურობას ამჩნევდა, თუმცა ხედავდა, როგორი ბედნიერი იყო მისი შვილი ყოველ დღე და ცდილობდა, ეს შფოთვა როგორმე დაეოკებინა. „ის არ ითხოვს შეხვედრას და არ სთხოვს მეგანს ფოტოების გაგზავნას, სანერვიულოც არაფერია“ - ამბობდა თინა და მას მეუღლეც ეთანხმებოდა.
რამდენიმე კვირაში მეგანმა სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო - ჩაეწერა ფრენბურთის გუნდში, უფრო მონდომებით მეცადინეობდა, საღამოობით ჯოშს წერდა, გაიჩინა ახალი მეგობრები და ძველების დავიწყება დაიწყო, მაგალითად, სარა დრიუს, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობდა.
ახალ სკოლაში გადასვლის შემდეგ მალამოში ერთადერთი ბუზი იყო სარა”, - იხსენებს თინა მაიერი ერთ – ერთ იმ მრავალ ინტერვიუში, რომელსაც იგი მისცემს ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ. ”ისინი ცოტა ხნით მეგობრობდნენ, მაგრამ უკვე მეშვიდე კლასში მათ დაიწყეს დაშორება. ერთ დღეს თუ ერთად თამაშობდნენ, მეორე დღეს ჩხუბობდნენ, შემდეგ ისევ ერთად წავიდოდნენ კინოში, ამას კი კონფლიქტი მოჰყვებოდა და ასე დაუსრულებლად“ - ამბობდა მეგანის დედა.
მეგანმა მოახერხა სარასთან დაშორება და ახალი მეგობრების გაჩენა, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ადამიანი, რომელსაც ყოველ საღამოს სწერდა, სწორედ სარას დედა, ლორი დრიუ იყო.
როდესაც პოლიციამ სცადა გაერკვია, რატომ გახსნა ლორიმ ყალბი სოციალური მედიის ანგარიში და გამოიყენა ის ქალიშვილის ყოფილ მეგობართან კომუნიკაციისთვის, მან უპასუხა ძალიან მარტივად: "მე უნდა მცოდნოდა, რას ფიქრობდა მეგანი ჩემს გოგოზე."ლორის თქმით, მეგანმა ახალ სკოლაში მის ქალიშვილზე ჭორები გაავრცელა და ახალ მეგობრებთან დასცინოდა კიდეც. იმის გასაგებად, რატომ იქცეოდა ის ასე, ლორიმ გახსნა სოციალური ქსელის ყალბი ანგარიში და ეცადა მეგანის ნდობის მოპოვებას. მან მართლაც მიაღწია წარმატებას. ჯოშ ევანსი მეგი მაიერისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე საკუთარი სიცოცხლე.
იმ დღეს, 2006 წლის 16 ოქტომბერს, მეგან მეირი თავს განსაკუთრებულად გრძნობდა, მისი დაბადების დღე ახლოვდებოდა და მან კლასელებისთვის მოსაწვევები დაამზადა. გეგმავდა, რომ ძალიან მხიარულ და დაუვიწყარ წვეულებას მოაწყობდა. მოსაწვევი სარა დრიუს არ მისვლია. ეს, ალბათ, ბოლო წვეთი იყო ლორი დრიუსთვის.
მეგანი ფიქრობდა, რომ დაბადების დღეზე ჯოშსაც დაპატიჯებდა და ის ნამდვილად არ იტყოდა უარს საყვარელი გოგოს მე-14 იუბილეს აღნიშვნაზე. ამის სანაცვლოდ, ჯოშმა, ანუ ლორი დრიუმ, სოციალურ ქსელში მეგანის წერილები გამოაქვეყნა, რომელიც მხოლოდ მისთვის იყო განკუთვნილი. ზუსტად ამ დროს თინა მეიერს მეგანი და მისი უმცროსი და სტომატოლოგთან მიჰყავდა, ის ჩქარობდა და ცდილობდა, პატარა გოგონა დროულად გაემზადებინა, მეგანს სთხოვდა, რომ კომპიუტერი გამოერთო და მასთან ერთად წასულიყო, თუმცა მეგანი არ ემორჩილებოდა და სთხოვდა, საუბრის დასრულების უფლება მიეცა. თინას სხვა გზა არ ჰქონდა, ექიმთან აგვიანდებოდა, მოჰკიდა უმცროს ქალიშვილს ხელი და წავიდა. მეგანი კი სახლში დარჩა.
გზიდან თინამ მეგანთან დარეკვა გადაწყვიტა, მეგანი ტიროდა და დედას ეუბნებოდა, რომ მასზე ჯოში და სხვა ბიჭებიც საშინელ სიტყვებს წერდნენ: „მეგანი მეძავია, მეგანი მსუქანია, მეგანი მახინიჯია... არ ვიცი, რა ხდება“ - ამბობდა ის. თინამ არაერთხელ სთხოვა შვილს კომპიუტერის გამორთვა, თუმცა მეგანი არ ემორჩილებოდა და სულ უფრო ისტერიკულად ტიროდა. როცა დედა სახლში დაბრუნდა, ნახა, როგორ ცდილობდა ყველასთვის პასუხის გაცემას მეგანი. მან დატუქსა შვილი და უთხრა, რომ ეს შეეწყვიტა. "შენ ხარ დედაჩემი! სულ მცირე, შენ ჩემს გვერდით უნდა იყო!“ - ამბობდა მეგანი.
მშობლებმა, თინა და რონ მეირებმა სიტუაციის სიმძაფრე სათანადოდ ვერ აღიქვეს. მათ ვახშამი მოამზადეს და მაგიდასთან დაიწყეს განხილვა, თუ რა პრობლემების წინაშე დგანან ახალგაზრდები. თვლიდნენ, რომ მეგანი ახლა არ უნდა შეეწუხებინათ, თუმცა თინამ მოულოდნელად რაღაც იგრძნო: „მე მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. გავიქეცი მეგანის ოთახისკენ და ვნახე, რომ მან თავი ჩამოიხრჩო საკუთარ გარდერობში“ - ამბობდა ის. მეგან მეირემა თავი საკუთარ დაბადების დღემდე სამი კვირით ადრე მოიკლა.
ბოლო შეტყობინება, რომელიც მან სოციალურ ქსელში მიიღო ჯოშისგან იყო. ”ქალაქში ყველამ იცის ვინ ხარ სინამდვილეში. საშინელი ადამიანი ხარ და ყველას სძულხარ. გისურვებ შენი უსარგებლო ცხოვრების საშინელ დასასრულს. შენ გარეშე სამყარო ბევრად უკეთესი იქნებოდა“.
რონმა და თინამ უცებ სცადეს ჯოშ ევანსთან დაკავშირება, მაგრამ სასწრაფოს მოსვლისთანავე მისი გვერდი წაიშალა. მეზობლები, რომლებიც ცხოვრობენ მეიერებიდან მხოლოდ სამი სახლის მოშორებით, მიხვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა და ჩქარობდნენ კვალის დაფარვას.
სიმართლე მხოლოდ ორი თვის შემდეგ გახდა ცნობილი. ერთმა გოგომ, რომელიც სარა დრიუსთან მეგობრობდა, ყველაფერი იცოდა. გოგონამ ეს ამბავი მამას მოუყვა, რომელიც მაშინვე წავიდა პოლიციაში.
„მე ვიცი, რომ ლორი დრიუ არ მოსულა მეგანთან და ყელზე თოკი არ მოუბამს მისთვის, მაგრამ როცა ზრდასრული ადამიანი ქმნის ყალბ ანგარიშს და ბავშვი თვითმკვლელობამდე მიჰყავს, ეს არის ამაზრზენი და უპატიებელი“ - თქვა თინა მეიერმა სასამართლოზე და დარბაზი დატოვა. ერთადერთი, რასაც სასამართლო მეირებს შვილის სიცოცხლის საფასურად სთავაზობდა, ეს იყო ადმინისტრაციული სარჩელის შეტანა, ჯარიმა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დაკისრება. სისხლის სამართლის მიმართულებით საქმე არ განიხილებოდა, რადგან ამის საფუძველს კანონმდებლობა არ იძლეოდა. წყვილმა გადაწყვიტა არ დანებებულიყო. ისინი მოითხოვდნენ კანონში ცვლილებების შეტანას სოციალურ მედიაში ბულინგის შესახებ. საბოლოოდ, ლორი დრიუ მაინც თავისუფალი დარჩა.
მეგან მეიერის საქმეს საზოგადოების ფართო პროტესტი მოჰყვა. რონისა და თინას სიმტკიცის წყალობით, მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავს შევიწროებას ინტერნეტში. კრიმინალიზებული გახდა დაშინება, ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობა ინტერნეტში. მოგვიანებით, 2009 წელს, სპეციალური ცვლილება შევიდა ზრდასრული ადამიანის მიერ არასრულწლოვნის ბულინგის საქმეზე. მას ერქვა "მეგან მეიერის კანონი".
მიუხედავად იმისა, რომ კანონი ვერ სჯიდა ლორი დრიუს, ამის გაკეთება ხალხმა მოინდომა და, მას შემდეგ, რაც მედიის საშუალებით ცნობილი გახდა, ვინ იყო მეგან მეიერის მკვლელი, მოსახლეობამ დრიუს სახლის დანგრევა სცადა. თინა მეირი კი მათ სიმშვიდისკენ მოუწოდებდა და ამბობდა, რომ არ უნდოდა სისასტიკის მომსწრე გამხდარიყო. ლორი დრიუს მოუწია სამსახურის დატოვება, მან ვერ შეძლო კოლეგების სიძულვილთან გამკლავება. მან ქალიშვილი გაგზავნა საცხოვრებლად სხვა ქალაქში, ცდილობდა, საიმედოდ დაემალა ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ. ის ნამდვილ სახელსა და გვარსაც დიდი ხნის განმავლობაში მალავდა.
თინა და რონი განქორწინდნენ. თინამ არ შეწყვიტა საკუთარი თავის დადანაშაულება ქალიშვილის გარდაცვალებაში, ხოლო მან რონიმ მიიღო ის, რაც მოხდა. ოჯახი დაიშალა. თინა და მისი ქალიშვილი, ელისონი, გაემგზავრნენ სხვა ქალაქში, ხოლო რონი ძლივს ახერხებს თავის გატანას და მკურნალობს ფსიქიატრთან. მისი მდგომარეობა ახლა უკიდურესად არასტაბილურია.
თინა მეირი იხსენებდა, რომ გარდაცვალების დღეს მეგანს საძულველი ბრეკეტები უნდა მოეხსნა: „ის ამ დღეზე დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა. მე ვთხოვდი, წამოსულიყო სტომატოლოგთან... მას რომ მხოლოდ ერთი დღე მოეცადა, ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა...“