ბლოგი

ღალატი, სასიყვარულო სამკუთხედი, აბორტი: როგორ დაკარგა თავი დემი მურმა ეშტონ კატჩერთან ქორწინების დროს და როგორ აღმოჩნდა სიკვდილის ზღვარზე

ღალატი, სასიყვარულო სამკუთხედი, აბორტი: როგორ დაკარგა თავი დემი მურმა ეშტონ კატჩერთან ქორწინების დროს და როგორ აღმოჩნდა სიკვდილის ზღვარზე

11 ნოემბერს დემი მური 59 წლის გახდა. მის ცხოვრებაში ადგილი ყველაფრისთვის იყო - ბრწყინვალე როლები, თაყვანისმცემლები და პირადი ცხოვრების სირთულეები, რამაც იგი ნერვულ აშლილობამდე მიიყვანა და სერიოზული დაავადებები, რამაც იგი კინაღამ იმსხვერპლა.
დემი მური და ეშტონ კატჩერი ოფიციალურად განქორწინდნენ 2013 წელს (მათ შეწყვიტეს ერთად ცხოვრება ორი წლით ადრე). როცა ფორმალობა მოგვარდა, ორივე თავისი გზით წავიდა. ეშტონის გზა დაშორების შემდეგ შედარებით მარტივი აღმოჩნდა, ოჯახის დანგრევა დემიმ კი უფრო რთულად გადაიტანა. წლების განმავლობაში, თუ შევადარებთ მათ მიღწევებს,

კატჩერი ლიდერობს ყველა ფრონტზე: ქორწინება მილა კუნისთან, ორი შვილი, სტაბილურად მზარდი ქონება, ინვესტიციები ისეთ სტარტაპებში, როგორებიცაა Spotify და Shazam-ი.

ამის პარალელურად კი, დემი მური დიდი ხნის განმავლობაში აღარ თამაშობდა ფილმებში. ამბობდნენ, რომ ის რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო. ჭორების თანახმად, მური რამდენიმე წლის განმავლობაში სწერდა ტკივილით სავსე მესიჯებს კატჩერს, მაშინაც კი, როცა უკვე იცოდა, რომ ის და კუნისი სერიოზულ ურთიერთობაში იყვნენ. დროდადრო ის ჩნდებოდა სოციალურ ღონისძიებებსა და წვეულებებზე, თუმცა ბევრად უფრო ხშირად სტუმრობდა ფსიქოლოგებს, სულიერ გურუებს და ექიმებს - იმუნოლოგებიდან დაწყებული, ნორკოლოგებით დამთავრებული. საკუთარ თავზე მრავალწლიანი მტკივნეული შრომის ნაყოფი იყო წიგნი, რომელიც დემიმ 2019 წელს გამოუშვა. მას Inside Out-ი ჰქვია, რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც "შიგნიდან გარეთ". ზოგიერთ ვერსიაში მას "ჩემი არასრულყოფილების ამბავი" დაერქვა. წიგნში მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იქცა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მსახიობი, წარმატებული დედა, ცოლი, მომხიბვლელი ქალი, ბევრისთვის მისაბაძი ვარსკვლავი ერთ უბრალო ქალად, რომელმაც ყველაფერი დაკარგა.

დემი მური წიგნის გამოშვებასთან დაკავშირებით ინტერვიუებს მხოლოდ ავტორიტეტულ წყაროებს, მაგალითად, Harper's Bazaar-სა და The New York Times-ს აძლევდა. ის სიტყვებს ძალიან ფრთხილად არჩევდა და ამბობდა, რომ მიუხედავად ყოფილი ქმრის ღალატისა, არ სურს, ვინმე დაადანაშაულოს ან საკუთარ თავს მსხვერპლი უწოდოს, მას უბრალოდ სიმართლის თქმა სურს. მან ნათლად წარმოაჩინა, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა წყვილის ცხოვრება სიბნელით იყო მოცული. ისინი ერთმანეთს 2003 წლის გაზაფხულის ბოლოს ნიუ-იორკში შეხვდნენ. მაშინ თავისუფლებისა და თავგადასვლების მოყვარული მური სამი წლის განქორწინებული იყო ქმართან, მაგრამ ეშტონს ჯერ კიდევ ჰქონდა ურთიერთობა ბრიტანი მერფისთან. დემი და ეშტონი ერთმანეთს მეგობრების მიერ გამართულ წვეულებაზე, რესტორანში შეხვდნენ. მათ თვალებში ნაპერწკლები ერთდროულად აინთო და ვახშმის შემდეგ მათ მთელი ღამის განმავლობაში ბევრი ისაუბრეს.



ნიუ-იორკიდან ორივე საცხოვრებლად მშობლიურ ლოს-ანჯელესში გადავიდა, სადაც კატჩერმა დაიწყო დემისთან ხშირად სტუმრობა. იმ დროს ის უფრო პოპულარული ბიჭი იყო: მაღალი, სიმპათიური, ნიჭიერი, მოდური, MTV ვარსკვლავი, რომლის პლაკატები ამშვენებდა ასიათასობით გოგონას საძინებელს მთელ მსოფლიოში... მაგრამ დემის წინაშე მორცხვი იყო.

უნდა გვახსოვდეს, რომ უილისთან განქორწინებისთანავე დემიმ დატოვა ჰოლივუდი და ქალიშვილებთან ერთად გადავიდა აიდაჰოს რანჩოში, სადაც მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. მან დაიწყო საკუთარ თავზე ზრუნვა და 50 წლისა 25 წლის გოგოს დაემსგავსა. ბევრს წერდნენ მისი აშკარა ტრანსფორმაციის შესახებ, თუმცა ფაქტი ნათელი იყო - ის იყო ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი, ფენომენალური მსახიობი ჰოლივუდში. ასეთი ქალის გვერდით ეშტონი ნამდვილად ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა და ამ ბედნიერების თავადაც არ სჯეროდა... წყვილის რომანი მალევე გახმაურდა. მათ დაიწყეს ერთად სიარული კალათბურთის თამაშებზე, ფილმების პრემიერებსა და წვეულებებზე, ერთმანეთის გვერდით ამაყად პოზირებდნენ. ერთად ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს მართლა ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილი.

დემი მური ამბობს, რომ კატჩერთან ურთიერთობა იმ გრძნობების შევსება იყო, რაც მას ახალგაზრდობაში აკლდა. ის ეშტონს ბედის საჩუქარს უწოდებდა ყველა იმ განსაცდელისთვის, რაც მანამდე გამოიარა. დემის რთული ბავშვობა და ახალგაზრდობა დიდი ხანია, საიდუმლო არ არის. ჰიპი მშობლები, მუდმივი სიღარიბე და შიმშილის დაუოკებელი გრძნობა, ალკოჰოლიკი მამა, დედა, რომელიც დროდადრო თავის მოკვლას ცდილობს. 14 წლის ასაკში დემიმ და მამამისმა ძლივს გადაარჩინეს იგი მორიგი მცდელობის შემდეგ. დემის თავადაც ჰქონდა პრობლემები ნივთიერებებსა და ალკოჰოლთან. 15 წლის ასაკში იგი გააუპატიურა კაცმა საკუთარი დედის ნებართვით, რომელმაც ამისთვის 500 დოლარი მიიღო. 16 წლის ასაკში, დაბადების დღეზე, მურიმ მიატოვა სახლი და დაიწყო ცხოვრება შეყვარებულთან. ორი წლის შემდეგ მას შეუყვარდა პირველი ქმარი, მუსიკოსი ფრედი მური. სიყვარული ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ქორწილიდან რამდენიმე დღეში მან სხვასთან უღალატა. დემი იხსენებს, რომ საჭიროდ თავს მხოლოდ მაშინ თვლიდა, როცა კაცისგან ყურადღებას იგრძნობდა. ამიტომ, ფილმებში გაშიშვლებაზე უარს არ ამბობდა, პირიქით, უხაროდა კიდეც ასეთი პერსპექტივები - საკუთარი თავის გამოჩენის საუკეთესო შანსი!

ფრედი მურთან განქორწინების შემდეგ ის არასოდეს ყოფილა მარტო და ერთი რომანიდან მეორეზე ხტებოდა. ის ხვდებოდა ბრიუს უილისსაც, თუმცა ეს კავშირი წარმატებული არ აღმოჩნდა.
როდესაც დემი ორმოცი წლის ასაკში შეხვდა 25 წლის ეშტონს, მან ჩათვალა, რომ ღმერთმა მისცა შანსი, თავიდან გაეარა ახალგაზრდობის წლები, რომლებიც მან ალკოჰოლსა და გაურკვეველ ადამიანებთან ურთიერთობას დაუთმო. ახლა მის გვერდით არის ლამაზი, ახალგაზრდა, სიმპათიური მამაკაცი. ის თავადაც არანაკლებ ლამაზია და აქვს გასული წლების გამოცდილება და სიბრძნე. მური ამბობდა, რომ ყველა შეცდომა უკვე დაშვებული ჰქონდა და დასვენებისა და გართობის დრო დადგა.



დემი არ ჩქარობდა მესამე ქორწინებას ან ეშტონს ასაკის გამო ეშინოდა გრძელვადიანი ვალდებულებების. სინამდვილეში, მიზეზი სრულიად განსხვავებული იყო - და ძალიან სამწუხარო. მათი რომანის დასაწყისშივე იგი დაორსულდა, 41 წლის ასაკში მიიღო ეს მოვლენა, როგორც საჩუქარი და ზემოდან მათი კავშირის დამტკიცება. დემი მურს ექვსი თვის შემდეგ მუცელი მოეშალა. გოგონასთვის სახელიც კი შერჩეული ჰქონდა, ჩაპლინ რეი. უბედურება საიდუმლოდ ინახებოდა - ისევე, როგორც ორსულობის ფაქტი. მაშინ პრესაში არაფერი დაწერილა. დიდი ძალისხმევით, დემიმ და ეშტონმა განაგრძეს ღიმილი და სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს, მაგრამ ასეთი რამ უკვალოდ არ გადის: დემიმ კვლავ დაიწყო სასმლის მოხმარება და გადაწყვიტა, რომ ეს მთლიანად მისი ბრალი იყო. მან ვერ შეძლო იმ ბავშვის გაჩენა, რომელიც ორივეს სურდა. ეშტონი ამ რთულ დროს დემის გვერდით დაუდგა და ერთად დაიწყეს მკურნალობა, რათა შვილი ჰყოლოდათ, თუმცა ეს მცდელობა წარმატებით არ დასრულებულა. 2005 წელს მათ იქორწინეს, ქორწილი 100 ყველაზე ახლო ადამიანის თანდასწრებით გადაიხადეს და ამ დროს დემი კვლავ ალკოჰოლისა და ნივთიერებების პრობლემას ებრძოდა. მუცლის მოშლის შემდეგ დემის ყველაფრისადმი შიში გაუჩნდა. ფიქრობდა, რომ ეშტონი მას მიატოვებდა. „შუახნის ცოლმა“ უცებ დაიწყო ტაბლოიდების კითხვა და ყველაფერი გულთან ახლოს მიიტანა. ამასობაში კი მათ ურთიერთობაში ბზარებიც გაჩნდა.

პრესა იცნობს ორ გოგონას, რომლებთანაც ეშტონმა დემის უღალატა. ესენი არიან ბრიტნი ჯონსი და სარა ლილი. პირველი კატჩერთან კომუნიკაციის დროს (2010 წელს) 21 წლის იყო, მეორე, ერთი წლის შემდეგ, 2011 წელს, - ოცდასამის. მსახიობმა კატეგორიულად უარყო ყველაფერი, მაგრამ დემიმ მოგვიანებით თქვა, რომ ქმარმა მას მართლაც უღალატა. ბრიტნი ჯონსმა და სარა ლილიმ ეშტონთან ურთიერთობის ამბავი გამოცემა US Weekly-ს მიჰყიდეს. სარა ლილი ჰყვებოდა, თუ რამდენად მშვენიერი და ნაზი იყო ეშტონი, რომ ის საერთოდ არ ჰგავდა სხვა ვარსკვლავებს. მურიმ ამაზე თვალი დახუჭა და ცდილობდა, ყველაფერი დაევიწყებინა. „დიდი მწუხარებით და დამძიმებული გულით უნდა განვაცხადო, რომ ეშტონთან ჩემი ექვსწლიანი ქორწინება დასრულდა“, - თქვა დემიმ 2011 წლის 17 ნოემბერს. შემდეგ დაიწყო ორწლიანი განქორწინების პროცესი. ეშტონი მთელმა მსოფლიომ აღიარა მოღალატედ, მაგრამ დემისთვის ეს შვება არ ყოფილა. ის წვეულებიდან წვეულებაზე დადიოდა, დროს უამრავი კაცის გარემოცვაში ატარებდა და ცდილობდა, ეს ტრავმა დაევიწყებინა. ამით მას შვილებთან ურთიერთობაც გაუფუჭდა, მთლიანად ჩამოშორდა სკაუტსა და ტალულას, ხოლო რუმერი, როგორც ყველაზე უფროსი, ცდილობდა, დედას გვერდით დადგომოდა.



2012 წელს, ერთ-ერთ წვეულებაზე, სადაც მური რუმერთან ერთად მივიდა, მსახიობმა ჯერ აკრძალული ნივთიერება მიიღო, შემდეგ კი "სიცილის" აზოტის ოქსიდი ჩაისუნთქა. მას კრუნჩხვა დაემართა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუმერს ის არც ერთი წამით არ დაუტოვებია.
დემი მური ერთდროულად დაეცა პირადი ცხოვრების, კარიერისა და საკუთარი ჯანმრთელობის ფრონტზე. მას სხვადასხვა ორგანოს უკმარისობა დაემართა და, როგორც თავად ამბობდა, აქტიურად მკურნალობდა. სიტუაცია კი დადებით დინამიკას ინარჩუნებდა. სწორედ ამის შემდეგ „მოეგო გონს“ მსახიობი და ამის დასტურია სწორედ მისი წიგნიც. დემისთვის მემუარების წერა ძლიერ თერაპიად იქცა. ამის პარალელურად, ის რეაბილიტაციას გადიოდა ნარკოლოგებთან, ფსიქოლოგებთან... აღადგინა და დაალაგა ურთიერთობები შვილებთან, რამაც, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო განკურნებას.

ამერიკულ Harper's Bazaar-თან ინტერვიუში დემიმ გაამხილა თავის შესახებ მოულოდნელი და, გარკვეულწილად, საშიში დეტალი - ის აგროვებს თოჯინებს და ყოველთვის ატარებს რამდენიმე საბავშვო სათამაშოს ჩანთით. ჩვეულებრივ, ეს არის ცხოველი, როგორიცაა დათვი ან მაიმუნი. მისი თქმით, ეს ყველაფერი უილისთან განქორწინების შემდეგ დაიწყო: „მე მიყვარს ეს პაწაწინა სახეები. მომწონს, როგორ მიყურებენ ყველგან. ისინი გეხმარებიან, რომ ცხოვრება ზედმეტად სერიოზულად არ მიიღო“. კიდევ ერთი ჰობი არის ფიტულები. ცხოველთა უფლებების დამცველების რისხვის შიშით, მური ხაზს უსვამს, რომ მის სახლში მხოლოდ ბუნებრივი სიკვდილით დაღუპული არსებების ფიტულებია.
როგორც დემი მური ამბობს, ის მზადაა, ღიად და გულახდილად ისაუბროს საკუთარ ცხოვრებაზე, ტკივილზე, ტრავმებზე... ფსიქოლოგები კი განმარტავენ, რომ სწორედ ესაა ნიშანი იმისა, რომ მის ცხოვრებაში კრიზისი დასრულდა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93