იმისათვის, რომ რაღაც ახალი შემოვიდეს თქვენს სახლში და თქვენს ცხოვრებაში, თქვენ უნდა გამოყოთ ადგილი ამისთვის. ამისთვის წლის ბოლო თვე საუკეთესო დროა. არასაჭირო ნივთებისგან თავის დაღწევა ზოგისთვის ძალიან რთულია, რადგან, ხშირად, სახლში არსებულ თითოეულ ნივთთან ჩვენ ემოციური კავშირი გვაქვს, თუმცა მათაგნ გათავისუფლების არაერთი მარტივი გზა არსებობს. რაც უნდა უცნაური იყოს, ყველა სახლში არის 100 ნივთი, რომელსაც ადამიანი არასდროს გამოიყენებს, სთხოვეთ საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებს მათი შეგროვება და ნახავთ, რამდენ ადგილს გამოათავისუფლებთ. კიდევ ერთი წარმატებული მეთოდია, როცა რაიმე ახალს იყიდით, სახლიდან ორი მსგავსი ნივთი უნდა მოიშოროთ. ეს მიდგომა გაცნობიერებულ მომხმარებლად გაქცევთ და დაგაფიქრებთ, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ნივთი, რომელსაც ყიდულობთ.
18 რამ, რაც ახალ წლამდე უნდა მოიშოროთ
ვადაგასული საკვები
თუკი თქვენ სასურსათო მარაგზე ზრუნავთ და თვეში ერთხელ და რამდენჯერმე დადიხართ საყიდლებზე, აუცილებლად გექნებათ საკვები, რომელსაც ვადა უკვე გაუვიდა ან მალე გაუვა. დაალაგეთ საკუჭნაო და გადაყარეთ ასეთი სურსათი.
კოსმეტიკა და სილამაზის პროდუქტები
საკუჭნაოში სასურსათო პროდუქტების მსგავსად, სილამაზის პროდუქტების უმეტესობას არ აქვს ძალიან გრძელი შენახვის ვადა. ეს ვადა შეიძლება იყოს ბევრად უფრო მოკლე, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. თუ არ გახსოვთ, როდის იყიდეთ ან გახსენით ნივთი, დიდია შანსი, რომ ის უკვე ვადაგასულია. შეფუთვის გახსნის შემდეგ კოსმეტიკა, ჩვეულებრივ, ინახება 6-დან 12 თვემდე.
ვადაგასული მედიკამენტები
დარწმუნდით, რომ გადაყარეთ მედიკამენტები უსაფრთხო გზით და გადახედეთ წამლების ჩანთას მინიმუმ ყოველ ექვს თვეში ერთხელ მომავალში.
ძველი სანთლები
თუ დაგრჩათ ბევრი სანთელი, რომელიც არ აგინთიათ, გამოიყენეთ ისინი ახალ წლამდე ან უბრალოდ მოიშორეთ. ისინი აგროვებენ მტვერს სახლში და დროთა განმავლობაში უსიამოვნო სუნს აფრქვევენ.
ძველი კაბელები და დამტენები
უკვე გაფუჭებული ან უმოქმედო ტელეფონების, ტაბლეტების, კომპიუტერების, ბავშვების სათამაშოებისა თუ სხვა ტექნიკის დამტენები საჭირო არ არის! მიუხედავად იმიდა, რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს, მათ ოდესმე ისევ გამოიყენებს, გჯეროდეთ, რომ ისინი უბრალოდ ადგილს იკავებენ და, ადრე თუ გვიან, მათი გადაყრა მაინც მოგიწევთ.
ცალ-ცალი წინდები
თუ სამრეცხაო კალათაში წინდის მეორე ცალს ვერ იპოვეთ, გამოიყენეთ იგი მტვრის ნაჭრის ნაცვლად და შემდეგ გადააგდეთ. ნუ შეინახავთ დაზიანებულ კოლგოტებსაც, რადგან მათი გაოყენების შანსი ნულია, ადგილი, კი რომელსაც ისინი იკავებენ, ძალიან დიდი.
დაკაწრული ჭურჭელი
უპირველესად, დაკაწრული ჭურჭელი არ არის უსაფრთხო. გაითვალისწინეთ, რომ ქვაბისა და ტაფის გამოყენების საშუალო დრო, ინტენსიური მოხმარების პირობებში, არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს.
შუშის ქილები და თუნუქის ხუფები
დიახ, ქილების გამოყენების მრავალი გზა არსებობს სხვადასხვა საჭიროებისთვის, მაგრამ თუ არ მოგწონთ წვრილმანი ხელნაკეთობები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაგჭირდეთ ისინი. ამასთან, თუ მოულოდნელად დაგჭირდათ, მათი შეძენა იაფად და მარტივად ყველგან შეგიძლიათ.
მაცივრის მაგნიტები
ზოგიერთ ოჯახში მაცივარი იმდენადაა მაგნიტებით დაფარული, რომ მისი ფერის გარჩევაც კი რთულია. ასეთ დროს, უნდა გაიაზროთ, ეს უბრალოდ გადაყრილი ფულია და აზიანებს კიდეც მაცივარს.
ძველი თეთრეული
ქალებს უყვართ თეთრეულის, საბნებისა და ბალიშების განახლება. ამიტომ, ხშირად გადაახარისხეთ თქვენი თეთრეული და მოიშორეთ ისეთი, რომლეიც არ ერგება თქვენს ლეიბებსა და ბალიშებს, რადგან გამოათავისუფლოთ დიდი ადგილი და მოიშოროთ გამოუყენებელი ნივთები.
ძველი დოკუმენტები
რეცეპტები, ქვითრები, ვადაგასული მინდობილობა, გარანტიები და ქაღალდის სხვა ნარჩენები, რომლებსაც ვადა უკვე გაუვია, არაფერში გჭირდებათ. უმჯობესია, ჩააბაროთ მაკულატურაში ან უბრალოდ გადაყაროთ.
სამზარეულოს გაჯეტები
სამზარეულოში მტვერს სწორედ ყუთებში შენახული გამოუყენებელი გაჯეტები აგროვებს. გაეცით ისინი, დაასაჩუქრეთ მეგობრები, ახლობლები, ან გაყიდეთ.
უცნაური საჩუქრები
ხშირად გვიჭირს განშორება ყველაზე სასაცილო საჩუქრებთანაც კი. მაგრამ თუ დანაშაულის გრძნობა გაგიჩნდებათ, გახსოვდეთ, რომ საჩუქარი გაცემის მომენტში უნდა მოეწონოს ანდერსატს და შემდეგ შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც გსურთ, თუნდაც გადააგდოთ.
სადღესასწაულო დეკორაციები
ახლა შესანიშნავი დროა გულდასმით გადახედოთ თქვენი ნაძვის ხის დეკორაციებს და დატოვოთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად მოგწონთ. რაში გჭირდებათ მახინჯი პლასტმასის ბურთულების თაიგული, რომლებიდანაც საღებავი ადგილ-ადგილ გადასულია?!
ძველი საბავშვო სათამაშოები
გადაყარეთ ყველაფერი, რაც გაფუჭებულია და გაეცით ყველაფერი, რაც კარგ მდგომარეობაშია, თუ თქვენი შვილი მათ აღარ იყენებს. ამით სხვებსაც გაახარებთ და სახლში უზარმაზარ ადგილსაც გამოათავისუფლებთ.
ძველი ბალიშები
ზოგჯერ ქალებს ძალიან უყვართ სახლის ყველა კუთხეში ბალიშების დაყრა. ეს ნამდვილად კომფორტულია, თუმცა ეცადეთ, ზედმეტი არ მოგვიიდეთ. გადაყარეთ ყველა ის ბალიში, რომელიც გარდერობში ადგილს ტყუილად იკავებს.
სხვისი ნივთები
ისინი აუცილებლად უნდა დაუბრუნოთ მათ კანონიერ მფლობელს, ისევე როგორც ყოფილთა ნივთები ან ის ნივთები, რომლებსაც თქვენთვის სევდიანი მოგონებები უკავშირდება.
რაღაც დიდი
ბოლო ნაბიჯი არის რაღაც დიდის მოშორება, რომელიც უკვე ძველია, არ მოაქვს სიხარული, დიდ ადგილს იკავებს, მაგრამ არასოდეს გამოიყენებთ. ეს შეიძლება იყოს ავეჯი, სკუტერი, ველოსიპედი... გახსოვდეთ, რომ ძველი ნივთების მოშორებით გამოათავისუფლებთ ადგილს ახალებისთვის, რომლებიც ახალ ემოციას, ახალ თავგადასავლებს მოგიტანთ.