კითხვები, რომლებიც ხშირად აწუხებთ ქართველ ქალებს გათხოვების შემდეგ.
ჩემი მაგალითი რომ მოგიყვანო, დედაჩემი ბებიას სულ დედას ეძახდა. მას შემდეგაც კი, რაც მშობლები დაშორდნენ, ყოველთვის ამბობდა, ისეთი ახლო ურთიერთობა გვქონდა, მშობელ დედაზე მეტად მიგებდა, ამიტომ ჩემგან ნათქვამი "დედა" ხელოვნური და ძალდატანებით არ იყო, სხვაგვარად უბრალოდ ევრც წარმომედგინაო.
ასეთი შემთხვევები ალბათ იშვიათია. განსაკუთრებით, ქმართან დაშორების შემდეგ, თუმცა დედამთილთან დამოკიდებულება და ურთიერთობა რომ ერთ-ერთი განმსაზღვრელია იმისა თუ რას დავუძახებთ მას, ფაქტია.
მხოლოდ საქართველოში არ ეძახიან დედამთილებს დედას, ასე სხვა ქვეყნებშიც იქცევიან, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ჩვენთან ეს ხშირად ძალდატანებით და იძულების წესით ხდება. როდესაც ქალი "ოჯახში შედის", აუცილებელია დაემორჩილოს ქმრის მშობლის წესებს და დაუძახოს ის, რაც მას სურს.
აი, ასე პირდაპირ მივიდა ჩემს მეგობართან დედამთილი და უთხრა, - სხვა მომართვა არ გამაგონო, დედა დამიძახეო! ჩემი მეგობარი ჯერ დაიბნა და ვერაფერი უპასუხა, თუმცა შემდეგ, როდესაც თქვა, რომ დედას მშობელი დედის გარდა სხვას ვერავის დაუძახებდა, ურთიერთობაც უცებ დაიძაბა...
თუ დედამთილთან მართლა ისეთი თბილი ურთიერთობა გაქვთ, რომ დედის დაძახება გსიამოვნებთ კიდეც, რა პრობლემაა, მაგრამ, აი, ეს დაძალება, მოთხოვნა და შემდეგ ამაზე პრობლემის შექმნა, ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი საქციელია...გაგრძელება