ბლოგი

22 წლის ირანელი გოგოს თავისუფლებისთვის შეწირული სიცოცხლე - ვინ იყო მაჰსა ამინი და როგორია ტრადიცია, რომელმაც ის იმსხვერპლა

უკვე რამდენიმე დღეა, ირანის ქუჩები საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოსახლეობა პროტესტს პოლიციასა და მთავრობას უცხადებს, რომელთაც 22 წლის მაჰსა ამინი სასიკვდილოდ გაიმეტეს. როგორც ცნობილია, აქტივისტები პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ, რაც თმის საჯაროს შეჭრასა და ჰიჯაბის დაწვას გულისხმობს. 

ამბავი იმით დაიწყო, რომ მორალისა და ზნეობის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის ავტომობილიდან გადმოიყვანა, ძალდატანებით პოლიციის მანქანაში ჩასვა და განყოფილებისკენ წაიყვანა. პოლიციის წარმომადგენელმა ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მაქსიმუმ 1 საათში პოლიციიდან გამოუშვებდნენ. ეს სიტყვები ამინის ძმამ, კიარაშმაც
დაადასტურა, თუმცა, როდესაც ოჯახი განყოფილებასთან მივიდა, პარალელურად, ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანა გამოჩნდა, ექიმებმა კი შენობიდან საკაცეზე დაწვენილი უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი გამოიყვანეს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ მაჰსას პოლიცია ფიზიკურად მანქანაშივე გაუსწორდა, განყოფილებაში კი ამის შემდეგ გადაიყვანეს.

როგორც კი ეს ამბავი გახმაურდა, ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ საქმის გამოძიების განკარგულება გასცა. 

„გოგონა თეირანის პოლიციის განყოფილებაში გაგზავნეს, რა დროსაც გულის შეტევა დაემართა. იქ სხვა ადამიანებიც იმყოფებოდნენ“, - ამბობს პოლიცია.

მალევე ირანის პოლიციამ ვიდეოკადრები გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ გოგონა კამერისკენ ზურგით დგას და ერთ-ერთ პიროვნებას ესაუბრება. ამ დროს ეცემა ძირს, რამდენიმე წამში 5 კაცი შედის ოთახში და საკაცით გაჰყავს. რა თქმა უნდა, ამ ვიდეოში უამრავი საეჭვო გარემოებაა, მაგალითად, ის, რომ გოგონას უცნობ მამაკაცთან საუბრის მომენტში ფანჯრიდან დღის სინათლე ჩანს, საკაცით გაყვანისას კი უკვე ღამეა.

მასიური არეულობის შემდეგ ირანში ქალებმა ჰიჯაბი მოიხსნეს და საქვეყნოდ დაწვეს. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში აზრი ორად გაიყო, მამაკაცების გარკვეული რაოდენობა ქალებს მხარს უჭერს და სხვადასხვა აქციაზეც მათ გვერდში არიან, თუმცა ბევრია ისეთიც, ვინც ჰიჯაბმოხსნილ ქალებს ქუჩაში ფიზიკურადაც კი უსწორდება. 

„ვიმედოვნებ, რომ დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ, ქალებს, ჩვენივე ფუნდამენტური უფლებებისთვის ბრძოლა აღარ მოგვიწევს. დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქალი ირანელი ქალების ბრძოლით ამაყობენ. გილოცავთ ქალების დღეს!“ - ისმის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში, რომელშიც დემონსტრანტები საკუთარ აზრს გამოხატავენ. 

„ამინი ჩვენი ხმა გახდა. მოდით და დაგვიჭირეთ ყველა, ვინც მშვიდობის, თავისუფლებისა და ადამიანური ღირსების შენარჩუნებისთვის ვიბრძვით“, - ამბობს ერთ-ერთი მათგანი. 

ირანში მაჰსა ამინი უკვე ითვლება ქალების თავისუფლებისა და უფლებებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93