ეს არის კოსტიუმების, საშიში დეკორაციების, ზღაპრებისა და ტკბილეულის დღესასწაული, რომელიც ბავშვებსა და უფროსებს ერთნაირად უხარიათ.
საიდან მოდის ჰელოუინის აღნიშვნის ტრადიცია?
„ჰელოუნი“ სათავეს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან იღებს. სიტყვა Hallow მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან holy, რაც წმინდას ნიშნავს. შუა საუკუნეებში აღნიშნავდნენ ყველა „წმინდანის დღეს“ (All Hallows' Day), ხოლო წინა ღამეს, საღამოს ლოცვისას, აღინიშნებოდა ყველა წმინდანის ღამე (All Hallows' Eve) ეს სიტყვები
"ჰელოუინის" ისტორია სათავეს იღებს წარმართული ფესტივალიდან, სახელად "სამჰაინი", რომელიც 1-ელ ნოემბერს იმართებოდა, თუმცა წინა ღამეს იწყებოდა სამზადისი. სწორედ ამიტომ აღინიშნება დღეს "ჰელოუინი" 31 ოქტომბერს.
"სამჰაინი" წარმართული ფესტივალი იყო. ამ დღეს ხალხს სჯეროდა, რომ საზღვარი ჩვენს სამყაროსა და სულების სამყაროს შორის განსაკუთრებით თხელი ხდებოდა და მიცვალებულებს შეეძლოთ ჩვენს სამყაროში გადმონაცვლება.
ეს დღესასწაული მოიცავდა უამრავ რიტუალურ ცერემონიას სულებთან დასაკავშირებლად, რადგან კელტები პოლითეისტები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღესასწაულების შესახებ ბევრი დეტალი არ არის ცნობილი, ბევრს სჯერა, რომ კელტები ზეიმობდნენ კოსტიუმებში, ინიღბებოდნენ, რათა ვერ გაერჩიათ მიცვალებულებისგან.
კიდევ ერთი პოპულარული რიტუალი სარკეში ყურება იყო, რადგან ხალხს სჯეროდა, რომ სარკეში ჩახედვით დაინახავდნენ თავიანთ მომავალს.
"სამჰაინის" წარმართული დღესასწაულის რელიგიურ დღესასწაულად შეცვლა პაპ გრიგოლ IV-ის სახელს უკავშირდება. მან ყველასთვის ცნობილი „ყველა წმინდანის დღე“ 1-ელ ნოემბერს გადმოიტანა, მაშინ, როცა ეს დღესასწაული 13 მაისს აღინიშნებოდა.
შუა საუკუნეების "ჰელოუინი" განსხვავდებოდა დღევანდელისგან. მას მეტი რიტუალური და რელიგიური დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე დღეს. ამ დღეს კოსტიუმების და ნიღბების დახმარებით ყველას შეეძლო ყოფილიყო ის, ვინც უნდოდა.
ცხადია, დღეს ამერიკაში "ჰელოუინი" პოპულარულ დღესასწაულად რჩება, მაგრამ სინამდვილეში ის თითქმის არ გასცდა ატლანტის ოკეანეს. პურიტანები არ ეთანხმებოდნენ დღესასწაულის წარმართულ ფესვებს, ამიტომ მასში მონაწილეობას არ იღებდნენ.
„ჰელოუინმა“ ამერიკაში მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მიიღო მასშტაბური სახე, როდესაც ირლანდიელმა და შოტლანდიელმა ემიგრანტებმა დაიწყეს ამერიკაში ჩამოსვლა.
დროთა განმავლობაში, დღესასწაულმა რელიგიური და რიტუალური დატვირთვა დაკარგა და ძირითადად ბავშვების და მოზარდების გასართობი დღესასწაული გახდა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, არამხოლოდ ბავშვები, უფროსებიც დიდი სიხარულით აღნიშნავენ ამ დღეს, საყვარელი პერსონაჟების ფორმებში იმოსებიან და ერთი დღით ხდებიან ისეთები, როგორებადაც თავი წარმოუდგენიათ.
წელსაც ყველასთვის საყვარელმა ცნობილმა ადამიანებმა სხვადასხვა კოსტიუმი მოირგეს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
ქენდალ ჯენერი

ლიზო

კიმ კარდაშიანი

კაილი ჯენერი

მირანდა ქერი

მოამზადა ნინელი აბულაძემ