2021 წელს აშშ-ის აიოვას შტატში მომხდარი მასწავლებლის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები სამშაბათს გამართულ სასამართლო პროცესზე გაირკვა. გამომძიებლების აზრით, ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ 16 წლის ბიჭებმა ესპანური ენის პედაგოგი დაბალი ნიშნის დაწერის გამო მოკლეს.
66 წლის ნოემა გრაბერი გასულ წელს, 2 ნოემბერს მოკლეს, ბრალდებულები კი მისივე მოსწავლეები, უილარდ მილერი და ჯერემი გუდეილი არიან. გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ მილერი ესპანური ენის მასწავლებელს მისი მკვლელობის დღეს შეხვდა, რათა მისთვის დაწერილ ცუდ ნიშანზე ესაუბრათ. ამავე დღეს, მოგვიანებით, მასწავლებელი საკუთარი მანქანით იმ პარკში სასეირნოდ წავიდა, რომელსაც ყოველდღე სტუმრობდა. მეორე დღეს პედაგოგის უმოწყალოდ ნაცემი ცხედარი პარკშივე გადამალული იპოვეს.
გამომძიებლების თქმით, თინეიჯერმა ბიჭებმა, რომლებიც იმ დროისთვის 16 წლისები იყვნენ, მასწავლებელი ბეისბოლის კეტით მოკლეს, მისი სხეული გადამალეს, შემდეგ კი სოციალურ მედიაში ჩადენილ დანაშაულზე ტრაბახობდნენ მეგობრებთან.
წაიკითხეთ სრულად