თანამედროვე ცხოვრების წარმოდგენა თითქმის შეუძლებელია მუსიკის გარეშე, და სადაც არის მუსიკა, არის ყურსასმენები, რომლებიც საშუალებას გაძლევს, ისიამოვნო შენი საყვარელი მელოდიებით ყველგან, ნებისმიერ დროს, სხვების შეწუხების გარეშე.
ვფიქრობ, ყურსასმენებსა

იცით, რომ მუსიკით მკურნალობის მეთოდი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა?
პითაგორა, არისტოტელე და პლატონი თვლიდნენ, რომ მუსიკას შეუძლია აღადგინოს დარღვეული ჰარმონია ადამიანის სხეულში. ფსიქიატრიაში თერაპიული მიზნით მუსიკის გამოყენება მე-19 საუკუნეში დაიწყეს. დღეს მუსიკის დადებითი გავლენა დადასტურებულია სპეციალისტების მიერ და ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში.
როგორ ზემოქმედებს სხვადასხვანაირი მუსიკა:
- ნელი მინორი - ხსნის მსუბუქ სიმპტომებს, როგორებიცაა სევდა და ასთენია.
- სწრაფი მინორი - გეხმარება სასოწარკვეთილების, გაღიზიანების და სუიციდური განწყობის დროს.
- ნელი მაჟორი - მოაქვს სიმშვიდე და ჰარმონიის განცდა.
- სწრაფი მაჟორი - გმატებს ენერგიას.
თერაპიისთვის არ არის რეკომენდებული მოუსმინოთ ძალიან სწრაფ, ხმამაღალ და დისონანსურ მუსიკას, რადგან ორგანიზმში ადრენალინის დონე ყველასთვის არ არის სასარგებლო. აუდიო უნდა იყოს ხარისხიანი, ხარვეზების გარეშე. ამიტომ, მნიშვნელოვანია გქონდეთ ხარისხიანი ყურსასმენები.
ყველამ კარგად ვიცით, რამდენად ძვირი სიამოვნებაა მაღალი ხარისხის პროფესიონალური ყურსასმენები, მაგრამ თუ ისინი რაიმე კონკრეტული მიზნებისთვის არ გჭირდებათ (მაგალითად, გეიმინგი, აუდიომონტაჟი და სხვ.), შეგიძლიათ არჩევანი ისეთ ბრენდებზე გააკეთოთ, რომლებიც ხარისხიან პროდუქციას ბიუჯეტურ ფასად ყიდიან. ასეთ ბრენდებს შორის გამოვარჩევდი - Xiaomi (შაომი)-სა და USAMS-ს.
USAMS- ბიუჯეტურ მოდელებს შორის სანდოობით და ხარისხით ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია. საერთაშორისო ლიდერი კომპანია პროდუქციას ჩინეთში აწარმოებს. Usams თითქმის ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი და 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

ყურსასმენს აქვს სენსორი ყურსასმენზე; 28 სთ. მუშაობა; BT5.1 ჩიპი სწრაფი რეაგირებისთვის; 10 მეტრის დისტანციაზე საუბარი; საპასუხო სიხშირე -30 Hz -20 KHz; დეციბელი შეზღუდული - ხმის სიხშირე 95 dB.
![]() |
![]() |
![]() |
Xiaomi უკაბელო ყურსასმენები ANC აქტიური ხმაურის დაცვის მხარდაჭერით უზრუნველყოფს უკეთეს ხარისხს და სუფთა ხმას. ყურსასმენები მხარს უჭერს AAC აუდიოს, რაც ორიგინალური ხმის საუკეთესო რეპროდუქციის გარანტიას იძლევა. ამ ყურსასმენებს ასევე აქვს სენსორული კონტროლი, რომლითაც შეგიძლიათ დაიწყოთ და დაასრულოთ ზარები ან დაუკავშირდეთ ვირტუალურ ასისტენტს. ასევე აქვს ავტომატური კავშირი Bluetooth-თან.
უკაბელო ყურსასმენების ბაზარზე დანერგვა უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური მიღწევაა ყველა მუსიკის მოყვარულისთვის. კაბელების გაუთავებელი გადახლართვა და მათი გასწორება წარსულს ჩაბარდა, რაც ალბათ დამეთანხმებით, ძალიან კარგი ამბავია. განწყობის გასაუმჯობესებლად და სტრესის დასაძლევად ხშირად უსმინეთ მუსიკას. როგორც კი დარწმუნდებით, რომ მუსიკას ჯადოსნური ძალა აქვს, ყურსასმენი თქვენი განუყრელი მეგობარი გახდება.