ბლოგი

5 კულინარიული ხრიკი, რომლებიც ვისწავლე "ნიკორას" მასტერკლასზე აჩი&ქეთო-სგან

5 კულინარიული ხრიკი, რომლებიც ვისწავლე "ნიკორას" მასტერკლასზე აჩი&ქეთო-სგან
კულინარია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჰობია, რომელსაც სიამოვნებით ვუთმობ თავისუფალ დროს, როგორც კი გამოვნახავ. ასევე მიყვარს კულინარიული შოუების ყურება, საიდანაც ბევრ სასარგებლო ინფორმაციას ვიგებ. რამდენიმე თვის წინ ქართველი კულინარების - აჩოს და ქეთოს კულინარიულ მასტერკლასს დავესწარი, რომელიც ქართული ხორცპროდუქტების კომპანიამ „ნიკორა“ კულინარიით დაინტერესებული ადამიანების წახალისების მიზნით გამართა. მართალია, მასტერკლასს ჟურნალისტის ამპლუაში დავესწარი, მაგრამ ამას სულაც არ შეუშლია ხელი, ძალიან საჭირო რჩევები დამემახსოვრებინა და მოგვიანებით პრაქტიკაშიც გამომეყენებინა.

„ნიკორას“ ახალ მასტერკლასზე გამოცხადდა მონაწილეების შერჩევა. სანამ იქ წავალ, მანამდე
გადავწყვიტე, თავი მოვუყარო რამდენიმე პრაქტიკულ ხრიკს, რომლებიც „ნიკორას“ წინა მასტერკლასზე აჩო ზამბახიძემ და ქეთო პაპავამ მონაწილეებს გაუზიარეს. მაშ ასე, წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ.

1. ძვირად ღირებული ყველ „პარმეზანის“ ბიუჯეტური ალტერნატივა

ყველამ ვიცით, რომ პარმეზანი საკმაოდ ძვირად ღირებული ყველია და მის გამოყენებას სხვადასხვა კერძში ხშირად მაღალი ფასის გამო ვერიდებით. შეგიძლიათ შექმნათ პარმეზანის იმიტაცია საფანელის მეშვეობით. მთავარია შეარჩიოთ მსხვილფანტელებიანი საფანელი და დააბლენდეროთ მსუბუქად, ცოტა მარილთან ერთად. შემდეგ შეგიძლიათ მოაყაროთ კერძს ზემოდან. ვიზუალურად ძალიან ჰგავს პარმეზანს და სტრუქტურაც საკმაოდ საინტერესო აქვს.

2. როგორ დავჭრათ ხორცი ძალიან თხელ ნაჭრებად

ნედლი ხორცის თხლად დაჭრა საკმაოდ რთული ამოცანაა. თუ კერძისთვის გჭირდებათ, რომ საქონლის ხორცი ძალიან თხელ ნაჭრებად დაჭრათ, ამისთვის ერთი მარტივი ხრიკი შეგიძლიათ გამოიყენოთ: გაყინეთ საყინულეში ხორცის ნაჭერი 3-4 საათით და მარტივად შეძლებთ შემდგომ მის უთხელეს ნაჭრებად დაჭრას.

3. როგორ მოამზადოთ ჯანსაღი მაიონეზი

ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ მაიონეზი შეიძლება იყოს ჯანსაღი, თუ მას თავად მოამზადებთ, მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებით, ყოველგვარი დანამატის გარეშე. გასწავლით საინტერესო ვარიაციას - ტარხუნის ემულსიის მომზადებას, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია, ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია და ბევრ კერძს დაამშვენებს. ბლენდერში მოათავსეთ 3 კონა ტარხუნის ფოთლები და დაასხით 400 მლ. ზეთი. აბლენდერეთ 7 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ 2 კბ. ნიორი, 1 ჩკ მარილი და კარგად დააბლენდერეთ. შემდეგ რკინის ბადე-საწურში გაატარეთ. კვერცხს დაუმატეთ ცოტა ლიმონის წვენი, ათქვიფეთ და წვრილ ზოლად, ნელ-ნელა დაუმატეთ ტარხუნის ზეთი. ყველაფერი დააბლენდერეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ტარხუნის პასტა მზადაა!

4. როგორ უნდა მოამზადოთ ხახვის ან ჩერი პომიდვრის მარინადი სწრაფად

გასწავლით მარტივ ტექნიკას: მოამზადეთ მარინადისთვის ხსნარი, რისთვისაც შეურიეთ ერთმანეთს ძმარი და წყალი, დაუმატეთ მარილი, შაქარი, მდოგვის და პილპილის მარცვლები. ხსნარში ჩადეთ ალყა-ალყა ან რგოლებად დაჭრილი ხახვი და გააჩერეთ მინიმუმ 2 სთ. ჩერი პომიდვრის შემთხვევაში, მოამზადეთ ხსნარი იგივენაირად, როგორც ხახვის მარინადის შემთხვევაში, ჩადეთ ხსნარში ჩერი პომიდვრები და გააჩერეთ მინიმუმ 2 სთ.

5. როგორ უნდა ჩადოთ მოცარელას ბურთულებში ტარხუნის პასტა

ყველისა და ტარხუნის გემრიელ კომბინაციაზე ალბათ თქვენც გსმენიათ. მოცარელას ბურთულები შეგიძლიათ ამოავსოთ ამ არომატული და უგემრიელესი ტარხუნის პასტით, რომლის მომზადების ხრიკი ზემოთ შემოგთავაზეთ. მოცარელას ბურთულებს მსხვილი საწრუპის დახმარებით გაუკეთეთ ღრმული. ტარხუნის ემულსია ჩაასხით კრემის მოსართავ ტომარაში და ამოავსეთ მოცარელას ბურთულები.

თუ თქვენც გაქვთ სურვილი, ეზიაროთ კულინარიულ უნარებს, გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და მიიღოთ პრაქტიკული რჩევები გამოცდილი ქართველი კულინარებისგან, მაშინ „ნიკორას“ მასტერკლასი სწორედ თქვენთვისაა!



NS

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
რედაქტორის რჩევით
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93