ოსმალეთის სულთნის ჰარამხანის ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იყო. ადამიანები, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ ხარჭებს დიდი პასუხისმგებლობით გამოირჩეოდნენ - სწორედ ისინი არჩევდნენ ყველაზე ლამაზ გოგონებს სულთნისთვის და მათ ევალებოდათ ჰარამხანაში ხარჭების რაოდენობის კონტროლი - ქალების რაოდენობა 200-ზე დაბალი არ უნდა ყოფილიყო.
გამომდინარე იქიდან, რომ ხარჭებს ტახტის მემკვიდრეები უნდა გაეჩინათ, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა მათ გარეგნობას. უპირატესობას ჩვეულებრივ შავგვრემნებს ანიჭებდნენ - ჰარამხანაში მათი დაახლოებით 80% იყო. დარჩენილი 20% წითურები და ქერები იყვნენ - ისინი ვერასდროს მიიღებდნენ სულთნის ტიტულს, რადგან ითვლებოდა, რომ ასეთ ქალებში ბნელი ძალები სახლობდნენ.
ჰარამხანაში საკმაოდ პოპულარული იყო მუცლის ცეკვა, შესაბამისად, ოდნავ მოზრდილი მუცელი მიმზიდველად ითვლებოდა. შეფასებული იყო 2:3 თანაფარდობა წელსა და თეძოებს შორის, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, რადგან მთავარი პროპორციული ფიგურა იყო.
ჰარამხანაში ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო ფიზიკური აქტივობა: გოგონებს კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნება მოეთხოვებოდათ. ვარჯიშები ძალიან მრავალფეროვანი იყო და ცეკვას, სირბილს და ცურვას მოიცავდა.
სასახლის ტერიტორიაზე ასევე იყო აუზები, სადაც ხარჭები ცხელ ამინდებში ბანაობდნენ. ყოველდღიურად და ხშირად ცეკვავდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში, გასაკვირი არ არის, რომ ამ რეჟიმში რეპეტიციებმა გოგონებს საშუალება სრულყოფილი ფიზიკური ფორმის შენარჩუნების საშუალება მისცა.
ხარჭები დღეში შვიდჯერ ჭამდნენ, თუმცა პორციები ძალიან მცირე იყო, თეფშები კი – პაწაწინა. გარდა ამისა, დიეტაში შედიოდა ქათამი, თევზი, ხორცი, ბოსტნეულის სუპები, მოხარშული კვერცხი და ბოსტნეული. ტკბილეულისთვის მხოლოდ ხილს მიირთმევდნენ, ზოგჯერ კი ჩირს, ქიშმიშს და ფინიკს - ყავაზე. ეს სასმელი ელიტარულად ითვლებოდა და მას დღეში მხოლოდ ერთხელ სვამდნენ. რაც შეეხება დელიკატესებს, მათ „მენიუში“ თურქული ტკბილეული ბაქლავა და ჰალვა შედიოდა.