ხანდახან ახალი წლისთვის ისეთ საჩუქარს ვიღებთ, რომ თავში უნებურად ერთადერთი აზრი გაგვიელვებს: "ჯობდა არაფერი ეჩუქებინა". აღმოჩნდა, რომ ასეთ სულელურ საჩუქრებს ბევრი ადამიანი იღებს. იტალიურმა გამოცემა Corriere della Sera-მ გამოაქვეყნა ყველაზე ცუდი საახალწლო საჩუქრების რეიტინგი.
1. ყავისფერი ჩანთა ტყავისშემცვლელისგან
შესაძლოა, ეს სწორედ ის ჩანთაა, რომელსაც ატარებდა ოდესღაც იმის ბებია ან ბაბუა.
2. ტელეფონის შალითა
სულელურია, როცა "სამსუნგისთვის" განკუთვნილ შალითას აჩუქებ iPhone-ის მფლობელს.
3. ფასდაკრული საჩუქრები
ეს, ალბათ, ძალიან უხერხულია. ნუ, ფასსაც გააჩნია.
4. ჩარჩო ფოტოსთვის
ევროპელები თვლიან, რომ ფოტოსთვის ჩარჩოს ისინი ირჩევენ საჩუქრად, ვისაც არანაირი ფანტაზია არ გააჩნია.
5. კანფეტები
ტკბილეულს ვერ შეაფასებს ის, ვისაც აქვს, მაგალითად, დიაბეტი ან აწუხებს ზედმეტი წონა.
6. საყვარელი მწერლის წიგნი
ეს საჩუქარი აუცილებლად ღიმილს მოჰგვრის ადრესატს, ის ხომ მის თაროზე უკვე დიდი ხანია დევს.
7. წამლების ყუთი
თუნდაც თქვენი ნათესავი 70-ს იყოს მიღწეული, წამლის შესანახი ყუთი მას მაინც არ გაუხარდება.
8. სტატუეტი
კერამიკული ან მინის ფიგურა ძალიან სულელური საჩუქარია, განსაკუთრებით, მამაკაცისთვის.
9. თერმოპიჟამა
ჩრდილოეთის მცხოვრებლებს ალბათ გაუხარდებოდათ მსგავსი საჩუქარი, მაგრამ იტალიაში და მით უმეტეს, მზიან საქართველოში ეს სასაცილო იქნება.
თქვენ თუ მიგიღიათ ოდესმე სულელური საახალწლო საჩუქარი?