ამ პოსტის წერის დროს, მანგლისშ ვიმყოფები, ვზივარ ვერანდაზე, ვსავმ რაღა თქმა უნდა უნალექო ყავას, ვეწევი სიგარეტს და ვფიქრობ... არა :) რა სიყვარულზე :) მე ვფიქრობ მამაკაცზე. არა კონკრეტულად, არამედ ზოგადად. ახლავე აგისხსნით.
დარწმუნებული ვარ, ყველა გოგონა ბავშვობაში თუ მოზრდილობაში ფიქრობს იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ბიჭი, რომ ყოფილიყო. თავიდან ჩვენი იდეალის (მაგალითად ბრედ პიტი, ჯუდ ლოუ ან პირს ბროსნანი) მსგავსი გვინდოდა, რომ ვყოფილიყავით, შემდეგ არ ვიცოდით, როგორი უნდა ყოფილიყო იდეალური მამაკაცი, ხოლო ჩემს ასაკში (20–და ზემოთ) ჩვენ უკვე ვიცით, როგორი მამაკაცი შეიძლებოდა ვყოფილიყავით ,რომ არა ჰორმონები :)
მოკლედ. მე ახლა დავწერ, როგორი მამაკაცი ვიქნებოდი მე, რომ არა... რომ არა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, კაბები, ცეკვა, მუსიკა, მანიკური და პედიკიური და რომ არა ესოდენ სასიამოვნო პრივილეგიები, რომელიც ქალს აქვს მამაკაცთან ურთიერთობისას.
ასაკი – 24
სახელი – თქვენს გულს რაც გაუხარდება
გვარი – ასევე!
პროფესია – ბიზნესი დავამთავრე დედაჩემის თხოვით.
სამსახური – ქალს გააჩნია, ზოგს ბანკირი უნდა, ზოგს "ბარის" მენეჯერი, ზოგს ფირმის მარკეტინგის ხელმძღვანელი...რას გაიგებს კაცი თქვენს გემოვნებას. :)
ვიზუალი– ეს არის პირველი, რაც მე (უკვე როგორც მამაკაცს) მაძლევს საშუალებას, რომ ქალების ყურადღების ცენტრში ვიყო (ან არც ვიყო). მოკლედ. მე ვარ საშუალოდ მაღალი. კვირაში 2–ჯერ დავრბივარ იპოდრომზე, რომ ჩემმა სხეულმა, საქართველოსთვის დამახასიათებელი დეფორმაცია არ განიცადოს.
ვიკეთებ წარბებს, ოღონდ ისე, რომ ეს არ იყოს ძალიან შესამჩნევი, ანუ... ფორმას ვიტოვებ და ყველაფერ ზედმეტს ვაშორებს ჩემს სახეს (მხოლოდ თქვენთვის ქალბატონებო). არ იფიქროთ, რომ მე "ძიკი და ძერსკი" ბიჭების სიიდან ვარ, მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ როგრც ქალი ზრუნავს საკუთარ სილამაზეზე, ისე კაცმა უნდა იზრუნოს საკუთარ სიმპათიურობაზე.
ტანსაცმელი – დიახ. მეც ისევე, როგორც თქვენ ქალბატონებო, არ მიყვარს მამაკაცზე საყელო–აწეული "საროჩკა", შავი "ტუფლოჩკები" და ყელში ჩაფენილი ცხვირსახოცი (სიცხისგან კისრის დასაცავად).
მე ძირითადად ღია ან მუქი ლურჯი, ოდნავ მომდგარი, ვიმეორებ სუუულ ოდნავ მომდგარი ( და არა მოტკეცილი) ჯინსებით, დავდივარ, რომელსაც "ფუთბოლკებს" ან პასტელური ფერის პერანგს ვუხამებ (თუ ზაგარი მაქვს ეს ეფექტურია და თქვენ ქალბატონებო, მე თვალს ვერ მწყვეტთ ;) ) თუ სერიოზულ სიტუაციაში მომიხდა წასვლა, გრძელ–მკლავიანი პერანგი, წვრილი ჰალსტუხი და ჯინსი ან სმოკინგის შარვალი, საკმაოდ პრაქტიკულ და გემოვნებიან გადაწყვეტილებად მიმაჩნია.
გართობა – მე მხიარული ვარ. მიყვარს ბარები, რესტორნები და კაფეები, კინოთეატრები და თეატრები, აკვა–პარკები და სანაპიროები, კლუბები და სახლები, სადაც მეგობრებთან ერთად უბრალოდ კარგ ხასიათზე ვარ ხოლმე.
დიდად ცეკვა არ მიყვარს, მაგრამ როდესაც ალკოჰოლს, "ოქროს შუალედამდე" მივირთმევ (ანუ არ ვთვრები და არ ვბუინობ), ცეკვის ხასიათზეც ვდგები და შესაძლებელია კარაოკეშიც კი წარმოვაჩინო ჩემი ნორმალური, თუმცა სასაცილო ვოკალური მონაცემები (მანერები მაქვს სიმღერის დროს ისეთი, რომ აუცილებლად გაგეცინებათ...მეც მეცინება და იმიტომ).
განათლება – გარდა იმისა, რომ ცუდად არ ვსწავლობდი, მე მიყვარს თავისუფალ დროს (რომელიც მართალია მეტი მაქვს ვიდრე თქვენ ქალბატონებო, მაგრამ მე უფრო ადვილად ვიღლები და უფრო ძნელად ვისვენებ) წიგნების კითხვა, ვფიქრობ, რომ საინტერესო საქმიანობაა, ნუ თუ იმავე დროს ფეხბურთის, თუნდაც უინტერესო მატჩი არ გადის.
ვფიქრობ, რომ ჩემი თავი უნდა მოვამზადო იმისთვის, რომ როდესღაც (ძაააალიან როდესღაც), შვილი, რომ მეყოლება, მის კითხვებს კომპეტენტური პასუხები მე უნდა გავცე, მე უნდა დავეხმარო განტოლების ამოხსნაში ისევე (ქალები ხომ არითმატიკასთან ცუდად ხართ?), როგორც ფეხბურთის ან ცურვის შესწავლაში. (ოღონდ ეს მეეერე, ძააალიან გვიან :) )
ფეხბურთი – ოოო, გამანებეთ ეხლა თავი, კაცი ვარ ბოლოს და ბოლოს, დიახ მიყვარს ლუდთან და "ძმაკაცებთან" ერთად, ამ დიადი სანახაობით ტკბობა და ვინც ხელს შემიშლის არ ვაპატიებ!!! მე კაცი არ ვიყო თუ "გოსსიპ გირლ"–ის ან "სექსი დიდ ქალაქში"–ს ყურება კოშმარად არ გადავუქციო ;)))))))
ქალები – ჩემთვის ყველა ქალი ერთნაირი არ არის (თქვენგან განსხვავებით), თუმცა ყველა ქალს ვცემ პატივს, ნუ რაღაც დონეზე მაინც. საკმაოდ მრავალფეროვანი გემოვნება მაქვს, მე მომწონს კოკო შანელიც და ზემფირაც (ეს ისე შედარებისთვის).
ყველა ქალში შემიძლია, კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელი სილამაზის თუ შარმის დანახვა. მე მომწონს, როდესაც თქვენ ბედნიერები და მხიარულები ხართ და განსაკუთრებით მომწონს, როდესაც ცეკვავთ....მით უმეტეს თუ მოკლე კაბა გაცვიათ ;) ამიტომ, მე ვცხოვრობ იმისთვის, რომ თქვენ იყოთ მხიარულები, იმიტომ, რომ ამას ჩემთვის ორმაგი სიამოვნება მოაქვს ;) ნუ ზოგჯერ სამმაგიც ;)
ხრიკები – დიახ!! როგორც თქვენ, ისევე მამაკაცებს აქვთ ე.წ ხრიკები, რომლითაც ჩვენ ვახერხებთ თქვენს მოხიბლვას. ეს პირველ ყოვლისა არის თქვენი გაუთავებელი საუბრის, ე.წ "ლაქლაქის" მოსმენა.
მე ამ დროს ჩუმად ვარ და ვიღიმები. თუ ძალიან მომწონხართ, მაშინ არ გისმენთ...ისედაც, ხომ მომწონხართ :), ხოლო თუ თქვენ არ ხართ ლამაზი და ხართ შარმიანი...მაშინ გისმენთ..მთელი ჩემი ნიჭით და მონდომებით, ვიჭერ თითოეულ სიტყვას, რომ კიდევ უფრო მომეწონოთ, რომ თქვენმა ჭკუამ, დაწყობილმა მეტყველებმა და უზადო ქალურობამ, მე, როგორც მამაკაცი, ზენიტში ამიყვანოს :)
მე ცოტას ვლაპარაკობ, ზოგჯერ გედავებით, ხშირად ვიღიმი და ვცდილობ, რომ კოქტეილი, რომელიც თქვენ გიყვართ, ვითომ შემთხვევით შევუკვეთო, თქვენ აღფრთოვანდეთ ჩემი გემოვნებით, მერე კი კარტები გავშალო, გითხრათ, რომ ვიცოდი, რომ ეს სასმელი მოგწონდათ, მაგრამ გემოვნება მაქვს, რადგან ამ სასმელს თქვენთან ერთად ვაგემოვნებ და არა ვინმე სხვასთან! ესეც თქვენ კომპლიმენტი!
დღესასწაულები – ეს მართალია თქვენ უკეთ გამოგდით, მაგრამ არც მე ვარ "მთლად უიმედო". მე ვიცი, რომ თქვენც ისევე მოგწონთ თუნდაც უმნიშველო მოვლენის, სასწაულებრივად აღნიშვნა, როგორც მე. პირველ ყოვლისა, ეს ადამიანს (ნებისმიერი სქესის) ანიჭებს სიამოვნებას, ჰგვრის ღიმილს და კარგ ხასიათზე აყენებს. ჰოდა მე მიყვარს, როდესაც თქვენ ასეთები ხართ. ამიტომ:
1. გილოცავთ დაბადების დღეს – არ გჩუქნით ყვავილებს, იმიტომ, კი არა, რომ "თქვენ ვერცერთი ყვავილის სილამაზე ვერ შეგედრებათ", არამედ იმიტომ, რომ ყვავილი ჭკნება, ხოლო ლოგიკურად, ზემოთ მოყვანილი შედარებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ თქვენ "დაბერდებით".
მე ვფიქრობ ეს შეურაცხმყოფელია. ამიტომ მე მივდივარ და იმ კაბას ვყიდულობ, იმ დღეს ვიტრინაში, რომ დამანახეთ, ოღონდ ვყიდულობ მანეკენიანად ;). როდესაც დამღლელი დაბადების დღის შემდეგ, მე და თქვენ ერთად ვბუნდებით ჩვენს სახლში (თქვენ განაწყენებული ხართ, რომ მე მხოლოდ "ტუსოვკის" ხარჯები დავფარე და არაფერი გაჩუქეთ, მაგრამ არ იმჩნევთ), მე გეუბნებით, რომ სტუმარი გვყავს, რომელიც კარადაში დაიმალა.
თქვენ დიდად არ გიხარიათ, მაგრამ მატყუებთ და მხიარულად დაინტერესებული სახით კარადისკენ მიემართებით და როდესაც მას აღებთ...ბინგო! გოოოოოოლ!!!მე მოვიგე!!! 8–0 ჩემს სასარგებლოდ :).
2. ახალი წელი – აქ ვარიაციის საშუალება მეძლევა
#1.მივდივართ რომელიმე კარგ რესტორანში, სადაც მიმტანებს ლამაზი თეთრი პერანგები აცვიათ და სადაც კარგი "პროგრამაა".
# 2. მეგობრებთან ერთად, აგრაკზე, ბუხარი, წითელი ღვინო და ჩვენ, ყველანი დაწყვილებულები (ერთი გარდა, ერთს მაინც უნდა შურდეს ჩვენი :))), მუსიკა, მხიარულება და "ღადაობები" ისეთ თემებზე, რომელიც ყველამ ვიცით :)
# 3. ოჯახი – ოღონდ აქ უკვე მეც და თქვენც გადავაბიჯეთ "კარგი წლების" ასაკს :), მივირთმევთ შინ დამზადებულ ნამცხვრებს, ტკბილეულს და პატარა ნათესავებს ვეთამაშებით.
3. ნიშნობა – მე თქვენ მიყვარხართ – ოღონდა ამჯერად თქვენ კონკრეტული ხართ. მივხვდი, რომ მე უნდა ვიყო თქვენი შვილის მამა, რომ მე უნდა ვუსმინო სექსის შემდეგ თქვენს საერთოდ უინტერესო საუბარს, მე უნდა გადავყარო დილით ნაგავი და მე უნდა მომეწონოს ახალი მტვერსასრუტი! მაგრამ აი სად არის პრობლემა...
როგორ გითხრათ, რომ დასრულდა თქვენი ნაკლებ–პასუხისმგებლობიანი ცხოვრება, რომ ახლა ვალდებული ხართ ნერვები მომიწამლოთ? ეს "ორიგინალურად" უნდა გავაკეთო და რადგან მანგლისში დიდად ორიგინალური თავში არაფერი მომდის, ამიტომ ამაზე მერე ვიფიქრებ, როდესაც ეს დრო დადგება :) (აჰ როგორ მოუხდება თქვენს გაკეთებულ ფრჩხილებს და მოვლილ ხელებს, ბრჭყვიალა ბრილიანტის ბეჭედი...)
ერთი კი ვიცი, აუცილებლად დაგიჩოქებთ და გულსა და ხელს (ყველაფერ დანარჩენთან ერთად) შემოგთავაზებთ და სანაცვლოდ თქვენსას გთხოვთ, ისე, როგორც იმ ფილმშია თქვენ, რომ გიყვართ :)
4. ქორწილი – მისი სამზადისის სიამოვნებაში, მე არაფრის დიდებით არ შეგეცილებით :)
8. და ბოლოს, მე გპირდებით, რომ :
1. არასოდეს დავუწყებ სხვას "შებმას" თქვენი თანდასწრებით :)
2. არასოდეს გიყიდით პირველივე თხოვისას იმ კაბას, რომელიც მოგწონთ იმიტომ, რომ ოცნება არსებობს იმიტომ, რომ ცოტა ხანს მაინც იოცნებოთ (შემდეგ რაღა თქმა უნდა გიყიდით და ავღფრთოვანდები, როდესაც მასში გამოწყობილს გნახავთ), კიდევ იმიტომ, რომ მომწონს როდესაც მებუზღუნებით, ამ დროს საყვარელი ხართ (ცოტა ბუზღუნის შემდეგ შედეგს მიაღწევთ) და თუ შევატყე, რომ ეს უბრალოდ ახირებაა, ამ შემთხვევაში ვერასოდეს ეღირსებით მას :)
3. არასოდეს ვისაუბრებ დაუსრულებლად, ჩემს მამაკაცურ ღირსებებზე
4. არასოდეს შეგადარებთ სხვას, თუნდაც შედარების დასკვნით ნაწილში თქვენ უკეთესი აღმოჩნდეთ
5. არასოდეს გეტყვით, თქვენს პირველ ღამეს, რომ არ გეტკინებათ იმიტომ, რომ გეტკინებათ :)
მოვითმენ სანამ არ იქნებით მართლა მზად ზემოხსენებულისთვის, ოღონდ ძალიანაც ნუ მოინდომებთ დროის გაჭიანურებას ;) არ გირჩევთ :) ეს ჩემს მამაკაცურ ღირსებებზე, უხეშად, რომ არ ვთქვა, დადებითად არ მოქმედებს
6. ყოველ დილით გადავყრი ნაგავს (თუ უკვე ოჯახი გვექნება, ან რამე სმგავსი)
7. არ გაგაღვიძებთ დილით უძინარს
8. წელიწადში რამდენჯერმე მოგიმზადებთ საუზმეს, შესაძლებელია საწოლშიც კი მოგართვათ :)
9. არ ვიხმაურებ, როდესაც ეძნება ჩვენს შვილს და არ გავაღვიძებ მას, თუ ძალიან არ გადავაჭარბე "ალკოჰოლურ ოქროს შუალედს", ოღონდ იცოდეთ, ეს იშვიათად, მაგრამ მაინც მოხდება.
10. ჩავიცვამ იმ საშნელ პერანგს, თქვენ, რომ ასე ძალიან მოგწონდ, ოღონდ მხოლოდ ერთხელ და ისიც თქვენი ხათრით
11. ვიქნები ყოველთვის ისეთი, როგორიც შეგიყვარდით
12. და ყველაფერ ზემოხსენებულ და არხსენებულ სიკეთესთან ერთად, ვიქნები თქვენს გვერდით ჭირსა თუ ლხინში და მეყვარებით მას შემდეგაც, რაც სიკვდილი დაგვაშორებს ერთმანეთს :)
ახლა ისევ მანგლისში ვარ, მესამე ჭიქა უნალექო ყავას მივირთმევ და ისევ
post-ერი ვარ
ერთი განსხვავებით – ახლა ვხდები, რომ, ჩემი თავი ერთი–ორად შემიყვარდა, ნეტა ზევით რამე ხო არ შეეშალათ ? :)
ქეთო პატარქალიშვილი