ტელეწამყვანი მაია ასათიანი სახლში 3 ძაღლთან და ორ თუთიყუშთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევა მოხდა და მისი ერთ-ერთი საყვარელი ძაღლი "თუთა", რომელიც ოჯახის წევრივით უყვარდა დაეღუპა, - ამის შესახებ გადაცემა "პროფილის ავტორი თავად წერს "ინსტაგრამზე".
"ბევრი მეკითხებოდით, თუთას რა მოუვიდა. ეზოდან გაიპარა და ქუჩის დიდმა ძაღლმა დაგლიჯა ერთ წამში. ჩემს თვალწინ... საშინელება იყო...
ნუცასთან გაფრინდა", - წერს მაია.
"თუთას" გარდაცვალებას განიცდის "ბუბუც", მისი მეგობარი.
"ბუბუ მოწყენილია... თუთას სიკვდილს განიცდის, არ ჭამს, არც თამაშობს, წევს თუთას ადგილას და არის... უკვე 3დღეა", - წერს ტელეწამყვანი და "ბუბუს" ფოტოს აქვეყნებს.